ზოგიერთ მათგანში მოსწავლეების რაოდენობა განახევრდა კიდეც. ზოგს კი იმდენად შეუმცირდა კონტიგენტი, რომ ახალი ჯგუფის გახსნასაც ვერ ახერხებს. გახშირდა კერძო სკოლებიდან მოსწავლეების საჯარო სკოლებში გადაყვანის ფაქტებიც, რასაც სკოლის დირექტორები მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით ხსნიან. bpn.ge ამ თემით დაინტერესდა და რამდენიმე კერძო სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.
"მარი ბროსეს" ფრანგულ სკოლაში მშობლები შვილების განათლებისთვის ყოველწლიურად 3000 ლარს იხდიან. ახალი სასწავლო წლიდან კი სწავლის საფასური 500 ლარით გაუძვირდებათ. სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მიზეზი ლარის გაუფასურებაა. თანხის გაძვირებამ მოსწავლეების შემცირება გამოიწვია.
"ახალი სასწავლო წლიდან ბავშვების შემცირებული კონტიგენტი გვეყოლება. უმრავლესობას ძალიან გაუჭირდა და თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ჩვენც იძულებული ვართ სწავლის საფასური გავზარდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. გაგვიძვირდება კვება, გათბობა, მასწავლებლები არსებულ ხელფასზე აღარ იმუშავებენ", - განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციაში.
იხილეთ ასევე: 2015 წლის 15 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა საქართველოში
კერძო თუ საჯარო სკოლა - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქართულ სასწავლებლებს