პატრიარქისთვის ნაჩუქარი ოთხი უძველესი, ბიბლიური ხე თბილისში

პატრიარქისთვის ნაჩუქარი ოთხი უძველესი, ბიბლიური ხე თბილისში

თბილისში ალბათ, უამრავი ხანდაზმული ხეა, მაგრამ მათ შორის სულ 4-ია ზეთისხილის, რომელიც რამდენიმე საუკუნეს ითვლის. თუ სად არის ისინი დარგული და როგორ აღმოჩნდა ჩვენს დედაქალაქში, ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი გეტყვით, თუ რას წარმოადგენს თავად ეს კულტურა.

ზეთისხილი მარადმწვანე მცენარეა და 10-დან 20 მეტრამდე იზრდება. საერთოდ, ნელა იზრდება, ასეულობით წელი სჭირდება, რომ დიდი ზომის ხედ იქცეს. ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს. ზეთისხილი აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე ყვავის. მისი ნაყოფი თავიდან მწვანე ფერია, როცა მწიფდება, მოყავისფრო ან იისფერი ხდება. ნაყოფს 20 წლის შემდეგ იძლევა.

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი ხეა დედამიწაზე, ის განსაკუთრებით საბერძნეთშია მიღებული, რადგან ეს ქვეყანა მის სამშობლოდ არის მიჩნეული. ამის შესახებ ინფორმაციას არაერთი ბერძნული მითი იძლევა. ზეთისხილი მოჰყავთ ასევე იტალიაში, ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. ზეთისხილის ნაყოფი სასარგებლოა და მრავალმხრივი გამოყენება აქვს. მისი ნაყოფი უგემრიელესი საკვები პროდუქტია და სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. მისგან ძვირად ღირებულ, მაღალი ხარისხის ზეთს ხდიან, ამზადებენ კოსმეტიკურ საშუალებებს.

გარდა ბერძნული ისტორიებისა, ზეთისხილის ხე მოსხენიებულია ბიბლიაშიც. ქრისტიანები ზეთისხილის ხეს ღვთისგან დალოცვილ მცენარედ მიიჩნევენ და მასზე დიდი მოკრძალებით საუბრობენ. ბიბლიის მიხედვით, ზეთისხილის ხე მშვიდობის სიმბოლოა. როდესაც დიდი წარღვნა დასრულდა და ნოემ თავის კიდობნიდან დედამიწაზე მტრედი გაუშვა, მტრედმა ზეთისხილის ტოტი მოუტანა. ამით ნოე მიხვდა, რომ დედამიწაზე უკვე მცენარეები ყვაოდა და კიდობნიდან გამოსვლაც შეიძლებოდა.

გარდა ამისა, ზეთისხილის ხე ადრიდანვე მშვიდობის სიმბოლო იყო და გამარჯვების სიმბოლოდაც მიიჩნევენ. როდესაც ოლიმპიურ თამაშებში რომელიმე სპორტსმენი იმარჯვებს, თავზე ზეთისხილის გვირგვინს ადგამენ.

როგორც გითხარით, თბილისში, სულ რამდენიმე ზეთისხილის ხეა, ერთი რუსთაველზე, "ვარდების მოდენის" სიახლოვეს, დიდი ჭადრის ნაცვლად რომ დარგეს, სამების პარკში, და 2 ცალი საპატრიარქოს ეზოში. თითოეული უძველესია - 300-400 წელს ითვლის.

ეს ხეები უწმინდესს წლების წინ აჩუქეს, უცხოეთიდან არის ჩამოტანილი. ყველა კარგად ხარობს და შესაბამისად, ნაყოფსაც ისხამს. მაგალითად, სამების ბაღში ყოველ წელიწადს საკმაოდ კარგ მოსავალს იღებენ. გარდა ამისა, სამების ეზოში ბევრი შედარებით ნორჩი ზეთისხილის ხეა დარგული და ყველა ერთად, 300 კილოგრამამდე ნაყოფს ისხამს.

როგორც ვხედავთ, ამ კულტურის დანერგვა საქართველოშიც დაიწყო, რაც უწმინდესის დამსახურებაა და ეს ყველაფერი მისი ლოცვა-კურთხევით ხდება. მან პირველი ზეთისხილის ხე 70-იან წლებში, სიონის ეზოში დარგო... მოკლედ, იქიდან მოყოლებული დაიწყო ზეთისხილის ხეების გაშენება მთელ საქართველოში.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია