ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა

ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 227.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (41.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.8 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.7 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6.7 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.3 მლნ აშშ დოლარი (32.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.1 მლნ აშშ დოლარისა (25.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია