ქალბატონი ნანა ლეჟავა, რომელიც უკვე დიდი ხანია მძიმედ ავადმყოფობს, დახმარებას ითხოვს. სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა მისი მიმართვა, რომელშიც ის ტელეწამყვანებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვს. როგორც ქალბატონი ნანა წერს, მას ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში ესაჭიროება მკურნალობა, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, წერილიდან კი ირკვევა, რომ საავადმყოფო მას არ იღებს. ის ავადმყოფობის ამსახველ უმძიმეს ფოტოებსაც აქვეყნებს.
"ნუ დამძრახავთ ამ სურათებისთვის გევედრებით, ღამეები აღარ მძინავს არ მინდა თავი მოვიკლა და სული ეშმაკს მივცე. უკვე მრცხვენია ყველა იმ ტკივილის ჩვენება რასაც უძლებ წამლის, საფენების და გამაყუჩებლის გარეშე. ნუთუ ერთხელ არ წააწყდა ჯანდაცვის მინისტრი ამ ჩემს უბედურებას. იმის ნაცვლად, რომ გულის ოპერაციის შემდეგ შვება მეგრძნო, 8 თვეა ამ დღეში ვარ და დავღალე საზოგადოება. ერთ ღამესაც ვეღარ გავუძლებ ამ ყველაფერს და თავს მოვიკლავ. ამით მარტო ჩემი ნიკლოზი დაზარალდება, რომელიც მარტო სუნით გრძნობს დედას, მეტი მაინც არაფერი შეუძლია. რამდენი პარლამენტარია, რომელიც მიცნობს და ჩემი გადაცემები გაუვლიათ. ნუთუ ნამუსი სულ არ აწუხებთ, რომ დღემდე მადლის გაცემა ვერ ისწავლეს და დღედაღამე მარტო პარლამენტის სკამები და ფული ესიზმრებათ. აუცილებლად სენსაცია უნდა იყვეს, რომ ტელევიზიებმა გააშუქონ. გრიგოლია ინგა, გაიხსენე საკრებულოში როგორ მპირდებოდი თანადგომას. ეკა ხოფერია, ქალბატონო ნანა აუცილებლად გავაშუქებ თქვენს მდგომარეობასო, დღემდე გელოდებით...
ისევ ჩემს თბილ და ტკბილ თანამემამულეებს გევედრებით, რომ შემეძლოს დიდ ხანს სიარული, გამოვიდოდი და თვითოეული თქვენგანის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი შეგევედრებოდით მადლს. საჭმელი საერთოდ არ მაქვს, ნიკოლოზს რომ ვაჭამო. 10 თვეა პენსია შეწყვეტილი აქვს, ფორმა 100-ში 30 ლარი გადაიხადეთო, ფსიხოში 40 ლარიო, ნარკომანი რომ არ ხარ, 6 ლარიო. ეს თანხა რომ მქონდეს, ნიკას საოცნებო იოგურთს ვუყიდიდი და გემრიელ საჭმელს. და ჩვენი მთავრობა ზრუნავს ხალხზე?! ეხლაც საზოგადოებიდან შეწირული მადლით აკმაყოფილებენ სტიქიით დაზარალებულებს. ჩვენ ვის გავახსენდებით. თუ სიკვდილი მიწერია, დაე, მასე იყოს. ეს ცოდვა ყველა იმ ჩინოვნიკს გაყვეს საუკუნოდ, ვინც საამისოდ გვიმეტებს. არც ერთი საავადმყოფო არ მიღებს, ეგ მარტო ჩირქოვან ქირურგიას ეკუთვნისო. ეგ კიდევ ღუდუშაურშია მარტო, სადაც ჯერ კიდე წინა ოპერაციის 30% არ მაქვს გადახდილი. ზუსტად 25 დღის წინ ღვთისნიერ ადამიანს რომ არ გადაეხადა 411 ლარი, ფეხზე დიდი ჭრილობიდან არ ამომაჭრიდნენ მკვდარ ქსოვილებს. რეანიმაციაში ვიწექი 12 დღე. ვაი უბედურებავ, გამიჩნდა ნაწოლები, რომელიც უყურადღებოდ დატოვეს მეც ვერ ვგრძნობდი, ისეთი გათიშული ვიყავი, სულ ჰალუცინაციები მქონდა. მოვედი სახლში და აი ხედავთ, რომ ჩირქად ვიცლები და უძლური ვარ. ღმერთიც გაგახარებთ, ნუ გაგწირავთ. დიდი სიყვარულით ნანა და ნიკოლოზი. 555-565183 უფალს ებარებოდეთ."