პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - თამარ ჩერგოლეიშვილმა პაატა ზაქარეიშვილის დიპლომი გამოაქვეყნა
"სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - თამარ ჩერგოლეიშვილმა პაატა ზაქარეიშვილის დიპლომი გამოაქვეყნა

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი დიპ­ლომს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ფო­ტო­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, მი­ნის­ტრმა 1979 წელს ლე­ნი­ნის სა­ხე­ლო­ბის კა­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­მეც­ნი­ე­რო კო­მუ­ნიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზე.

"პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა

ლე­ნი­ნის სა­ხე­ლო­ბის კა­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი - სა­მეც­ნი­ე­რო კო­მუ­ნიზ­მის ფა­კულ­ტე­ტი" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­ა­ტა­რა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა 1993 წელს თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა . 1992-1995 წლებ­ში იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ეროვ­ნე­ბა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის რე­ლი­გი­ურ უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი. 1992-1997 წლებ­ში ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფლიქ­ტში სამ­ხედ­რო ტყვე­თა, უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გულ­თა და კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის კო­მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 1995 წელს ას­რუ­ლებ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს მრჩევ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას დევ­ნილ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­კი­თხებ­ზე. 1995-1997 წლებ­ში იყო "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

2002-2006 წლებ­ში ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გახ­და. 2009-2012 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის კვლე­ვის ინ­სტი­ტუტს (ISNC).

ჰყავს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - თამარ ჩერგოლეიშვილმა პაატა ზაქარეიშვილის დიპლომი გამოაქვეყნა

"სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - თამარ ჩერგოლეიშვილმა პაატა ზაქარეიშვილის დიპლომი გამოაქვეყნა

თამარა ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილი დიპლომს აქვეყნებს.

როგორც ფოტოდან გახდა ცნობილი, მინისტრმა 1979 წელს ლენინის სახელობის კაზანის უნივერსიტეტში ჩააბარა, სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტზე.

"პაატა ზაქარეიშვილის განათლება

ლენინის სახელობის კაზანის უნივერსიტეტი - სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პაატარა ზაქარეიშვილმა 1993 წელს თბილისის სასულიერო აკადემია დაამთავრა . 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი.

2002-2006 წლებში ზაქარეიშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს