პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით" - Ambebi.ge-ს ექსკლუზივი საოკუპაციო ზონიდან
"უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით" - Ambebi.ge-ს ექსკლუზივი საოკუპაციო ზონიდან

10 ივ­ლისს, სა­ღა­მოს 17 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე ხურ­ვა­ლე­თის და წი­თე­ლუბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოკუ­პან­ტებ­მა ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რი და­ა­მაგ­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა კი გა­აფრ­თხი­ლეს, მო­სა­ვა­ლი სას­წრა­ფოდ აე­ღოთ, რად­გან მო­მა­ვალ წელს კუთ­ვნილ მი­წა­ზე და­თეს­ვას ვე­ღარ შეძ­ლებ­დნენ. "ამ­ბე­ბი.გე" ხურ­ვა­ლეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო. ქარ­თუ­ლი სა­გუ­შა­გო ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­თან დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­კეთ­და. სო­ფელ­ში შეს­ვლა შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლის გავ­ლის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბამ ზუს­ტად არ იცის, ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რის დად­გმის შემ­დეგ, ტე­რი­ტო­რი­ის რო­მე­ლი ნა­წი­ლი მი­ით­ვი­სეს ოკუ­პან­ტებ­მა. ისი­ნი მთელ დღე­ებს ნაკ­ვეთ­ში ატა­რე­ბენ, უნ­დათ მო­სავ­ლის აღე­ბა დრო­უ­ლად მო­ას­წრონ, სა­ქო­ნელს კი აკ­რძა­ლულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აბა­ლა­ხე­ბენ.

ვა­ლო­დია მა­ხა­რა­ძე:

- დად­გეს ეს ე.წ. ბა­ნე­რი და რა ტე­რი­ტო­რია და­ი­ჭი­რეს არ ვი­ცით. სა­ვა­რა­უ­დოდ, 400 ჰექ­ტა­რი მი­წის მით­ვი­სე­ბა უნ­დათ. კა­ცე­ბი ჯგუ­ფუ­რად გა­მოვ­დი­ვართ სა­მუ­შა­ოდ, ყო­ველ წუთ­ში გვაქვს ში­შის მო­მენ­ტი, თუნ­დაც 20 კაცი მო­ვი­დეთ, რა აზრი აქვს? გად­მოვ­ლენ ისი­ნი ია­რა­ღით და რა­საც უნ­დათ, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. პო­ლი­ცია დღე­ში ორ­ჯერ მო­დის და ამოწ­მებს მდგო­მა­რე­ო­ბას, ძი­რი­თა­დად მილ­სა­დენს იცა­ვენ და სოფ­ლის გა­რეთ არის სა­გუ­შა­გო გა­კე­თე­ბუ­ლი.

- ვინ და­ა­მონ­ტა­ჟა ბა­ნე­რი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

- აქ პა­რას­კევს სა­ღა­მოს, როცა და­არ­ჭეს ბა­ნე­რი, მე­ნა­ხი­რე­ებს სა­ქო­ნე­ლი ჰყავ­დათ გა­მოყ­ვა­ნი­ლი და გა­აფრ­თხი­ლეს, გლე­ხებს გა­და­ე­ცით, გა­ზა­ფხულ­ზე მო­სა­ვალს აღარ და­გა­თე­სი­ნებ­თო. რუ­სე­ბიც იყ­ვნენ და ოსე­ბიც, რო­გორც მწყემ­სებ­მა გვი­თხრეს. ქერი, ლო­ბიო, ხორ­ბა­ლი გვაქვს და­თე­სი­ლი, ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი რამ­დე­ნი­მე გლეხს გვე­კუთ­ვნის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ავი­ღეთ უკვე მო­სა­ვა­ლი. ჩვე­ნი მე­სა­ზღვრე არ დგას, ჩვე­ნი დამ­ცვე­ლი არა­ვინ არის, არც დღე და არც ღამე. თქვენ რომ წახ­ვალთ, ესე­ნიც წავ­ლენ და კაც­მა არ იცის რა მოხ­დე­ბა. როცა გა­მო­ივ­ლი­ან და ნა­ხა­ვენ, რომ ბა­ნე­რი აღარ არის, ჩაგ­ვი­საფ­რდე­ბი­ან, დაგ­ვი­ჭე­რენ, წაგ­ვიყ­ვა­ნენ ოსეთ­ში და გა­მო­სას­ყიდს მოგვ­თხო­ვენ. თა­ვის სა­ზღვარ­ზე გა­და­ყავთ ბი­ჭე­ბი, ბა­ნე­რებ­თან უღე­ბენ სუ­რა­თებს და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის გამო აკა­ვე­ბენ, შემ­დეგ გა­მო­სას­ყიდს აკის­რე­ბენ, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი იხ­დი­ან და ერგნე­თი­დან აქამ­დე მო­ყავს მთავ­რო­ბას.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის, მალ­ხაზ ცე­ცხლა­ძის მი­წის ნაკ­ვე­თი ე.წ. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მოხ­ვდა.

- ჩემი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ზღვრის იქეთ არ მოხ­ვდა, თუმ­ცა რა ვიცი, ხვალ შე­იძ­ლე­ბა იქაც დად­გან სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რი. ახლა სა­დაც ვდგა­ვართ, ეს ტე­რი­ტო­რია წე­სით მათ ეკუთ­ვნით, მაგ­რამ სა­ქო­ნე­ლი სად წა­ვიყ­ვა­ნო სა­ბა­ლა­ხოდ? აქამ­დე აქ ვმწყემ­სავ­დი სა­ქო­ნელს, ვიცი ვარ­ღვევ სა­ზღვრებს, მაგ­რამ რა ვქნათ? არა­ვინ ჩვე­ნი პატ­რო­ნი არ არის. ძვე­ლი ბა­ნე­რი აქე­დან კი­ლო­მეტრნა­ხე­ვარ­ში იყო, ახლა რა მარ­შრუ­ტით მი­ით­ვი­სე­ბენ ტე­რი­ტო­რი­ას, არ ვი­ცით.

წი­თე­ლუბ­ნის მკვიდ­რი ჯერ­მე­ნა 2008 წელს ოსე­თი­დან იძუ­ლე­ბით დევ­ნი­ლია. ფიქ­რობს, რომ მალე ისევ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა.

- 2008 წლის ომის დროს წა­მო­ვე­დი ოჯახ­თან ერ­თად გორ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩვე­ნი სო­ფე­ლი ოკუ­პან­ტებ­მა აი­ღეს, მე გა­მი­ტა­ცეს, ტყვედ ჩავ­ვარ­დი, ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­ბეზ­რდათ ჩემი ყუ­რე­ბა ოსებს და მი­თხრეს, გა­გიშ­ვებთ და რუ­სულ არხს ინ­ტერ­ვიუ მი­ე­ციო. კარ­გად და­მათ­ვრეს, ტანკზე დამ­სვეს და სამი სა­ა­თი "მა­კა­ტა­ვებ­დნენ" ცხინ­ვალ­ში. შემ­დეგ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. გული მიგ­რძნობს, აქაც შე­მოვ­ლენ, მთავ­რო­ბას მივ­მარ­თავ - და­ცა­ლეთ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, უკვე შე­ვარ­ჩი­ეთ ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შევ­სახ­ლდე­ბით, როცა აქე­და­ნაც დევ­ნი­ლე­ბი გავ­ხდე­ბით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით" - Ambebi.ge-ს ექსკლუზივი საოკუპაციო ზონიდან

"უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით" - Ambebi.ge-ს ექსკლუზივი საოკუპაციო ზონიდან

10 ივლისს, საღამოს 17 საათსა და 30 წუთზე ხურვალეთის და წითელუბნის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამაგრეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი გააფრთხილეს, მოსავალი სასწრაფოდ აეღოთ, რადგან მომავალ წელს კუთვნილ მიწაზე დათესვას ვეღარ შეძლებდნენ. "ამბები.გე" ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის პრობლემას ადგილზე გაეცნო. ქართული საგუშაგო ცენტრალურ მაგისტრალთან დევნილების დასახლებაში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. სოფელში შესვლა შესაბამისი კონტროლის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. მოსახლეობამ ზუსტად არ იცის, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დადგმის შემდეგ, ტერიტორიის რომელი ნაწილი მიითვისეს ოკუპანტებმა. ისინი მთელ დღეებს ნაკვეთში ატარებენ, უნდათ მოსავლის აღება დროულად მოასწრონ, საქონელს კი აკრძალულ ტერიტორიაზე აბალახებენ.

ვალოდია მახარაძე:

- დადგეს ეს ე.წ. ბანერი და რა ტერიტორია დაიჭირეს არ ვიცით. სავარაუდოდ, 400 ჰექტარი მიწის მითვისება უნდათ. კაცები ჯგუფურად გამოვდივართ სამუშაოდ, ყოველ წუთში გვაქვს შიშის მომენტი, თუნდაც 20 კაცი მოვიდეთ, რა აზრი აქვს? გადმოვლენ ისინი იარაღით და რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. პოლიცია დღეში ორჯერ მოდის და ამოწმებს მდგომარეობას, ძირითადად მილსადენს იცავენ და სოფლის გარეთ არის საგუშაგო გაკეთებული.

- ვინ დაამონტაჟა ბანერი ამ ტერიტორიაზე?

- აქ პარასკევს საღამოს, როცა დაარჭეს ბანერი, მენახირეებს საქონელი ჰყავდათ გამოყვანილი და გააფრთხილეს, გლეხებს გადაეცით, გაზაფხულზე მოსავალს აღარ დაგათესინებთო. რუსებიც იყვნენ და ოსებიც, როგორც მწყემსებმა გვითხრეს. ქერი, ლობიო, ხორბალი გვაქვს დათესილი, ერთი მიწის ნაკვეთი რამდენიმე გლეხს გვეკუთვნის, ფაქტობრივად, ავიღეთ უკვე მოსავალი. ჩვენი მესაზღვრე არ დგას, ჩვენი დამცველი არავინ არის, არც დღე და არც ღამე. თქვენ რომ წახვალთ, ესენიც წავლენ და კაცმა არ იცის რა მოხდება. როცა გამოივლიან და ნახავენ, რომ ბანერი აღარ არის, ჩაგვისაფრდებიან, დაგვიჭერენ, წაგვიყვანენ ოსეთში და გამოსასყიდს მოგვთხოვენ. თავის საზღვარზე გადაყავთ ბიჭები, ბანერებთან უღებენ სურათებს და საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ, შემდეგ გამოსასყიდს აკისრებენ, რომელსაც ოჯახის წევრები იხდიან და ერგნეთიდან აქამდე მოყავს მთავრობას.

ადგილობრივი მცხოვრების, მალხაზ ცეცხლაძის მიწის ნაკვეთი ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოხვდა.

- ჩემი მიწის ნაკვეთი საზღვრის იქეთ არ მოხვდა, თუმცა რა ვიცი, ხვალ შეიძლება იქაც დადგან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი. ახლა სადაც ვდგავართ, ეს ტერიტორია წესით მათ ეკუთვნით, მაგრამ საქონელი სად წავიყვანო საბალახოდ? აქამდე აქ ვმწყემსავდი საქონელს, ვიცი ვარღვევ საზღვრებს, მაგრამ რა ვქნათ? არავინ ჩვენი პატრონი არ არის. ძველი ბანერი აქედან კილომეტრნახევარში იყო, ახლა რა მარშრუტით მიითვისებენ ტერიტორიას, არ ვიცით.

წითელუბნის მკვიდრი ჯერმენა 2008 წელს ოსეთიდან იძულებით დევნილია. ფიქრობს, რომ მალე ისევ დევნილის სტატუსი ექნება.

- 2008 წლის ომის დროს წამოვედი ოჯახთან ერთად გორში საცხოვრებლად. ჩვენი სოფელი ოკუპანტებმა აიღეს, მე გამიტაცეს, ტყვედ ჩავვარდი, ცხინვალის იზოლატორში ვიყავი დაკავებული. მობეზრდათ ჩემი ყურება ოსებს და მითხრეს, გაგიშვებთ და რუსულ არხს ინტერვიუ მიეციო. კარგად დამათვრეს, ტანკზე დამსვეს და სამი საათი "მაკატავებდნენ" ცხინვალში. შემდეგ გამათავისუფლეს. გული მიგრძნობს, აქაც შემოვლენ, მთავრობას მივმართავ - დაცალეთ საბავშვო ბაღები, უკვე შევარჩიეთ ადგილები, სადაც შევსახლდებით, როცა აქედანაც დევნილები გავხდებით.

თამარ ბოჭორიშვილი

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?