მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის ყველა ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები" - რამდენად დამაკმაყოფილებელია იმპორტირებული ჩაის ხარისხი
"თითქმის ყველა ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები" - რამდენად დამაკმაყოფილებელია იმპორტირებული ჩაის ხარისხი

ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ჩაის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ოჯა­ხის­თვის ალ­ბათ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ბოლო წლებ­ში ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბევ­რი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩაიც გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ად­გი­ლობ­რივ მომ­ხმა­რე­ბელს შო­რის. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ჩაის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, თენ­გიზ სვა­ნი­ძის თქმით, ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ჩაის ხა­რის­ხი დღემ­დე უამ­რავ კი­თხვას აჩენს.

- თქვენ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობთ. რა გაძ­ლევთ ამ ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს?

- ჩემი აზ­რით, ამ სფე­რო­ში მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა, რად­გან თუ ვინ­მემ სა­ბა­ჟო­ზე არ მო­ი­თხო­ვა პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვი­თი შე­მოწ­მე­ბა, ჩაის არა­ვინ ამოწ­მებს. პრო­დუქ­ცია შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან შე­მო­დი­ო­დეს, გა­აჩ­ნია, ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სად არის, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩაი ძი­რი­თა­დად აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, რუ­სე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან შე­მო­აქვთ.

- რამ­დე­ნად სან­დოა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩაის ხა­რის­ხი?

- ახლა რომ და­ვი­წყო მტკი­ცე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უხა­რის­ხო და სა­ღე­ბა­ვე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ჩაი შე­მო­დის-მეთ­ქი, ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი არა მაქვს, თუმ­ცა მაქვს ეჭვი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გა­მო­მით­ქვამს. შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დოთ და ახ­ლა­ვე აგიხ­სნით, რა­ტომ: 2011 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ჩვენ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ მხო­ლოდ ერთხელ (და ჯერ­ჯე­რო­ბით, უკა­ნას­კნე­ლად) შეძ­ლო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩაის შე­მოწ­მე­ბა. ჩვენ რა­ღაც თან­ხა შე­ვაგ­რო­ვეთ და ჩა­ვა­ტა­რეთ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მო­ტა­ნი­ლი ჩაის შერ­ჩე­ვი­თი კვლე­ვა. ამ საქ­მე­ში ჩავ­რთეთ ქარ­თუ­ლი მე­დი­აც. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩაის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, მათ შო­რის, "ლიპ­ტო­ნი", "გრინ­ფილ­დი" და სხვე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი, ქარ­თუ­ლი ჩაის სა­ხე­ო­ბე­ბიც.

სხვა­თა შო­რის, ამ ყვე­ლა­ფერს ტე­ლე­ვი­ზია იღებ­და. 3-4 დღის შემ­დეგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­ვე­დით, სა­დაც გვი­თხრეს, რომ თით­ქმის ყვე­ლა იმ­პორ­ტი­რე­ბულ ჩა­ი­ში იყო ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ერთჯე­რა­დი ჩაის პა­კე­ტებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვა­ცხა­დებთ, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩაის დიდი ნა­წი­ლი არ არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი. ისი­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი - მარ­თა­ლია, ჭი­ქა­ში ჩაშ­ვე­ბის დროს პა­კე­ტი წყალს ფერს უც­ვლის, მაგ­რამ ეს არ არის ნამ­დვი­ლი ჩაის ფერი, ეს - სა­ღე­ბა­ვის ფე­რია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"თითქმის ყველა ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები" - რამდენად დამაკმაყოფილებელია იმპორტირებული ჩაის ხარისხი

"თითქმის ყველა ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები" - რამდენად დამაკმაყოფილებელია იმპორტირებული ჩაის ხარისხი

ყოველდღიურობა ჩაის გარეშე საქართველოში ბევრი ოჯახისთვის ალბათ, წარმოუდგენელია. ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე ბევრი იმპორტირებული ჩაიც გამოჩნდა, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მომხმარებელს შორის. თუმცა, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ სვანიძის თქმით, ჩვენს მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ჩაის ხარისხი დღემდე უამრავ კითხვას აჩენს.

- თქვენ უკვე რამდენიმე წელია ამ პრობლემაზე საუბრობთ. რა გაძლევთ ამ ეჭვის საფუძველს?

- ჩემი აზრით, ამ სფეროში მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, რადგან თუ ვინმემ საბაჟოზე არ მოითხოვა პროდუქტის შერჩევითი შემოწმება, ჩაის არავინ ამოწმებს. პროდუქცია შეიძლება ყველა ქვეყნიდან შემოდიოდეს, გააჩნია, ფირმის წარმომადგენლობა სად არის, თუმცა საქართველოში ჩაი ძირითადად აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ.

- რამდენად სანდოა იმპორტირებული ჩაის ხარისხი?

- ახლა რომ დავიწყო მტკიცება, საქართველოში უხარისხო და საღებავებით გაჟღენთილი ჩაი შემოდის-მეთქი, ამის დამამტკიცებელი საბუთი არა მაქვს, თუმცა მაქვს ეჭვი, რომელიც არაერთხელ გამომითქვამს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და ახლავე აგიხსნით, რატომ: 2011 წლის გაზაფხულზე ჩვენმა ასოციაციამ მხოლოდ ერთხელ (და ჯერჯერობით, უკანასკნელად) შეძლო იმპორტირებული ჩაის შემოწმება. ჩვენ რაღაც თანხა შევაგროვეთ და ჩავატარეთ ქართულ ბაზარზე შემოტანილი ჩაის შერჩევითი კვლევა. ამ საქმეში ჩავრთეთ ქართული მედიაც. ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ იმპორტირებული ჩაის რამდენიმე სახეობა, მათ შორის, "ლიპტონი", "გრინფილდი" და სხვები, ასევე ადგილობრივი, ქართული ჩაის სახეობებიც.

სხვათა შორის, ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა. 3-4 დღის შემდეგ ლაბორატორიაში მივედით, სადაც გვითხრეს, რომ თითქმის ყველა იმპორტირებულ ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები, განსაკუთრებით, ერთჯერადი ჩაის პაკეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ იმპორტირებული ჩაის დიდი ნაწილი არ არის ნატურალური. ისინი ხელოვნური საღებავებით არის გაჯერებული - მართალია, ჭიქაში ჩაშვების დროს პაკეტი წყალს ფერს უცვლის, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ჩაის ფერი, ეს - საღებავის ფერია.

იხილეთ გაგრძელება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

"დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით" - როგორია თვითიზოლაცია-კარანტინის წესები

არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს... ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს - თენგიზ ცერცვაძე