რამდენიმე კვირის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "რუსთავის სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და "ახალი სამშობიარო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. მათ ჩვილი ბავშვების ყიდვა-გაყიდვაში ედებათ ბრალი. აღნიშნული პირების გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცა ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 6 პირი.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა განიზრახეს. ბუნებრივია, მათი მიზანი ბავშვების გაყიდვით მატერიალური სარგებლის მიღება იყო. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას სთავაზობდნენ, თანხმობის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფდნენ ჩვილების გაშვილებას.
საგამოძიებო სამსახურმა ორი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა. ერთ შემთხვევაში ბრალდებულებმა ჩვილის გაშვილების სანაცვლოდ 3.000 ლარი აიღეს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5.000 დოლარი.
საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში ათასობით წყვილი შვილად აყვანის რიგშია რეგისტრირებული და წლებია, გასაშვილებელ პატარას ელოდება. თუმცა, ხშირად უშედეგოა მათი მოლოდინი, რადგან გასაშვილებელი ბავშვების რიცხვი ძალიან ცოტაა. ამიტომ ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ შვილის აყვანას. ყველამ კარგად იცის, რომ არაკანონიერი გზით შვილის აყვანა ისჯება და სასჯელიც ძალზე მკაცრია, მაგრამ ამ რისკზე მაინც მიდიან. ხან ფეხმძიმე ქალებთან ხდება გარიგება, ხან - სამშობიაროს ექიმებთან.
იხილეთ გაგრძელება