საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი" ფული რელიგიურ ორგანიზაციებში და ვაჰაბიტური მეჩეთი ფონიჭალაში - რა უნდა შეზღუდოს რელიგიის კანონმა?!
"შავი" ფული რელიგიურ ორგანიზაციებში და ვაჰაბიტური მეჩეთი ფონიჭალაში - რა უნდა შეზღუდოს რელიგიის კანონმა?!

"შავი" ფუ­ლით ხდე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა... და აქ ხდე­ბა ამ ფუ­ლის ბიზ­ნე­სით "გა­და­ხურ­და­ვე­ბა". - ეს გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რატვ" გა­და­ცე­მა "პრო­ვო­კა­ტორ­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ა­კე­თა. მისი აზ­რით, იმის­თვის, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­კონ­ტროლ­დეს და არა­ლე­გა­ლურ­მა, გა­ე­როს მიერ აკ­რძა­ლულ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა ვერ შეძ­ლონ, მათ მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს. ამის­თვის კი რე­ლი­გი­ის კა­ნო­ნისს მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. "თქვენს ეთერ­ში პირ­ვე­ლად ვა­ცხა­დებ, რომ ჩვენ ამა­ზე ვმუ­შა­ობთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამა­ზე დის­კუ­სია უნდა და­ი­წყოს," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა, რო­მელ­თა­ნაც დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას შე­ვე­ცა­დეთ:

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი:

- ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ნონ-პრო­ექ­ტი არ არ­სე­ბობს, მე უბ­რა­ლოდ ის ვთქვი, რომ სა­ჭი­როა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა-მეთ­ქი. გა­ვე­ცა­ნი რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, მი­ვიჩ­ნევ, რომ ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი კა­ნო­ნი უკვე მოქ­მე­დებს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში (გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და სხვ), ასე­ვე ჩვენს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში და აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ამ კა­ნო­ნით სა­მარ­თლებ­რივ ფარ­გლებ­ში მო­ექ­ცე­ვა რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს არ­სე­ბო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლი, გამ­ჭირ­ვა­ლე ფი­ნან­სე­ბი და სხვ. შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შავი ფული ტრი­ა­ლებ­დეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ირ­კვეს.

- გა­მო­დის რომ გა­კონ­ტროლ­დე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფი­ნან­სე­ბი?

- სი­ტყვა "კონ­ტრო­ლი", სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტია. აქ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ყვე­ლას ჰქონ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ისე, რო­გორც ყვე­ლა სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, ან­გა­რი­ში ბან­კში, გამ­ჭირ­ვა­ლე და­ფი­ნან­სე­ბა და სხვ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­უ­რი ჯგუფს ფა­რუ­ლად აფი­ნან­სებს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია (სამ­წუ­ხა­როდ, ამ­გვა­რი პრობ­ლე­მის თა­ო­ბა­ზე ბოლო ხანს ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ) ან სხვა სა­ხის ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და "შავი" ფული შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, ეს რა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თვის...

მა­მუ­კა არე­ში­ძე, ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში:

- ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი ჭრე­ლი რე­ლი­გი­უ­რი სუ­რა­თია, არ არ­სე­ბობს რე­ლი­გი­ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლად ასა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლურ სუ­რათს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნონ-პრო­ექ­ტის ში­ნა­არსს არ ვიც­ნობ და არც ის ჯგუ­ფი ვიცი, ვინც ამ კა­ნონ­ზე მუ­შა­ობს, რად­გან ამ საქ­მე­ზე მო­მუ­შა­ვე ხალ­ხს არა­ვინ დაგ­ვკავ­ში­რე­ბია რა­ი­მე სა­ხის კონ­სულ­ტა­ცი­ი­სათ­ვის, მაგ­რამ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ჩანს, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვთ აღე­ბუ­ლი, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ არ­სე­ბობს რე­გი­ო­ნის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბათ ყუ­რა­დღე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"შავი" ფული რელიგიურ ორგანიზაციებში და ვაჰაბიტური მეჩეთი ფონიჭალაში - რა უნდა შეზღუდოს რელიგიის კანონმა?!

"შავი" ფული რელიგიურ ორგანიზაციებში და ვაჰაბიტური მეჩეთი ფონიჭალაში - რა უნდა შეზღუდოს რელიგიის კანონმა?!

"შავი" ფულით ხდება რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირება... და აქ ხდება ამ ფულის ბიზნესით "გადახურდავება". - ეს განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "პალიტრატვ" გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრობისას გააკეთა. მისი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია გაკონტროლდეს და არალეგალურმა, გაეროს მიერ აკრძალულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა საქართველოში საქმიანობა ვერ შეძლონ, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ამისთვის კი რელიგიის კანონისს მიღება აუცილებელია. "თქვენს ეთერში პირველად ვაცხადებ, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და საზოგადოებამ ამაზე დისკუსია უნდა დაიწყოს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომელთანაც დეტალების გარკვევას შევეცადეთ:

ირაკლი სესიაშვილი:

- ჯერჯერობით კანონ-პროექტი არ არსებობს, მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ საჭიროა ქვეყანაში ასეთი კანონის მიღება-მეთქი. გავეცანი რა საქართველოში არსებულ ვითარებას, მივიჩნევ, რომ ასეთი კანონის მიღება აუცილებელია. სხვათა შორის, მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი და სხვ), ასევე ჩვენს მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში. ამ კანონით სამართლებრივ ფარგლებში მოექცევა რელიგიური ორგანიზაციები. ყველას უნდა ჰქონდეს არსებობის სამართლებრივი საფუძველი, რეგისტრაციის ადგილი, გამჭირვალე ფინანსები და სხვ. შესაძლოა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაში შავი ფული ტრიალებდეს და ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს.

- გამოდის რომ გაკონტროლდება რელიგიური ორგანიზაციების ფინანსები?

- სიტყვა "კონტროლი", სრულიად ზედმეტია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს რეგულაციები, ისე, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციას, მაგალითად, ანგარიში ბანკში, გამჭირვალე დაფინანსება და სხვ. წარმოიდგინეთ, თუ რომელიმე რელიგიური ჯგუფს ფარულად აფინანსებს ტერორისტული ორგანიზაცია (სამწუხაროდ, ამგვარი პრობლემის თაობაზე ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ) ან სხვა სახის ექსტრემისტული ჯგუფები და "შავი" ფული შემოდის ქვეყანაში, ეს რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის...

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

- ქვეყანაში, სადაც ასეთი ჭრელი რელიგიური სურათია, არ არსებობს რელიგიის კანონი, რომელიც სრულყოფილად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს. აქედან გამომდინარე, ასეთი კანონის მიღება აუცილებელია. სამწუხაროდ, კანონ-პროექტის შინაარსს არ ვიცნობ და არც ის ჯგუფი ვიცი, ვინც ამ კანონზე მუშაობს, რადგან ამ საქმეზე მომუშავე ხალხს არავინ დაგვკავშირებია რაიმე სახის კონსულტაციისათვის, მაგრამ ირაკლი სესიაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სწორი მიმართულება აქვთ აღებული, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს რეგიონისთვის ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები, რომელთაც სჭირდებათ ყურადღება და ხელშეწყობა.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."