სერგეენკო - აფეთქების შედეგად დაშავებული ორი გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია

სერგეენკო - აფეთქების შედეგად დაშავებული ორი გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანია გადაყვანილი. სერგეენკოს ინფორმაციით, ორივე გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია.

"ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ მათგანს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ დამწვრობის ცენტრში. ორივე რეალურად კრიტიკული მდგომარეობაა, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთი დაზარალებული გადაყვანილია სხვა კლინიკაში. გარდა ამისა, ორი არის ორსული ქალბატონი, რომელთაც დაზიანება არ ჰქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეს, მკურნალ ექიმთან გაიარონ კონსულტაცია", - განაცხადა სერგეენკომ.

PHOTO| აფეთქება გლდანში: პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

მეტი ინფორმაცია:

ყველა დეტალები თეგზე #აფეთქება გლდანში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია