საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნავთობპროდუქტების ხარისხი საქართველოში: სპეციალისტები ხარისხის კონტროლს ითხოვენ
ნავთობპროდუქტების ხარისხი საქართველოში: სპეციალისტები ხარისხის კონტროლს ითხოვენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სია არ წყდე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს. საწ­ვავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მსა­ზღვრე­ლია მხო­ლოდ სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა დაც­ვა ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზე­თე­ბის ბა­ზარ­ზე კი სრუ­ლი ქა­ო­სია. ამ სა­კი­თხებ­ზე "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სი" ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ვახ­ტანგ იო­ბაშ­ვილს ესა­უბ­რა.

-ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ პრე­ტენ­ზი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ხა­რის­ხი სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. რე­ა­ლუ­რად რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ბა­ზარ­ზე ამ თვალ­საზ­რი­სით?

- არა­ვინ იცის რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია მომ­ხმა­რე­ბელ­თა პრე­ტენ­ზი­ე­ბი საწ­ვა­ვის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ბა­ზარ­ზე ბევ­რი წვრი­ლი კომ­პა­ნია გა­მოჩ­ნდა. ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, პი­რი­ქით, კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით, რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ბა­ზა­რი, მით უკე­თე­სია. თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ბა­ჟო­ზე­ვე შე­მოწ­მდეს და გა­ირ­კვეს, იგი არის თუ არა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მედ სტან­დარ­ტებ­თან. ამ გზით და­ბა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნა უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. სა­ბა­ჟო­ზე კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი უნდა გან­სა­ზღვროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტი მო­ი­თხო­ვონ მე­ბა­ჟე­ებ­მა, შე­ა­მოწ­მონ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა. ასე­თი სა­ხის კონ­ტრო­ლი უკვე და­ი­ნერ­გა საგ­ზაო ბი­ტუმ­ზე.

- რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­შირ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად თა­ვად შე­ა­მოწ­მა ბა­ზარ­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი საწ­ვა­ვის ხა­რის­ხი. მა­შინ ამ­ბობ­დით, რომ ხა­რის­ხი სტან­დარ­ტში "ჯდე­ბო­და". ბოლო პე­რი­ოდ­ში ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი კი­დევ ხომ არ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ?

- დიდი ხა­ნია ასე­თი მო­ნი­ტო­რინ­გი არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის შე­მოწ­მე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის. ეს პრო­ცე­სი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით, რო­გორც ბი­ტუ­მის ხა­რის­ხი მოწ­მდე­ბა, ასე­ვე შე­მოწ­მდეს საწ­ვა­ვის ხა­რის­ხი და დად­გინ­დეს, რამ­დე­ნად არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ნილ სტან­დარტთან. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ისე ბა­ზა­რი. ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რებ­მა კე­თი­ლი ინე­ბონ და და­იც­ვან ხა­რის­ხი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნავთობპროდუქტების ხარისხი საქართველოში: სპეციალისტები ხარისხის კონტროლს ითხოვენ

ნავთობპროდუქტების ხარისხი საქართველოში: სპეციალისტები ხარისხის კონტროლს ითხოვენ

საქართველოში ნავთობპროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით დისკუსია არ წყდება. ქვეყანაში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. საწვავთან დაკავშირებით განმსაზღვრელია მხოლოდ სტანდარტები, რომელთა დაცვა ნავთობიმპორტიორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საავტომობილო ზეთების ბაზარზე კი სრული ქაოსია. ამ საკითხებზე "ბიზნეს-რეზონანსი" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ იობაშვილს ესაუბრა.

-ავტომფლობელები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ საქართველოში საწვავის ხარისხი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. რეალურად რა მდგომარეობაა ბაზარზე ამ თვალსაზრისით?

- არავინ იცის რამდენად სამართლიანია მომხმარებელთა პრეტენზიები საწვავის ხარისხთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოში ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბაზარზე ბევრი წვრილი კომპანია გამოჩნდა. ბუნებრივია, ახალი კომპანიების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბაზარი, მით უკეთესია. თუმცა აუცილებელია, რომ შემოსული პროდუქტი საბაჟოზევე შემოწმდეს და გაირკვეს, იგი არის თუ არა შესაბამისობაში ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან. ამ გზით დაბალი ხარისხის საწვავის შემოტანა უნდა გამოირიცხოს. საბაჟოზე კონტროლის მექანიზმი უნდა განსაზღვროს შემოსავლების სამსახურმა, ხოლო ქვეყანაში დადგენილი სტანდარტი მოითხოვონ მებაჟეებმა, შეამოწმონ ლაბორატორიებმა. ასეთი სახის კონტროლი უკვე დაინერგა საგზაო ბიტუმზე.

- რამდენიმე წლის წინათ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა ლაბორატორიულად თავად შეამოწმა ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავის ხარისხი. მაშინ ამბობდით, რომ ხარისხი სტანდარტში "ჯდებოდა". ბოლო პერიოდში ასეთი ექსპერიმენტი კიდევ ხომ არ ჩაგიტარებიათ?

- დიდი ხანია ასეთი მონიტორინგი არ ჩაგვიტარებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში საწვავის შემოწმება სავალდებულო არ არის. ეს პროცესი ნებაყოფლობითია. ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, როგორც ბიტუმის ხარისხი მოწმდება, ასევე შემოწმდეს საწვავის ხარისხი და დადგინდეს, რამდენად არის შესაბამისობაში ქვეყანაში დადგენილ სტანდარტთან. ამ გადაწყვეტილებით დაცული იქნება როგორც მომხმარებელი, ისე ბაზარი. ნავთობიმპორტიორებმა კეთილი ინებონ და დაიცვან ხარისხი.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია