პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთის გუბერნატორმა ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელი, რომელიც მკვლელობისთვის არის გასამართლებული, სამსახურის უფროსად დანიშნა
კახეთის გუბერნატორმა ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელი, რომელიც მკვლელობისთვის არის გასამართლებული, სამსახურის უფროსად დანიშნა

კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვილ­მა მკვლე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი თე­მურ მეტ­რე­ვე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა. სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ კი ბექა ჟუ­რუ­ლი და­ი­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი ძმის, ვანო მო­სი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. თე­მურ მეტ­რე­ვე­ლი და ბექა ჟუ­რუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი არი­ან.

კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვილ­მა და მის­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ზუ­რაბ არ­სე­ნიშ­ვილ­მა, მეტ­რე­ვე­ლის და ჟუ­რუ­ლის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს. გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მეტ­რე­ვე­ლის და ჟუ­რუ­ლის და­ნიშ­ვნის ფაქ­ტი გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე გივი მეტ­რე­ველ­მა და­ა­დას­ტუ­რა:

- ბა­ტო­ნო გივი, გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჩვენ­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და იქ­ნებ თქვენ გან­მარ­ტოთ, რა ნიშ­ნით შე­არ­ჩი­ეთ თე­მურ მეტ­რე­ვე­ლი და ბექა ჟუ­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და მის მო­ად­გი­ლედ?

– ამ სამ­სა­ხურს აშ­კა­რად სჭირ­დე­ბო­და გაძ­ლი­ე­რე­ბა, რად­გან უფრო მე­ტად გო­გო­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ჩვენ ისე­თი თე­მე­ბი გვე­ხე­ბა, რომ კა­ცის საქ­მე უფრო მეტი გა­მოგ­ვიჩ­ნდა. მე­ო­რეც, ამ ბი­ჭე­ბის ნა­მუ­შე­ვარს სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­ფა­სებთ, სა­დაც მუ­შა­ობ­დნენ თა­ვის დრო­ზე და ნამ­დვი­ლად კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. ქვეყ­ნის­თვის, კა­ხე­თის­თვის და ქა­ლა­ქის­თვის ერ­თგუ­ლი ხალ­ხია და ამი­ტომ დიდი იმე­დი გვაქვს მათი კარ­გი მუ­შა­ო­ბის ჩვენს სამ­სა­ხურ­ში. [ჩა­ნა­წე­რის სტი­ლი და­ცუ­ლია]

- თე­მურ მეტ­რე­ვე­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის რომ არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი?

– ბა­ტო­ნი თე­მუ­რის ნა­სა­მარ­თლო­ბის სა­კი­თხი და­ხუ­რუ­ლია და თუ მა­გის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­ინ­ტე­რე­სებთ, ვინც ეს უკვე გა­მო­ი­ძია და მი­უ­სა­ჯა, იმას ჰკი­თხეთ. თე­მურ­მა მო­ი­ხა­და კუთ­ვნი­ლი სას­ჯე­ლი და ამი­ტომ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახეთის გუბერნატორმა ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელი, რომელიც მკვლელობისთვის არის გასამართლებული, სამსახურის უფროსად დანიშნა

კახეთის გუბერნატორმა ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელი, რომელიც მკვლელობისთვის არის გასამართლებული, სამსახურის უფროსად დანიშნა

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ მეტრეველი გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დანიშნა. სამსახურის უფროსის მოადგილედ კი ბექა ჟურული დაინიშნა, რომელსაც ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი ძმის, ვანო მოსიაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. თემურ მეტრეველი და ბექა ჟურული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლექსო თამაზაშვილის თანაკლასელები და მეგობრები არიან.

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ზურაბ არსენიშვილმა, მეტრეველის და ჟურულის დანიშვნასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთეს. გუბერნატორის ადმინისტრაციაში მეტრეველის და ჟურულის დანიშვნის ფაქტი გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა დაადასტურა:

- ბატონო გივი, გუბერნატორი ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს და იქნებ თქვენ განმარტოთ, რა ნიშნით შეარჩიეთ თემურ მეტრეველი და ბექა ჟურული სამსახურის უფროსად და მის მოადგილედ?

– ამ სამსახურს აშკარად სჭირდებოდა გაძლიერება, რადგან უფრო მეტად გოგოები მუშაობენ და ჩვენ ისეთი თემები გვეხება, რომ კაცის საქმე უფრო მეტი გამოგვიჩნდა. მეორეც, ამ ბიჭების ნამუშევარს სერიოზულად ვაფასებთ, სადაც მუშაობდნენ თავის დროზე და ნამდვილად კარგი თანამშრომლები იყვნენ. ქვეყნისთვის, კახეთისთვის და ქალაქისთვის ერთგული ხალხია და ამიტომ დიდი იმედი გვაქვს მათი კარგი მუშაობის ჩვენს სამსახურში. [ჩანაწერის სტილი დაცულია]

- თემურ მეტრეველი მკვლელობისთვის რომ არის გასამართლებული?

– ბატონი თემურის ნასამართლობის საკითხი დახურულია და თუ მაგის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაინტერესებთ, ვინც ეს უკვე გამოიძია და მიუსაჯა, იმას ჰკითხეთ. თემურმა მოიხადა კუთვნილი სასჯელი და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა