პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეებს შეიცავს მარჯვენა საჭის გადატანა და რა ღირს საჭის შეცვლა თბილისში
რა საფრთხეებს შეიცავს მარჯვენა საჭის გადატანა და რა ღირს საჭის შეცვლა თბილისში

სა­ჭის გა­და­ტა­ნი­სას საკ­მა­რი­სია ერთი ქან­ჩის არას­წო­რად გა­კე­თე­ბა და ამას ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი არას­წო­რი მოქ­მე­დე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია - ასე აფა­სე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებ­ში სა­ჭის მარ­ცხე­ნა მხა­რეს გა­და­ტა­ნას.

აი­რძა­ლე­ბა თუ არა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი, ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, იმის გარ­და, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებს მოძ­რა­ო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ, "ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა" და­უშ­ვე­ბე­ლია.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ამ­ბობს, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მე­ქა­ნი­კა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­რე­ვა, თუ ის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად კეთ­დე­ბა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

"არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა-გა­და­კე­თე­ბას ეხე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის ერთი ზო­მით მეტი სა­ბუ­რა­ვის და­ყე­ნე­ბა ან აგ­რე­გა­ტის შეც­ვლა - ეს მკაც­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლია და გა­და­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვით აღ­ჭურ­ვილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აქვთ.

ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს წესი, რო­მე­ლიც ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ჭის გა­და­ტა­ნის რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბას გა­ა­კე­თებს იმი­ტომ, რომ სა­ჭის გა­და­ტა­ნას მოჰ­ყვე­ბა მუხ­რუ­ჭე­ბის სის­ტე­მის გა­და­კე­თე­ბა, ამას მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ელექტრო­ო­ბის გა­და­კე­თე­ბა, ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სია. ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბი უშ­ვე­ბენ რო­გორც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან, ისე მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებს და კლი­ენტს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა აქვს.

საკ­მა­რი­სია ერთი ქან­ჩის არას­წო­რად და­ფიქ­სი­რე­ბა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის ქან­ჩი ხრახ­ნი­დან ამო­იხ­რახ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სა­ჭის გა­რე­შე დავ­რჩეთ მა­შინ, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი 120 კი­ლო­მეტრ-სა­ა­თი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად გა­და­ტა­ნილ სა­მუხ­რი­ჭე მე­ქა­ნიზ­მზე; საკ­მა­რი­სია პა­ტა­რა უზუს­ტო­ბა და ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის მუხ­რუ­ჭი მან­ქა­ნას აღარ და­ი­ჭერს", - ამ­ბობს შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე.

მისი თქმით, თბი­ლის­ში არის რამ­დე­ნი­მე ფირ­მა, რო­მელ­თაც მარ­ჯვე­ნა მხა­რეს არ­სე­ბუ­ლი საჭე უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­აქვთ მაგ­რამ, მი­სი­ვე თქმით, ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და საფრ­თხე მუ­დამ არ­სე­ბობს.

"სა­ჭის გა­და­ტა­ნა ავ­ტო­მო­ბილ­ზე ძა­ლა­დო­ბაა, მი­ი­ღეთ ისე­თი, რო­გო­რიც გინ­დათ. თუ არ გინ­დათ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, შე­ი­ძი­ნეთ მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, მაგ­რამ ნუ ეც­დე­ბა ნუ­რა­ვინ, რომ "გა­რა­ჟებ­ში" და სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ე.წ. ბალ­გარ­კით ამოჭ­რან მზი­დი ელე­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ავა­რი­ის წი­ნა­პი­რო­ბაა. თბი­ლის­ში არ არ­სე­ბობს ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აკ­რე­დი­ტა­ცი­ას გა­უ­კე­თებს ისეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კას ან ავ­ტო­სერ­ვისს, სა­დაც საჭე გა­და­აქვთ, ეს არის ტყუ­ი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჭის გა­და­ტა­ნის ფასს, ის 400 დო­ლა­რი­დან 1500 დო­ლა­რამ­დე ადის. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე სჭირ­დე­ბა თუ არა მან­ქა­ნას "სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კუ­ზა­ნო­ვი", რო­მელ­მაც საჭე უნდა ამოჭ­რას და ჩა­ა­დუ­ღოს, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ძვი­რი პრო­ცე­სია- ამ­ბობს შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე.

ჟურ­ნალ "ავტო ბილდ სა­ქარ­თვე­ლოს" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, შაკო ბუ­ა­ჩი­ძის თქმით, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებ­ზე იმ­პორ­ტის შე­ზღუდ­ვა სა­ჭი­როა, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მძღო­ლე­ბი სა­ჭის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მარ­თვას მი­ეჩ­ვე­ვი­ან და ამ სა­ხის მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, მოძ­რა­ო­ბა კი უფრო გარ­თულ­დე­ბა.

"ვე­თან­ხმე­ბი იმას, რომ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი შევ­ზღუ­დოთ იმი­ტომ, რომ დღეს უფრო მეტი მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნა შე­მო­დის, ვიდ­რე მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად ხალ­ხი უკვე მა­ჯრ­ვე­ნა­სა­ჭი­ანს ყი­დუ­ლობს და იმ­დე­ნად მი­ეჩ­ვე­ვი­ან, რომ მარ­ცხე­ნა­სა­ჭის მარ­თვა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ეს ტენ­დენ­ცია სა­ში­შია, 5-6 წლის მერე მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნის მძღო­ლებს ტრა­სა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ, რად­გან როცა გას­წრე­ბა­ზე გა­დი­ხარ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­დან წინ მი­მა­ვალ მან­ქა­ნებს ვერ და­ი­ნა­ხავ, ეს პრო­ცე­სი ქა­ლაქ­ში ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თოა.

სა­ჭის გა­და­ტა­ნას ჯო­ბია იყოს მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ქარ­ხნუ­ლი მან­ქა­ნე­ბი იმი­ტომ, რომ მან­ქა­ნის იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბა, ანუ ისე­თი რო­გო­რიც თა­ვი­დან იყო. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ საჭე კარ­გად ან ცუ­დად გა­და­ი­ტა­ნოს, მაგ­რამ ჯო­ბია წესი არ და­ვარ­ღვი­ოთ და საჭე იყოს იმ მხა­რეს, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თეს", - ამ­ბობს შაკო ბუ­ა­ჩი­ძე.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა საფრთხეებს შეიცავს მარჯვენა საჭის გადატანა და რა ღირს საჭის შეცვლა თბილისში

რა საფრთხეებს შეიცავს მარჯვენა საჭის გადატანა და რა ღირს საჭის შეცვლა თბილისში

საჭის გადატანისას საკმარისია ერთი ქანჩის არასწორად გაკეთება და ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება, თითოეული არასწორი მოქმედება საფრთხის შემცველია - ასე აფასებენ სპეციალისტები მარჯვენასაჭიან მანქანებში საჭის მარცხენა მხარეს გადატანას.

აირძალება თუ არა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საგზაო მოძრაობის სპეციალისტების თქმით, იმის გარდა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს მოძრაობისას გარკვეული პრობლემები ექმნებათ, "ქირურგიული ჩარევა" დაუშვებელია.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ საავტომობილო მექანიკაში ნებისმიერი ჩარევა, თუ ის არაკვალიფიციურად კეთდება, საფრთხის შემცველია.

"არსებობს განსაკუთრებული წესები, რომელიც ავტომობილის მოდიფიცირება-გადაკეთებას ეხება. ეს შეიძლება იყოს ავტომობილისთვის ერთი ზომით მეტი საბურავის დაყენება ან აგრეგატის შეცვლა - ეს მკაცრად რეგლამენტირებულია და გადაკეთების უფლება სპეციალური ნებართვით აღჭურვილ დაწესებულებებს აქვთ.

ბუნებაში არ არსებობს წესი, რომელიც ამ ჩამონათვალში საჭის გადატანის რეგლამენტირებას გააკეთებს იმიტომ, რომ საჭის გადატანას მოჰყვება მუხრუჭების სისტემის გადაკეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი ელექტროობის გადაკეთება, ეს ურთულესი პროცესია. ავტომწარმოებლები უშვებენ როგორც მარჯვენასაჭიან, ისე მარცხენასაჭიან მანქანებს და კლიენტს არჩევანის უფლება აქვს.

საკმარისია ერთი ქანჩის არასწორად დაფიქსირება, ჩათვალეთ, რომ ის ქანჩი ხრახნიდან ამოიხრახნება და შეიძლება საჭის გარეშე დავრჩეთ მაშინ, როდესაც ავტომობილი 120 კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრაობს. აღარაფერს ვამბობ არაკვალიფიციურად გადატანილ სამუხრიჭე მექანიზმზე; საკმარისია პატარა უზუსტობა და ჩათვალეთ, რომ ის მუხრუჭი მანქანას აღარ დაიჭერს", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

მისი თქმით, თბილისში არის რამდენიმე ფირმა, რომელთაც მარჯვენა მხარეს არსებული საჭე უმტკივნეულოდ გადააქვთ მაგრამ, მისივე თქმით, ნდობა არ შეიძლება და საფრთხე მუდამ არსებობს.

"საჭის გადატანა ავტომობილზე ძალადობაა, მიიღეთ ისეთი, როგორიც გინდათ. თუ არ გინდათ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, შეიძინეთ მარცხენასაჭიანი, მაგრამ ნუ ეცდება ნურავინ, რომ "გარაჟებში" და საეჭვო წარმოშობის დაწესებულებებში ე.წ. ბალგარკით ამოჭრან მზიდი ელემენტები, რომელიც ავარიის წინაპირობაა. თბილისში არ არსებობს ორგანო, რომელიც აკრედიტაციას გაუკეთებს ისეთ პროფილაქტიკას ან ავტოსერვისს, სადაც საჭე გადააქვთ, ეს არის ტყუილი.

რაც შეეხება საჭის გადატანის ფასს, ის 400 დოლარიდან 1500 დოლარამდე ადის. ეს დამოკიდებულია იმაზე სჭირდება თუ არა მანქანას "საავტომობილო კუზანოვი", რომელმაც საჭე უნდა ამოჭრას და ჩაადუღოს, ეს უკანასკნელი კი ძვირი პროცესია- ამბობს შალვა ოგბაიძე.

ჟურნალ "ავტო ბილდ საქართველოს" მთავარი რედაქტორის, შაკო ბუაჩიძის თქმით, მარჯვენასაჭიან მანქანებზე იმპორტის შეზღუდვა საჭიროა, რადგან დროთა განმავლობაში მძღოლები საჭის მარჯვენა მხარეს მართვას მიეჩვევიან და ამ სახის მანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, მოძრაობა კი უფრო გართულდება.

"ვეთანხმები იმას, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი შევზღუდოთ იმიტომ, რომ დღეს უფრო მეტი მარჯვენასაჭიანი მანქანა შემოდის, ვიდრე მარცხენასაჭიანი. შესაბამისად ხალხი უკვე მაჯრვენასაჭიანს ყიდულობს და იმდენად მიეჩვევიან, რომ მარცხენასაჭის მართვა გაუჭირდებათ. ეს ტენდენცია საშიშია, 5-6 წლის მერე მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლებს ტრასაზე სერიოზული პრობლემა ექმნებათ, რადგან როცა გასწრებაზე გადიხარ, მარჯვენა მხარეს არსებული საჭიდან წინ მიმავალ მანქანებს ვერ დაინახავ, ეს პროცესი ქალაქში ნაკლებად სახიფათოა.

საჭის გადატანას ჯობია იყოს მარჯვენასაჭიანი ქარხნული მანქანები იმიტომ, რომ მანქანის იდეალური მდგომარეობა არის ქარხნული წარმოება, ანუ ისეთი როგორიც თავიდან იყო. შეიძლება ვიღაცამ საჭე კარგად ან ცუდად გადაიტანოს, მაგრამ ჯობია წესი არ დავარღვიოთ და საჭე იყოს იმ მხარეს, სადაც თავდაპირველად გააკეთეს", - ამბობს შაკო ბუაჩიძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია