Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა - მოწმის სკანდალური ჩვენება
ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა - მოწმის სკანდალური ჩვენება

კორ­ტებ­თან მომ­ხდა­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ვა­ზა­გაშ­ვილს და ხუ­ბუ­ლოვს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრო­ლა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ და მათ მი­მართ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა პის­ტო­ლე­ტით გი­ორ­გი ცა­ა­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამის შე­სა­ხებ ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ზე მოწ­მე კობა გო­გა­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო ამ წუ­თებ­ში კი­თხავს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, იგი მომ­ხდარ ფაქტს შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო.

მოწ­მის და­კი­თხვამ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზს აჩ­ვე­ნა ვი­დეო, სა­დაც 2006 წლის 2 მა­ისს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ კობა გო­გა­ტიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი არ­ხის ჟურ­ნა­ლისტს კო­მენ­ტარს აძ­ლევს. იგი ინ­ტერ­ვი­უ­შიც ამ­ბობს, რომ და­ცხრი­ლუ­ლი მან­ქა­ნი­დან სრო­ლა არ ყო­ფი­ლა და სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ეს­როდ­ნენ მან­ქა­ნას, რო­მელ­მაც ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გა და ხეს შე­ას­კდა.

რაც შე­ე­ხე­ბა მოწ­მის ჩვე­ნე­ბას, გო­გა­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დი­ლის სა­ა­თებ­ში კორ­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც და­ი­ნა­ხა "ბე ემ ვეს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ეს­როდ­ნენ, შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბილ­მა ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გა, ხეს და­ე­ჯა­ხა. მი­სი­ვე თქმით, იგი ეცა­და იქ მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბას. კობა გო­გა­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც გა­და­ვი­და და­სახ­მა­რებ­ლად ორი ახალ­გაზ­რდა და­ი­ნა­ხა, რომ­ლე­ბიც შვე­ლას ითხოვ­დნენ. ამის შემ­დეგ კი, მისი თქმით, შავ პი­ჯაკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც შემ­დგომ გა­ი­გო, რომ გი­ორ­გი ცა­ა­ძეა, მი­ვი­და და მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მათ პის­ტო­ლე­ტი­დან ეს­რო­ლა, რის შემ­დე­გაც და­ი­ნა­ხა, რო­გორ შე­ი­ღე­ბა მან­ქა­ნის სა­ქა­რე მინა სის­ხლით. კობა გო­გა­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ იგი მის თან­მხლებ ქალ­ბა­ტონს წყალს სთხოვ­და, რათა ახალ­გაზ­რდებს დახ­მა­რე­ბო­და. ცა­ა­ძე კი ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბას სთხოვ­და. მოწ­მე ამ­ტკი­ცებს, რომ სა­პი­რის­პი­რო გას­რო­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან "ბე ემ ვეს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან არ ყო­ფი­ლა. მი­სი­ვე თქმით, ახალ­გაზ­რდებს ფე­ხებ­თან, რომ­ლე­ბიც "ბე­ემ­ვეს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ის­ხდნენ ია­რა­ღე­ბი ჩა­უ­დეს. შემ­დეგ კი მი­ვი­და ერთი პირი, რო­მელ­მაც მან­ქა­ნა­ში ტყვი­ე­ბი ჩა­ყა­რა. მოწ­მე იხ­სე­ნებს, რომ დაჭ­რი­ლე­ბი მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც შე­ეს­წრო ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სა­უ­ბარს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ "ვი­თომ პირ­ვე­ლად ამათ გვეს­რო­ლე­სო".

ამ წუ­თებ­ში მოწ­მის და­კი­თხვას უკვე დაც­ვის მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებს.

ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა - მოწმის სკანდალური ჩვენება

ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა - მოწმის სკანდალური ჩვენება

კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილს და ხუბულოვს პოლიციელების მიმართულებით სროლა არ განუხორციელებიათ და მათ მიმართ საკონტროლო გასროლა პისტოლეტით გიორგი ცააძემ განახორციელა, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე მოწმე კობა გოგატიშვილმა განაცხადა, რომელსაც სასამართლო ამ წუთებში კითხავს. როგორც მან აღნიშნა, იგი მომხდარ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.

მოწმის დაკითხვამდე პროკურატურამ სასამართლო დარბაზს აჩვენა ვიდეო, სადაც 2006 წლის 2 მაისს მომხდარი მოვლენების შესახებ კობა გოგატიშვილი პირველი არხის ჟურნალისტს კომენტარს აძლევს. იგი ინტერვიუშიც ამბობს, რომ დაცხრილული მანქანიდან სროლა არ ყოფილა და სპეცრაზმელები ესროდნენ მანქანას, რომელმაც ორიენტაცია დაკარგა და ხეს შეასკდა.

რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, გოგატიშვილი ამბობს, რომ დილის საათებში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა "ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილი, რომელსაც სპეცრაზმელები ესროდნენ, შემდეგ ავტომობილმა ორიენტაცია დაკარგა, ხეს დაეჯახა. მისივე თქმით, იგი ეცადა იქ მყოფი ახალგაზრდების დახმარებას. კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ როდესაც გადავიდა დასახმარებლად ორი ახალგაზრდა დაინახა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ამის შემდეგ კი, მისი თქმით, შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც შემდგომ გაიგო, რომ გიორგი ცააძეა, მივიდა და მოხრილ მდგომარეობაში მათ პისტოლეტიდან ესროლა, რის შემდეგაც დაინახა, როგორ შეიღება მანქანის საქარე მინა სისხლით. კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ იგი მის თანმხლებ ქალბატონს წყალს სთხოვდა, რათა ახალგაზრდებს დახმარებოდა. ცააძე კი ადგილიდან მოშორებას სთხოვდა. მოწმე ამტკიცებს, რომ საპირისპირო გასროლა სამართალდამცველების მხრიდან "ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილიდან არ ყოფილა. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ფეხებთან, რომლებიც "ბეემვეს" მარკის ავტომობილში ისხდნენ იარაღები ჩაუდეს. შემდეგ კი მივიდა ერთი პირი, რომელმაც მანქანაში ტყვიები ჩაყარა. მოწმე იხსენებს, რომ დაჭრილები მანქანიდან გადმოიყვანეს, რა დროსაც შეესწრო ირაკლი ფირცხალავას საუბარს, რომელიც ამბობდა, რომ "ვითომ პირველად ამათ გვესროლესო".

ამ წუთებში მოწმის დაკითხვას უკვე დაცვის მხარე ახორციელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ