პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ რი­ზე­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის ინ­ცინ­დენ­ტი მოხ­და. შე­ლა­პა­რა­კე­ბა და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან მი­ვიდ­ნენ და ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­კვე­ვას ცდი­ლობ­დნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აც­ნო­ბეს, ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქის ახ­ლობ­ლებ­მა აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის კა­მე­რა და­ამ­ტვრი­ეს და ოპე­რა­ტო­რებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა თურ­ქეთ­ში ავ­თან­დილ მი­ქა­ცა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდარს დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა რი­ზე­ში და აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

"მსგავ­სი ფაქ­ტი აქ არ მომ­ხდა­რა. რი­ზე­ში ამ ამ­ბავ­მა დიდი რე­ზო­ნან­სი მი­ი­ღო. ჩვენ პი­რად კონ­ტროლ­ზე გვყავს ეს სა­კი­თხი აყ­ვა­ნი­ლი. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ჩვენ ყვე­ლა პრო­ცესს და­ვეს­წრე­ბით და მი­ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს", - აღ­ნიშ­ნა ავ­თან­დილ მი­ქა­ცა­ძემ.

ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გვი­ან ღა­მემ­დე ტრაბ­ზონ­ში და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­კი­თხეს ასე­ვე, ინ­ცინ­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. და­კი­თხვას გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლიც ეს­წრე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თურქეთში, ქალაქ რიზეში ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართველ ჟურნალისტებს შორის ინცინდენტი მოხდა. შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივებსა და ჟურნალისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი საავადმყოფოსთან მივიდნენ და ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობის გარკვევას ცდილობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქართველმა ჟურნალისტებმა აცნობეს, ავარიის შედეგად დაშავებული თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა აჭარის ტელევიზიის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთში ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, მომხდარს დიდი რეზონანსი მოყვა რიზეში და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"მსგავსი ფაქტი აქ არ მომხდარა. რიზეში ამ ამბავმა დიდი რეზონანსი მიიღო. ჩვენ პირად კონტროლზე გვყავს ეს საკითხი აყვანილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ყველა პროცესს დავესწრებით და მივადევნებთ თვალყურს", - აღნიშნა ავთანდილ მიქაცაძემ.

ქართველი ჟურნალისტები გვიან ღამემდე ტრაბზონში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დაკითხეს ასევე, ინცინდენტში მონაწილე ადგილობრივები. დაკითხვას გენერალური კონსულიც ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია