პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია
გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

რთუ­ლი იყო 10 წელი. გირ­გვლი­ა­ნის დე­დამ ვერ გა­უძ­ლო და გარ­და­იც­ვა­ლა, მე კი სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, ვი­ნა­ი­დან შვი­ლე­ბი მყავ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის , კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას საქ­მე­ზე და­კი­თხვი­სას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლემ, ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­თან ორ­ჯერ ქონ­და კონ­ტაქ­ტი. ქა­და­გი­ძე იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც პირ­ვე­ლად მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა, მან უთხრა, რომ ოღონდ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და რაც უნ­დო­და ის ეთხო­ვა. მე­ო­რედ კი, რო­გორც ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვილს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მოს­თხო­ვა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რო­გორც ნინო ქა­და­გი­ძე ამ­ბობს, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მათ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია.

"ბა­რა­მი­ძე ჩემს გვერ­დით ცხოვ­რობ­და და ჩემს სახ­ლში ფეხი არ შე­მო­უდ­გამს გარ­და პირ­ვე­ლი კვი­რი­სა, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ო­და. მათ მო­სას­ვლე­ლი პირი არ ჰქონ­დათ და ამი­ტომ გო­გო­რიშ­ვი­ლი, ბა­რა­მი­ძე, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და გოკა გა­ბაშ­ვი­ლი არი­ან კარ­გი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ზურა რა­საც ეტყო­და იმას აკე­თებ­დნენ. ზურა აღარ არის და ისი­ნი ახლა რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ეტყვის, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. მა­გათ არა აქვთ არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ეგე­ნი არ ხე­დავ­დნენ ზურა რა პი­როვ­ნე­ბა იყო? მაგ­რამ მი­თხა­რით ერთი შემ­თხვე­ვა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რა­მე­ზე ხმა ამო­ი­ღეს. მე გა­ცი­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, ზუ­რას მე­გობ­რებს გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ ის, რა­საც ზურა აკე­თებ­და", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას რჩე­ვას არა მხო­ლოდ მისი მე­გობ­რე­ბი, არა­მედ მტრე­ბიც ეკი­თხე­ბოდ­ნენ.

"მისი მტრე­ბიც კი ზუ­რას რჩე­ვას ეკი­თხე­ბოდ­ნენ. ამას ვხე­დავ­დი. ხში­რად გა­მი­გია, რო­გორ ურე­კავ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი და ზურა ეუბ­ნე­ბო­და რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მას", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მარკი
0

გირგვლიანის დედას ჰქონდა სიკვდილის უფლება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

რთული იყო 10 წელი. გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა, ვინაიდან შვილები მყავდა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების , კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილთან ორჯერ ქონდა კონტაქტი. ქადაგიძე იხსენებს, რომ როდესაც პირველად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილს შეხვდა, მან უთხრა, რომ ოღონდ გამოძიებისთვის თავი დაენებებინა და რაც უნდოდა ის ეთხოვა. მეორედ კი, როგორც ქადაგიძე-ჟვანია ამბობს, სააკაშვილს საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებს, როგორც ნინო ქადაგიძე ამბობს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

"ბარამიძე ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ჩემს სახლში ფეხი არ შემოუდგამს გარდა პირველი კვირისა, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა. მათ მოსასვლელი პირი არ ჰქონდათ და ამიტომ გოგორიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გოკა გაბაშვილი არიან კარგი შემსრულებლები, ზურა რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ. ზურა აღარ არის და ისინი ახლა რასაც სააკაშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ. მაგათ არა აქვთ არანაირი ღირებულება. ეგენი არ ხედავდნენ ზურა რა პიროვნება იყო? მაგრამ მითხარით ერთი შემთხვევა, რომ ამ ადამიანებმა რამეზე ხმა ამოიღეს. მე გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, ზურას მეგობრებს გაეგრძელებინათ ის, რასაც ზურა აკეთებდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას რჩევას არა მხოლოდ მისი მეგობრები, არამედ მტრებიც ეკითხებოდნენ.

"მისი მტრებიც კი ზურას რჩევას ეკითხებოდნენ. ამას ვხედავდი. ხშირად გამიგია, როგორ ურეკავდა სააკაშვილი და ზურა ეუბნებოდა რა უნდა გაეკეთებინა მას", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

"ინტერპრესნიუსი"