მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება - კალაძის კომენტარი ნავთობკომპანიების დაჯარიმებაზე
მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება - კალაძის კომენტარი ნავთობკომპანიების დაჯარიმებაზე

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, ვიცე-პრე­მი­ერ კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ჯა­რი­მე­ბულ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რონ და ამა­ში მათ ხელს არა­ვინ შე­უშ­ლით. ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის კვლე­ვას, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ცე­სი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და.

"ძა­ლი­ან დი­დია საქ­მის მა­სა­ლე­ბი. კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ ედა­ვე­ბი­ან იმას, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ფა­სე­ბის შე­თან­ხმე­ბა სა­ბო­ლო­ოდ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. ეს რა თქმა უნდა, არის ძა­ლი­ან ცუდი. ეს ხელს უშ­ლის ბიზ­ნე­სის ჯან­საღ გა­რე­მოს, მის გან­ვი­თა­რე­ბას. ერთი კუ­თხით, მე ვფიქ­რობ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც იქნა მი­ღე­ბუ­ლი, პრე­ვენ­ცი­ის სახე ექ­ნე­ბა. რო­გორც მო­ვის­მი­ნე, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­წყე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი და ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ასე­თი შე­თან­ხმე­ბე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის და ეკო­ნო­მი­კა­ში ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი აპი­რე­ბენ ჩი­ვილს, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია და ეს მათი უფ­ლე­ბაა.

"ხე­ლის შეშ­ლას არა­ვინ აპი­რებს. მათი უფ­ლე­ბაა და შე­უძ­ლი­ათ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის თა­ნახ­მად, 2008-2014 წლებ­ში, საწ­ვა­ვის სა­სა­ქონ­ლო ბა­ზარ­ზე ირ­ღვე­ო­და კონ­კურ­ნე­ცი­ის დაც­ვის პრინ­ცი­პე­ბი და მოქ­მე­დებ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლი ფასი. შე­დე­გად, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ სა­მარ­თალ­დამ­რღვევ ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებს და­ა­კის­რა ჯა­რი­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 55 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებს და­ა­კის­რათ ჯა­რი­მა შემ­დე­გი ოდე­ნო­ბით - "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მი" 14 381 385 ლარი, "სან პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია" 11 267 384 ლარი, "რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო" 10 845 806 ლარი, "ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია" 10 426 393 ლარი, "ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია" 4 740 260, "L ოილი" 1 209 890 ლარი, ასე­ვე 200-200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დნენ - შპს "აა­რო­ნი", "პარტნი­ო­რი ბა­თუ­მი", "ტრანს სერ­ვი­სი", "ენ სერ­ვი­სი", "დი­დუ­ბე 2009", ი/მ სა­რი­დონ ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი, შპს "MG", "აჭა­რა პარტნი­ო­რი", "პარტნი­ო­რი 2010", "პარტნი­ო­რი", "ჯი პლი­უ­სი", შპს "T4", "რომ კომ­პა­ნი" , შპს "გიგო", "ნო­რექ­სი", "სტ ოილი", "საბ პერ­ტო­ლი", "ლ&მ", "ქსი­ლი­სი", "იბერ­კომ­პა­ნი პეტ­რო­ლი­უ­მი", "ჯეო სერ­ვი­სი", "ბრენდ ოილი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება - კალაძის კომენტარი ნავთობკომპანიების დაჯარიმებაზე

მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება - კალაძის კომენტარი ნავთობკომპანიების დაჯარიმებაზე

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ და ამაში მათ ხელს არავინ შეუშლით. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ნავთობკომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

რაც შეეხება უშუალოდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევას, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მიმართულებით ძალიან შრომატევადი სამუშაოები ჩატარდა.

"ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს რაც შეეხება, მათ ედავებიან იმას, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება საბოლოოდ მომხმარებლისთვის. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და ალბათ, მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ნავთობკომპანიები აპირებენ ჩივილს, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია და ეს მათი უფლებაა.

"ხელის შეშლას არავინ აპირებს. მათი უფლებაა და შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში", - განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დააკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" 14 381 385 ლარი, "სან პეტროლიუმ ჯორჯია" 11 267 384 ლარი, "რომპეტროლ საქართველო" 10 845 806 ლარი, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" 10 426 393 ლარი, "ლუკოილ-ჯორჯია" 4 740 260, "L ოილი" 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ - შპს "აარონი", "პარტნიორი ბათუმი", "ტრანს სერვისი", "ენ სერვისი", "დიდუბე 2009", ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს "MG", "აჭარა პარტნიორი", "პარტნიორი 2010", "პარტნიორი", "ჯი პლიუსი", შპს "T4", "რომ კომპანი" , შპს "გიგო", "ნორექსი", "სტ ოილი", "საბ პერტოლი", "ლ&მ", "ქსილისი", "იბერკომპანი პეტროლიუმი", "ჯეო სერვისი", "ბრენდ ოილი".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."