ოკუპირებულ სოფლებში - დისევსა და კულდითში ქართველების მიტოვებული სახლები გუშინ დაიწვა. ცეცხლი ასევე ტყის მასივსა და სასაფლაოს მოედო. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი თივიდან გაჩნდა, თუმცა ამის არ სჯერათ მოსაზღვრე ქართულ სოფელში - გუგუთიანთ კარში.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფელში ვარაუდობენ, რომ დისევსა და კულდითში ცეცხლი შეგნებულად გააჩინეს ქართული კვალის წასაშლელად.
გუგუთიანთ კარში მობილიზებული იყო სახანძრო ჯგუფები, თუმცა მათი ჩართვა არ გახდა საჭირო.
საქართველოს ხელისუფლება ორ ოკუპირებულ სოფელში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას აპირებს დიპლომატიური კორპუსისთვის.
წყარო: rustavi2.com