პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა"
"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა"

ნინო ქა­და­გი­ძის ჩვე­ნე­ბა იყო არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და მან ან ვერ გა­იხ­სე­ნა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ან იც­რუა, - ამის შე­სა­ხებ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ კობა ხარ­ში­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მან გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის ჩვე­ნე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნინო ქა­და­გი­ძე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ემო­ცი­ურ მხა­რე­ზე აპე­ლი­რებ­და და არა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე.

"ქა­და­გი­ძის ჩვე­ნე­ბა იყო არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, მან ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ან ვერ გა­იხ­სე­ნა ან იც­რუა. რო­დე­საც ის ამ­ბობს, რომ ურე­კავ­და ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ძა­ძა­მი­ას, ჩვენ ამო­ვი­ღეთ ამო­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც მისი ნა­რე­კი არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე ქა­და­გი­ძე ამ­ბობს, რომ არ ეს­წრე­ბო­და ექ­სპე­რი­მენტს, ამის სა­პა­სუ­ხოდ ჩვენ მას ვაჩ­ვე­ნეთ ოქმი, რო­მელ­ზეც მისი ხელ­მო­წე­რაა და ასე­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს შე­ნიშ­ვნე­ბი. ეს ოქმი კი ადას­ტუ­რებს, რომ ექ­სპე­რი­მენტს იგი ეს­წრე­ბო­და. ასეთ არა­ერთ უზუს­ტო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ნინო ქა­და­გი­ძე აპე­ლი­რებ­და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ემო­ცი­ურ მხა­რე­ზე და არა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

ნინო ქა­და­გი­ძემ გუ­შინ სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა"

"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა"

ნინო ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი და მან ან ვერ გაიხსენა ფაქტობრივი გარემოებები, ან იცრუა, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მან გარდაცვლილი პრემიერის მეუღლის ჩვენება შეაფასა და აღნიშნა, რომ ნინო ქადაგიძე ნაფიცი მსაჯულების ემოციურ მხარეზე აპელირებდა და არა ფაქტობრივ გარემოებებზე.

"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა. როდესაც ის ამბობს, რომ ურეკავდა ამ საქმეზე ბრალდებულ ძაძამიას, ჩვენ ამოვიღეთ ამონაწერები, სადაც მისი ნარეკი არ არის დაფიქსირებული. ასევე ქადაგიძე ამბობს, რომ არ ესწრებოდა ექსპერიმენტს, ამის საპასუხოდ ჩვენ მას ვაჩვენეთ ოქმი, რომელზეც მისი ხელმოწერაა და ასევე გაკეთებული აქვს შენიშვნები. ეს ოქმი კი ადასტურებს, რომ ექსპერიმენტს იგი ესწრებოდა. ასეთ არაერთ უზუსტობას ჰქონდა ადგილი. ნინო ქადაგიძე აპელირებდა ნაფიცი მსაჯულების ემოციურ მხარეზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ნინო ქადაგიძემ გუშინ სასამართლოში ჩვენება მისცა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ