"სისხლი გამეყინა", "არ მჯერა, შოკში ვარ, ცოტა დამჩქმიტეთ, იქნებ გონზე მოვიდე"- "Xფაქტორის" 3 ლიდერი ფინალში გადასვლის შემდეგ

"სისხლი გამეყინა", "არ მჯერა, შოკში ვარ, ცოტა დამჩქმიტეთ, იქნებ გონზე მოვიდე"- "Xფაქტორის" 3 ლიდერი ფინალში გადასვლის შემდეგ

გიორგი ნაკაშიძე, ნინი ბრეგვაძე და მარიამ ჯანჯღავა "X-ფაქტორის" გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფინალში ნინი და გიორგი მოხვდნენ, მარიამ ჯანჯღავაზე არჩევანი მენტორებმა შეაჩერეს.

გიორგი ნაკაშიძე: ასე არასდროს მინერვიულია. საპასუხისმგებლო იყო "ჰერიო ბიჭებოს" შესრულება, თითქოს სისხლი გამეყინა. ყველას დიდი მადლობა. დღეს ჩემი დაბადების დღეა და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ნინი ძლიერი კონკურსანტია და ეს დამატებით სტიმულს მაძლევს ბრძოლისთვის.

ნინი ბრეგვაძე: მქონდა ფინალში მოხვედრის იმედი. სამმა კონკურსანტმა დატოვა დღეს პროექტი. გამიმართლა ჩემმა თავმა და დიდი მადლობა მხარდამჭერებს. მარიამ ჯანჯღავა არაჩვეულებრივი მომღერალია, მაგრამ მთავარი კონკურენტი არის გიორგი, რომელსაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. დიდი ბრძოლა გველის. ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი ქართული სიმღერის შესრულებისას, ეს ჩემთვის უჩვეულო სტილი იყო, მაგრამ გიორგი უშიკიშვილის დახმარებით თავს ვგრძნობდი, როგორც სახლში.

მარიამ ჯანჯღავა: არ მჯერა, შოკში ვარ. ცოტა დამჩქმიტეთ, იქნებ გონზე მოვიდე. ასეთი კონკურსანტების გვერდით ჩემი ფინალში გადასვლა მოულოდნელი იყო.

– აქამდე ანრი ჯოხაძის ფავორიტად სოფო ითვლებოდა, ელოდი, რომ ფინალში შენზე გააკეთებდა არჩევანს?

– ეს ინტრიგნული შეკითხვაა და ვერ გაგცემთ პასუხს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არ მჯერა ფინალში თუ მოვხვდი.

გიორგი ხაბურზანია (პროდუსერი): უმაგრესი შოუ იქნება ფინალში. ქართულ ხალხურ სიმღერებს იმღერებენ კონკურსანტები გიორგი უშიკიშვილთან ერთად. ფინალამდე მოვიცადეთ, თავიდანვე გადავწყვიტეთ ტოპ-ტიპებს ემღერათ ქართული სიმღერები მნიშვნელოვან მომენტში. ასევე თავისუფალი სიმღერა, და კიდევ ერთი სიმღერა იქნება ის, რითაც განსაკუთრებით დაამახსოვრეს თავი მაყურებელს. მარიამ ჯანჯღავას არ ველოდი ფინალში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო.

მარინა ბერიძე: ძალიან ობიექტური გადაწყვეტილებაა, ხალხი არის ბრძენი და ყოველთვის ვრწმუნდები ამაში "რუსთავი 2"-ს პროექტებისას. ვერ ვიტყვი, ვისკენ უფრო იხრება ჩემი სიმპატიები, მაგრამ ნინის აქვს დიდი პერსპექტივა და კარგი იქნება სასწავლებლად წავიდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია