მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას პრო­ცეს­ზე ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია და­ი­კი­თხე­ბა , - ამის შე­სა­ხებ პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის ერთ-ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს და­ი­კი­თხე­ბი­ან ჟვა­ნი­ას დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი. პრო­კუ­რო­რის თქმით, დღეს და­კი­თხუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით ბრალ­დე­ბის მხა­რე შე­ეც­დე­ბა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­როს, რომ ხარ­ში­ლა­ძემ და ძა­ძა­მი­ამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს.

პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კობა ხარ­ში­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კიკ­ნა­ძემ. იგი გა­მო­ეხ­მა­უ­რა წინა სხდო­მა­ზე პრო­კუ­რო­რის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ ხარ­ში­ლა­ძემ მისი ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ხუთ­ჯერ შეც­ვა­ლა. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ხარ­ში­ლა­ძის ჩვე­ნე­ბა ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სულ ორ­ჯერ აქვს მი­ცე­მუ­ლი. ერთი 2005 წელს და მე­ო­რედ ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­ნე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ მი­დის და არც შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის დროს მოყ­ვა­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან არ არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება , - ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, დღეს დაიკითხებიან ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრები. პროკურორის თქმით, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ბრალდების მხარე შეეცდება კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა კობა ხარშილაძის ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემ. იგი გამოეხმაურა წინა სხდომაზე პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხარშილაძემ მისი ჩვენება გამოძიების ეტაპზე ხუთჯერ შეცვალა. ადვოკატი აცხადებს, რომ ხარშილაძის ჩვენება ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სულ ორჯერ აქვს მიცემული. ერთი 2005 წელს და მეორედ ახალი გამოძიების პირობებში. ადვოკატის განცხადებით, ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მიდის და არც შესავალი სიტყვის დროს მოყვანილ გარემოებებთან არ არის წინააღმდეგობაში. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურორის განცხადება ნაფიცი მსაჯულებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ