პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს უგუნურებას საზღვარი არ აქვს" - გივი ბერიკაშვილის მკაცრი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე
"ჩვენს უგუნურებას საზღვარი არ აქვს" - გივი ბერიკაშვილის მკაცრი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ვინც იმ ახალ­გაზ­რდო­ბას ძრა­ხავს, - ბი­ლე­თე­ბის რიგ­ში რა­ტომ დგა­ნა­ნო, ჩემს ხელს ვაჩ­ვე­ნებ, თუ რო­გორ მაქვს ჩა­მო­ხე­უ­ლი სტა­დი­ონ­ზე გა­დაძ­რო­მი­სას!"... ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და მკაცრ შე­ფა­სე­ბებს აკე­თებს...

- ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ სტი­ქი­ა­ზე გკი­თხავთ... თქვენ ვე­რა­ზე გა­ი­ზარ­დეთ და ალ­ბათ, სხვა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის მომსწრეც ხართ...

- "ბუ­ნე­ბა მბრძა­ნე­ბე­ლია" - კარ­გად წა­ვი­კი­თხოთ ვაჟა-ფშა­ვე­ლას ეს უკ­ვდა­ვი ლექ­სი. ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბას არ უნდა შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გო, ჩვენს უგუ­ნუ­რე­ბას კი სა­ზღვა­რი არ აქვს. მე ვე­რა­ზე ვარ გაზ­რდი­ლი და ვინ მოთ­ვლის, რამ­დენ სტი­ქი­ას მო­ვეს­წა­რი. ეს ხალ­ხი კი მდი­ნა­რის ნა­პი­რას აშე­ნებს სახ­ლს. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ღა­მით მო­ვარ­დეს ღვარ­ცო­ფი და წა­გი­ღოს მძი­ნა­რე. ეგ არის ჩვე­ნი უჭ­კუ­ო­ბა.

- ხალ­ხს რა­ტომ მის­ცეს ნე­ბარ­თვა სახ­ლე­ბი იქ აშე­ნე­ბუ­ლი­ყო?

- ვინ მის­ცა უფ­ლე­ბა, შვი­ლო? იმ­დენს იზა­მენ, ახლა მა­გა­საც ბი­ძი­ნას და­აბ­რა­ლე­ბენ. მანდ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, კაცო, ვე­რა­ზე! ჩემი ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს ზო­ო­პარ­კი და იქა­უ­რო­ბა ორ­ჯერ რომ წა­ი­ღო წყალ­მა და და­ახ­რჩო ცხო­ვე­ლე­ბი, ესე­ნი კი­დევ მი­დი­ან და სახ­ლებს მა­ინც იქ აშე­ნე­ბენ. მახ­სოვს, ზო­ო­პარ­კი­დან ერთხელ დათ­ვი გა­მო­იქ­ცა, ერთხე­ლაც - ლომი. ლომი რომ ვო­ლი­ე­რი­დან გა­მო­ვარ­და, პირ­და­პირ დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­ვარ­და... და­ი­ჭი­რეს და მოკ­ლეს. ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს და ნუ­რა­ვის და­ვაბ­რა­ლებთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ბრა­ლია, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. არ და­ად­გა საშ­ვე­ლი ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნას. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და და ახლა უნ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­აბ­რა­ლონ! ეგრე არ არის, გე­ნაც­ვა­ლე! ყვე­ლამ თა­ვის თავ­ში ჩა­ი­ხე­დოს და თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი და­ი­ნა­ხოს - დიდ­მა და პა­ტა­რამ, ჩემი თა­მა­დო­ბით! სტი­ქია რომ მოხ­და, უნდა მი­ე­ხე­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სო, სტი­ქი­ას ვინ რას უზამ­და?! სტი­ქია ეგ არის, ვე­ღარც მაშ­ვე­ლი და პატ­რუ­ლი გიშ­ვე­ლის და ვე­ღარც პატ­რო­ნი! ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი წერს, მდი­ნა­რე ვერე 45 კი­ლო­მეტ­რია, მტკვარს ერ­თვის და ერთი მო­ნაკ­ვე­თი ფრი­ად სა­ხი­ფა­თო არი­სო. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი წერს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე რა, ნუ ჩა­სახ­ლდე­ბი ზედ მდი­ნა­რე­ში! ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი და­უ­დევ­რო­ბი­სა და უტვი­ნო­ბის ბრა­ლია! და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ისე მი­ხე­დეს, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა. აი, ცოტა ადრე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებ­დნენ. ახლა ამ­დე­ნი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან. ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ჯიში ეგა ყო­ფი­ლა, რა, უნა­მუ­სო­ე­ბი ვართ და არ ვი­ცით მად­ლო­ბის თქმა!

- ქეყ­ნის სხვა პრობ­ლე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ: ახ­ლა­ხან სა­ზღვა­რი ისევ გად­მოს­წი­ეს. ამას არ გა­ნიც­დით?

- ქარ­თუ­ლი ან­და­ზაა: "დათ­ვი რომ მო­გე­რი­ოს, ბა­ბა­ია და­უ­ძა­ხეო". ვის ეჭი­და­ვე­ბი, კაცო, თეთრ დათვს? ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ შემ­რი­გებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა გა­ვა­ტა­როთ. მე­ზობ­ლუ­რად უნდა ესა­უბ­რო, - რო­გორ ხარ, ჩემო ბა­ტო­ნო, მობ­რძან­დი, შენი ჭი­რი­მე, მე­ზობ­ლე­ბი ვართ და ასე შემ­დეგ...

გაგ­რძე­ლე­ბა

"ჩვენს უგუნურებას საზღვარი არ აქვს" - გივი ბერიკაშვილის მკაცრი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ჩვენს უგუნურებას საზღვარი არ აქვს" - გივი ბერიკაშვილის მკაცრი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ვინც იმ ახალგაზრდობას ძრახავს, - ბილეთების რიგში რატომ დგანანო, ჩემს ხელს ვაჩვენებ, თუ როგორ მაქვს ჩამოხეული სტადიონზე გადაძრომისას!"... ცნობილი მსახიობი, გივი ბერიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მკაცრ შეფასებებს აკეთებს...

- ცოტა ხნის წინ თბილისში დატრიალებულ სტიქიაზე გკითხავთ... თქვენ ვერაზე გაიზარდეთ და ალბათ, სხვა ასეთი შემთხვევების მომსწრეც ხართ...

- "ბუნება მბრძანებელია" - კარგად წავიკითხოთ ვაჟა-ფშაველას ეს უკვდავი ლექსი. ადამიანი ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო, ჩვენს უგუნურებას კი საზღვარი არ აქვს. მე ვერაზე ვარ გაზრდილი და ვინ მოთვლის, რამდენ სტიქიას მოვესწარი. ეს ხალხი კი მდინარის ნაპირას აშენებს სახლს. ხომ შეიძლება, ღამით მოვარდეს ღვარცოფი და წაგიღოს მძინარე. ეგ არის ჩვენი უჭკუობა.

- ხალხს რატომ მისცეს ნებართვა სახლები იქ აშენებულიყო?

- ვინ მისცა უფლება, შვილო? იმდენს იზამენ, ახლა მაგასაც ბიძინას დააბრალებენ. მანდ დავიბადე და გავიზარდე, კაცო, ვერაზე! ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ზოოპარკი და იქაურობა ორჯერ რომ წაიღო წყალმა და დაახრჩო ცხოველები, ესენი კიდევ მიდიან და სახლებს მაინც იქ აშენებენ. მახსოვს, ზოოპარკიდან ერთხელ დათვი გამოიქცა, ერთხელაც - ლომი. ლომი რომ ვოლიერიდან გამოვარდა, პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევარდა... დაიჭირეს და მოკლეს. ყველაფერი მახსოვს და ნურავის დავაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი ბრალია, თავიდან ბოლომდე. არ დაადგა საშველი ზოოპარკის გადატანას. ასეთი უბედურება დატრიალდა და ახლა უნდათ, ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალონ! ეგრე არ არის, გენაცვალე! ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და თავისი დანაშაული დაინახოს - დიდმა და პატარამ, ჩემი თამადობით! სტიქია რომ მოხდა, უნდა მიეხედა ხელისუფლებასო, სტიქიას ვინ რას უზამდა?! სტიქია ეგ არის, ვეღარც მაშველი და პატრული გიშველის და ვეღარც პატრონი! ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მდინარე ვერე 45 კილომეტრია, მტკვარს ერთვის და ერთი მონაკვეთი ფრიად სახიფათო არისო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს და გაითვალისწინე რა, ნუ ჩასახლდები ზედ მდინარეში! ყველაფერი ჩვენი დაუდევრობისა და უტვინობის ბრალია! დაზარალებულებს ისე მიხედეს, მეტი რომ არ შეიძლება. აი, ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, ფეხებზე დაიკიდებდნენ. ახლა ამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები არიან. ჩვენი ქართული ჯიში ეგა ყოფილა, რა, უნამუსოები ვართ და არ ვიცით მადლობის თქმა!

- ქეყნის სხვა პრობლემებზეც ვისაუბროთ: ახლახან საზღვარი ისევ გადმოსწიეს. ამას არ განიცდით?

- ქართული ანდაზაა: "დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო". ვის ეჭიდავები, კაცო, თეთრ დათვს? ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შემრიგებლური პოლიტიკა გავატაროთ. მეზობლურად უნდა ესაუბრო, - როგორ ხარ, ჩემო ბატონო, მობრძანდი, შენი ჭირიმე, მეზობლები ვართ და ასე შემდეგ...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია