პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ზაქარეიშვილი - ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება ომი მოიგო
პაატა ზაქარეიშვილი - ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება ომი მოიგო

ნუ გა­ვუ­თა­მამ­დე­ბით რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას და ნუ გვგო­ნია, რომ ბა­ნე­რის მო­ცი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, ომი მო­ი­გო, - ამის შე­სა­ხებ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ქრო­ნი­კის" პირ­და­პირ ეთერ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დღეს, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, რუ­სე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯით ცდი­ლობს, ოლიმ­პი­ა­დის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბოს და ამა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ა­მი­ტი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხა­მენ წყალს. ამას­თან, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ემო­ცი­ურ გა­მოს­ვლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დღეს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­საც გუ­ლის­ხმობს.

"ჩვენ სამი ომი გა­და­ვი­ტა­ნეთ. ნუ გა­ვუ­თა­მამ­დე­ბით რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას და ნუ გვგო­ნია, რომ ბა­ნე­რის მო­ცი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, ომი მო­ი­გო. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, არ იცი­ან ომი რა არის. არც სა­ა­კაშ­ვილ­მა იცო­და ომი და მი­ი­ღო 2008 წელი, ამი­ტომ ძა­ლი­ან სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს შე­და­რე­ბით მშვი­დად ჩა­ი­ა­რა ამ მოვ­ლე­ნებ­მა, მაგ­რამ მე მა­ინც მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, იმი­ტომ, რომ ესე­ნი მი­დი­ან და ბრუნ­დე­ბი­ან და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი რჩე­ბი­ან იქ. მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ ჩვენ გავ­თვლით კარ­გად, მოქ­მე­დე­ბებ­მა რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს, მა­შინ სჯობს, რუ­სე­თის წის­ქვილს წყა­ლი არ და­ვას­ხათ. რუ­სეთს სჭრი­დე­ბა სწო­რედ ასე­თი რე­აქ­ცია და იმის ჩვე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს­თვის, რო­გორ ხდე­ბა კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე არ წა­მო­გე­ბუ­ლა. "ჩვენ მსოფ­ლი­ოს უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის მდგრა­დი, ას­რუ­ლებს თა­ვის ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­გორც ოლიმ­პი­ა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე ნავ­თობ­სა­დე­ნის დაც­ვით, რა­შიც რუ­სეთს უნდა ეჭვი შე­ი­ტა­ნოს. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთს ბა­ნე­რე­ბის და მავ­თულხლარ­თე­ბის აქეთ-იქით გა­და­ტა­ნის გარ­და, არა­ფე­რი დარ­ჩე­ნია. ჩვენ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ადა­მი­ა­ნი არ დაგვღუპ­ვია; ერთი ადა­მი­ა­ნი დევ­ნი­ლად არ გვყო­ლია; ერთი სო­ფე­ლი და ქა­ლა­ქი არ დაგ­ვი­კარ­გავს. როცა ვლა­პა­რა­კობთ, რომ მთავ­რო­ბამ იცის, რას ვა­კე­თებთ, სწო­რედ იმი­ტომ, რომ მკა­ფი­ოდ ვხე­დავთ რუ­სე­თის ლო­გი­კას. რუ­სე­თი ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა­ფერს იმას, რაც თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­უ­ტო­ვა "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით. იქ არის ჩა­ნა­წე­რი არა ის, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია არის ჰი­პო­თე­ტუ­რად სამ­ხრეთ ოსე­თი ან სა­მა­ჩაბ­ლო, არა­მედ პირ­და­პირ წე­რია, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია არის ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის ტე­რი­ტო­რია, გა­უქ­მე­ბუ­ლი. ანუ იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თქვენ, რუ­სე­ბო, გა­ნი­ჭებთ უფ­ლე­ბას იყოთ ოკუ­პან­ტე­ბი საკ­მა­ოდ ფარ­თო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­მო­უ­სა­ზღვრეს პირ­და­პირ. რუ­სე­თი რა­საც ახორ­ცი­ე­ლებს, სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და როცა რუ­სე­თი ჩვენ­სკენ თითს იშ­ვერს, ისე­ვე, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­შინ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ, სა­ი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მო­დის 2008 წლი­დან", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პე­რე­ვი­დან რუ­სე­თი იმი­ტომ გა­ვი­და, რომ იგი სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფი­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ად არ ით­ვლე­ბო­და. "სა­ქარ­თვე­ლომ წი­ნას­წარ­ვე და­უთ­მო რუ­სეთს სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფი­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, მა­შინ, როცა სა­ო­კუ­პა­ციო და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი იუ­რის­დიქ­ცია ვრცელ­დე­ბო­და სულ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე და და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებ­და. ამი­ტომ ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­სკენ თი­თე­ბის გა­მოშ­ვე­რა, როცა მათ ცოდ­ვებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პაატა ზაქარეიშვილი - ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება ომი მოიგო

პაატა ზაქარეიშვილი - ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება ომი მოიგო

ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტების მიერ დღეს, საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯით ცდილობს, ოლიმპიადის წინ საქართველოში ვითარება დაძაბოს და ამაში გამოიყენოს საზოგადოების მიამიტი წარმომადგენლები, რომლებიც სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ამასთან, ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ ემოციურ გამოსვლებში ჟურნალისტების მიერ დღეს გამართულ აქციასაც გულისხმობს.

"ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო. ახალგაზრდები არიან, არ იციან ომი რა არის. არც სააკაშვილმა იცოდა ომი და მიიღო 2008 წელი, ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. მადლობა ღმერთს, დღეს შედარებით მშვიდად ჩაიარა ამ მოვლენებმა, მაგრამ მე მაინც მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ, იმიტომ, რომ ესენი მიდიან და ბრუნდებიან და ადგილობრივები რჩებიან იქ. მშვიდობიანი აქციები მისასალმებელია, საჭირო და აუცილებელია, მაგრამ თუ ჩვენ გავთვლით კარგად, მოქმედებებმა რა შეიძლება მოიტანოს, მაშინ სჯობს, რუსეთის წისქვილს წყალი არ დავასხათ. რუსეთს სჭრიდება სწორედ ასეთი რეაქცია და იმის ჩვენება მსოფლიოსთვის, როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა რუსულ პროვოკაციაზე არ წამოგებულა. "ჩვენ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მდგრადი, ასრულებს თავის ყველა ვალდებულებას, როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ისე ნავთობსადენის დაცვით, რაშიც რუსეთს უნდა ეჭვი შეიტანოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთს ბანერების და მავთულხლართების აქეთ-იქით გადატანის გარდა, არაფერი დარჩენია. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ერთი ადამიანი არ დაგვღუპვია; ერთი ადამიანი დევნილად არ გვყოლია; ერთი სოფელი და ქალაქი არ დაგვიკარგავს. როცა ვლაპარაკობთ, რომ მთავრობამ იცის, რას ვაკეთებთ, სწორედ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვხედავთ რუსეთის ლოგიკას. რუსეთი ახორციელებს ყველაფერს იმას, რაც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუტოვა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით. იქ არის ჩანაწერი არა ის, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ჰიპოთეტურად სამხრეთ ოსეთი ან სამაჩაბლო, არამედ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, გაუქმებული. ანუ იყო შეტყობინება, რომ თქვენ, რუსებო, განიჭებთ უფლებას იყოთ ოკუპანტები საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, შემოუსაზღვრეს პირდაპირ. რუსეთი რასაც ახორციელებს, სწორედ ამ ტერიტორიაზე ხორციელდება და როცა რუსეთი ჩვენსკენ თითს იშვერს, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი, მაშინ უნდა შევახსენოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი კი მოდის 2008 წლიდან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, პერევიდან რუსეთი იმიტომ გავიდა, რომ იგი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიად არ ითვლებოდა. "საქართველომ წინასწარვე დაუთმო რუსეთს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელი ტერიტორია, მაშინ, როცა საოკუპაციო და სეპარატისტული იურისდიქცია ვრცელდებოდა სულ რამდენიმე ქალაქზე და დანარჩენ ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ჩვენსკენ თითების გამოშვერა, როცა მათ ცოდვებზე ვლაპარაკობთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."