პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში ან კორპუსში გაზის სუნი დგას - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში ან კორპუსში გაზის სუნი დგას - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

გლ­დან­ში მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. გა­ზის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად სა­ცხვრე­ბე­ლი კორ­პუ­სი აფეთ­ქდა, რო­მელ­საც ხუთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­ზის სუნი გლ­და­ნის მე­ექ­ვსე მიკ­რო­რა­ი­ნონ­ში რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე იყო, ხალ­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და "ყა­ზტრანსგაზ­ში", თუმ­ცა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მათ­თან არა­ვინ მი­ვი­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თბი­ლის­ში საკ­მა­ოდ მომ­რავ­ლდა, გუ­შინ­დე­ლი ფაქ­ტის გარ­და, კი­დევ ერთი ბოლო აფეთ­ქე­ბა ახა­ლი წლის ღა­მეს მოხ­და, აფეთ­ქე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც გლ­დან­ში იყო და მა­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა სახ­ლში ან კორ­პუს­ში გა­ზის სუნი დგას და რო­გორ ავა­რი­დოთ თავი გა­ჟონ­ვას ან აფეთ­ქე­ბას, - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად ენერ­გო­კავ­ში­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, თენ­გიზ ზა­გა­ი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- როცა კორ­პუს­ში ან სახ­ლში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სუნი დგას, უნდა აც­ნო­ბონ სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურს. თუ ბი­ნა­ში დგას გა­ზის სუნი შე­მო­მა­ვა­ლი ონ­კა­ნი უნდა გა­და­კე­ტოს, ე.წ. მრი­ცხვე­ლამ­დე ონ­კა­ნი. გა­ზის მი­ლე­ბი კორ­პუ­სის გა­რეთ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ნი­ავ­დე­ბა, არ ხდე­ბა აი­რის დაგ­რო­ვე­ბა და ის არ აფეთ­ქდე­ბა, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ხან­ძა­რი ჩნდე­ბა. რო­გორც კი მო­სახ­ლე­ო­ბა აი­რის სუნს შე­ნიშ­ნავს, კომ­პა­ნია უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს. ყვე­ლა ბი­ნას თა­ვი­სი გამ­შვე­ბი ონ­კა­ნი აქვს და პირ­ველ რიგ­ში მას ვკე­ტავთ. გარე ქსე­ლებს ყო­ველ­თვი­უ­რად ვა­მოწ­მებთ, თუ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­შია აი­რის სუნი, გვი­რე­კა­ვენ და მაქ­სი­მუმ 10 წუთ­ში ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას.

გლ­დან­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლის­მა". რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გლ­და­ნის 6-ე მ/რ, 2-ე კორ­პუ­სი­დან კომ­პა­ნი­ის სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რის ნო­მერ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ აფეთ­ქე­ბამ­დე გა­სუ­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და მხო­ლოდ 2015 წლის 14 ივ­ლისს. მათი მტკი­ცე­ბით, სა­ა­ვა­რიო ბრი­გა­დამ შე­საძ­ლოდ მოკ­ლე ვა­და­ში ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ახ­დი­ნა შე­სულ ზარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა, გა­ვი­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე და მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში მი­ვი­და.

კომ­პა­ნია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს 2015 წლის 14 ივ­ლისს გლ­დან­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის და­ნად­გა­რე­ბი­სა და მი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის, აგ­რეთ­ვე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­დნენ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, სა­ა­ვა­რიო-სა­დის­პეტ­ჩე­რო სამ­სა­ხუ­რი (ტელ.: 114) – 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცხე­ლი ხაზი (ტელ.: 2-40-40-04) - ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით 09.00-დან 18.00 სა­ა­თამ­დე. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აბო­ნენ­ტებს უმოკ­ლეს ვა­და­ში, უსას­ყიდ­ლოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში ან კორპუსში გაზის სუნი დგას - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში ან კორპუსში გაზის სუნი დგას - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

გლდანში მომხდარმა აფეთქებამ მთელი საქართველო შეძრა. გაზის გაჟონვის შედეგად საცხვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეზობლების განცხადებით, გაზის სუნი გლდანის მეექვსე მიკრორაინონში რამდენიმე დღის მანძილზე იყო, ხალხი დახმარებას ითხოვდა "ყაზტრანსგაზში", თუმცა გამოძახებაზე მათთან არავინ მივიდა.

მსგავსი შემთხვევები თბილისში საკმაოდ მომრავლდა, გუშინდელი ფაქტის გარდა, კიდევ ერთი ბოლო აფეთქება ახალი წლის ღამეს მოხდა, აფეთქება ამ შემთხვევაშიც გლდანში იყო და მასაც მოჰყვა მსხვერპლი. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა სახლში ან კორპუსში გაზის სუნი დგას და როგორ ავარიდოთ თავი გაჟონვას ან აფეთქებას, - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ენერგოკავშირის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, თენგიზ ზაგაიძეს დავუკავშირდით.

- როცა კორპუსში ან სახლში ბუნებრივი აირის სუნი დგას, უნდა აცნობონ საავარიო სამსახურს. თუ ბინაში დგას გაზის სუნი შემომავალი ონკანი უნდა გადაკეტოს, ე.წ. მრიცხველამდე ონკანი. გაზის მილები კორპუსის გარეთ არის დამონტაჟებული, ნიავდება, არ ხდება აირის დაგროვება და ის არ აფეთქდება, უკიდურეს შემთხვევაში ხანძარი ჩნდება. როგორც კი მოსახლეობა აირის სუნს შენიშნავს, კომპანია უნდა გამოიძახოს. ყველა ბინას თავისი გამშვები ონკანი აქვს და პირველ რიგში მას ვკეტავთ. გარე ქსელებს ყოველთვიურად ვამოწმებთ, თუ საცხოვრებელ ბინაშია აირის სუნი, გვირეკავენ და მაქსიმუმ 10 წუთში ვახდენთ რეაგირებას.

გლდანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისმა". როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გლდანის 6-ე მ/რ, 2-ე კორპუსიდან კომპანიის საავარიო სამსახურის ნომერზე გამოძახება ბუნებრივი გაზის გაჟონვის შესახებ აფეთქებამდე გასული 30 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გამოძახება დაფიქსირდა მხოლოდ 2015 წლის 14 ივლისს. მათი მტკიცებით, საავარიო ბრიგადამ შესაძლოდ მოკლე ვადაში ოპერატიულად მოახდინა შესულ ზარზე რეაგირება, გავიდა გამოძახებაზე და მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილზე აფეთქების მომენტში მივიდა.

კომპანია მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 14 ივლისს გლდანში მომხდარი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას გაზის დანადგარებისა და მილების დაზიანების, აგრეთვე ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს, საავარიო-სადისპეტჩერო სამსახური (ტელ.: 114) – 24 საათის განმავლობაში, ცხელი ხაზი (ტელ.: 2-40-40-04) - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 18.00 საათამდე. კომპანიის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია