პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" - "ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა
ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" - "ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა

"ლი­ბერ­თინ­სის" ბიბ­ლი­ო­თე­კას კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი ბესტსე­ლე­რი შე­ე­მა­ტა. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" "ლი­ბერ­თინ­სის" ახა­ლი წიგ­ნის, ელის სი­ბოლ­დის "საყ­ვა­რე­ლი ძვლე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მო­ზარდ მკი­თხველს წიგ­ნი მათ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა, "ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რებ­მა და ქარ­თულ ენა­ზე მთარ­გმნელ­მა ლე­ვან ინა­სა­რი­ძემ წა­რუდ­გი­ნეს.

პრო­ექ­ტის წევ­რე­ბის თქმით, ელის სი­ბოლ­დის "საყ­ვა­რე­ლი ძვლე­ბი" საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კის წიგ­ნია, რად­გა­ნაც ავ­ტო­რის მიერ წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბი არა მარ­ტო წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე, არა­მედ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

ლე­ვან ინა­სა­რი­ძე, მთარ­გმნე­ლი:

- 14 წლის სი­უ­ზი სელ­მო­ნი მოკ­ლეს. ის უკვე ზე­ცა­შია. დაჰ­ყუ­რებს ამ ახა­ლი და უც­ნა­უ­რი ად­გი­ლი­დან დე­და­მი­წას და ხე­დავს ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც მის გა­რე­შე გრძელ­დე­ბა; ოჯახს, რო­მე­ლიც მისი პოვ­ნის იმედს არ კარ­გავს; და მკვლელს, რო­მე­ლიც კვა­ლის და­ფარ­ვას ცდი­ლობს. მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტია. გარ­და ამი­სა, ეს წიგ­ნი მო­მა­ვალ­მა მა­მა­კა­ცებ­მა უნდა წა­ი­კი­თხონ იმის­თვის, რომ იცოდ­ნენ, თუ რო­გო­რი მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს, მათ უნდა გა­ა­კე­თონ შე­და­რე­ბა სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის.

"საყ­ვა­რე­ლი ძვლე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე "პა­ლიტ­რა L"-მა პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" ფარ­გლებ­ში წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს მრა­ვა­ლი სურპრი­ზი შეს­თა­ვა­ზა. კერ­ძოდ, მო­ზარ­დებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ თა­ვად მი­ე­მარ­თათ ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის­თვის და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ეწ­ვი­ათ. "ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლე­ბის ვი­დე­ო­მი­მარ­თვით გა­კეთ­დე­ბა კლი­პი, რო­მე­ლიც ელის სი­ბოლდს გა­ეგ­ზავ­ნე­ბა.

ამას­თან, პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დღეს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი გა­თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გა­მო­ავ­ლი­ნეს. კერ­ძოდ, თი­ნე­ი­ჯერ მკი­თხვე­ლებს რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ ჯე­იმზ დაშ­ნე­რის წიგ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სას­რუ­ლი. "ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რებ­მა და­ა­ჯილ­დო­ვეს ასე­ვე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მო­ზარ­დიც და მათ მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი გა­და­ე­ცათ.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­სულ მო­ზარ­დებს ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ბესტსე­ლე­რის შე­ძე­ნა ფას­დაკ­ლე­ბით, 12 ლა­რის ნაც­ვლად 8 ლა­რად შე­ეძ­ლოთ.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" - "ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა

ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" - "ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა

"ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა. "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" ახალი წიგნის, ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლების" პრეზენტაცია გაიმართა. მოზარდ მკითხველს წიგნი მათმა თანატოლებმა, "ლიბერთინსის" წევრებმა და ქართულ ენაზე მთარგმნელმა ლევან ინასარიძემ წარუდგინეს.

პროექტის წევრების თქმით, ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" საკმაოდ საინტერესო თემატიკის წიგნია, რადგანაც ავტორის მიერ წამოჭრილი პრობლემები არა მარტო წიგნის ფურცლებზე, არამედ ცხოვრებაშიც აქტუალურია.

ლევან ინასარიძე, მთარგმნელი:

- 14 წლის სიუზი სელმონი მოკლეს. ის უკვე ზეცაშია. დაჰყურებს ამ ახალი და უცნაური ადგილიდან დედამიწას და ხედავს ცხოვრებას, რომელიც მის გარეშე გრძელდება; ოჯახს, რომელიც მისი პოვნის იმედს არ კარგავს; და მკვლელს, რომელიც კვალის დაფარვას ცდილობს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო სიუჟეტია. გარდა ამისა, ეს წიგნი მომავალმა მამაკაცებმა უნდა წაიკითხონ იმისთვის, რომ იცოდნენ, თუ როგორი მოქცევა არ შეიძლება. რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, მათ უნდა გააკეთონ შედარება სიკეთესა და ბოროტებას შორის.

"საყვარელი ძვლების" პრეზენტაციაზე "პალიტრა L"-მა პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში წიგნის მოყვარულებს მრავალი სურპრიზი შესთავაზა. კერძოდ, მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად მიემართათ ამერიკელი მწერლისთვის და ის საქართველოში მოეწვიათ. "ლიბერთინსის" წევრების თქმით, ახალგაზრდა მკითხველების ვიდეომიმართვით გაკეთდება კლიპი, რომელიც ელის სიბოლდს გაეგზავნება.

ამასთან, პროექტ "ლიბერთინსის" წარმომადგენლებმა დღეს პროექტის ფარგლებში გამართული გათამაშების გამარჯვებულიც გამოავლინეს. კერძოდ, თინეიჯერ მკითხველებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა მოეფიქრებინათ ჯეიმზ დაშნერის წიგნის ალტერნატიული დასასრული. "ლიბერთინსის" წევრებმა დააჯილდოვეს ასევე კონკურსში მონაწილე ყველა მოზარდიც და მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.

"ბიბლუსი გალერეაში" პრეზენტაციაზე მისულ მოზარდებს ამერიკელი მწერლის ბესტსელერის შეძენა ფასდაკლებით, 12 ლარის ნაცვლად 8 ლარად შეეძლოთ.

ჯონი პატარკაციშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია