მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!
ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!

რო­გორც kvirispalitra.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნი­მე ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორს სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის მოკ­ვლე­ვა­ზე დას­კვნას წა­რად­გენს. რო­გორც kvirispalitra.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნი­მე ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორს სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა.

კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის კვლე­ვა გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო.

იან­ვარ­ში, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, ნავ­თო­ბის ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდ ინ­ტე­რესს და კი­თხვებს იწ­ვევ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი.

"შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის მოკ­ვლე­ვას. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ გა­ვა­კე­თე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

ჩემი და­ვა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სა­ა­გენ­ტო ამ დრომ­დე არ ასა­ჯა­რო­ებ­და კვლე­ვის შე­დე­გებს. რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ბა­რა­ბა­ძემ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, კვლე­ვის ფარ­გლებ­ში უნდა გან­სა­ზღვრუ­ლი­ყო შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­ქონ­ლო ბაზ­რის დრო­ით ჩარ­ჩო და დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი, ასე­ვე ბაზ­რის მო­ცუ­ლო­ბა, ბაზ­რის მოქ­მე­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტე­ბი, ბაზ­რის სტრუქ­ტუ­რა, ფა­სე­ბის დონე და დი­ნა­მი­კა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!

ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!

როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ნავთობიმპორტიორს სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

უახლოეს დღეებში კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევაზე დასკვნას წარადგენს. როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ნავთობიმპორტიორს სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

იანვარში, მთავრობის სხდომაზე, ნავთობის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდ ინტერესს და კითხვებს იწვევდა საქართველოში საწვავზე არსებული ფასები.

„შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აწარმოებს ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევას. დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება მთავრობის სხდომაზე.

ჩემი დავალების საფუძველზე ისინი მუშაობენ", - აღნიშნა პრემიერმა.

სააგენტო ამ დრომდე არ ასაჯაროებდა კვლევის შედეგებს. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, კვლევის ფარგლებში უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისი სასაქონლო ბაზრის დროით ჩარჩო და დაკვირვების პერიოდი, ასევე ბაზრის მოცულობა, ბაზრის მოქმედი ეკონომიკური აგენტები, ბაზრის სტრუქტურა, ფასების დონე და დინამიკა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ