პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია" - პროკურატურაში ლიკა კიკიანი კიდევ ერთხელ დაკითხეს
"21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია" - პროკურატურაში ლიკა კიკიანი კიდევ ერთხელ დაკითხეს

ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ლიკა კი­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, კი­დევ ერთხელ და­კი­თხეს.

რო­გორც და­კი­თხვის შემ­დეგ კი­კი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­კი­თხვი­სას სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ლიკა კი­კი­ა­ნის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა საქ­მეს და­ურ­თო.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­კი­ა­ნის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის მო­თხოვ­ნას, რო­გორც ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მო­თხოვ­ნით კი­კი­ან­მა თბი­ლი­სის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ დღე­ში იქ­ნე­ბა.

კო­მენ­ტა­რი, პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ლიკა კი­კი­ან­მაც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ითხოვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუსს, რათა მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია საქ­მის წარ­მო­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე.

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის შემ­დეგ შე­მეძ­ლე­ბა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა. დღეს უფრო დე­ტა­ლუ­რად წა­ვი­კი­თხე, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვე­ლო­დე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას დიდი ინ­ტე­რე­სით, მა­ინ­ტე­რე­სებს რა დას­კვნას და­დებს სა­ხელ­მწი­ფო. ყვე­ლა ადა­მი­ანს მივ­მარ­თავ, ვინც ეს საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ხა­და, გულ­ში ჩა­ი­ხე­დოს და ისე თქვას, რომ მე მოს­ყი­დუ­ლი ვარ. 21 წლის გოგო ვარ, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად ძლი­ე­რია და ვიბ­რძვი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ და არ ვიცი ამას რო­დემ­დე შევ­ძლებ. ძა­ლი­ან მინ­და, რომ მალე გა­ირ­კვეს ყვე­ლა­ფე­რი, დრო აღარ ით­მენს, თი­თო­ე­უ­ლი ერთი სა­ა­თი, ჩემი სიკ­ვდი­ლის და­მა­ტე­ბი­თი ერთი სა­ა­თია. მო­ვი­თხოვ მომ­ცენ ვი­დე­ო­კა­მე­რა. პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ", - გა­ნა­ცხა­და ლიკა კი­კი­ან­მა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია" - პროკურატურაში ლიკა კიკიანი კიდევ ერთხელ დაკითხეს

"21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია" - პროკურატურაში ლიკა კიკიანი კიდევ ერთხელ დაკითხეს

ქალაქის პროკურატურაში ლიკა კიკიანი, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, კიდევ ერთხელ დაკითხეს.

როგორც დაკითხვის შემდეგ კიკიანის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვისას საუბარი შეეხო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღწერილია ლიკა კიკიანის დაზიანებები. ადვოკატის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა გამომძიებელმა საქმეს დაურთო.

რაც შეეხება კიკიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით კიკიანმა თბილისის მთავარი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის სახელზე განცხადება დაწერა, რომელზეც პასუხი, სავარაუდოდ, ორ დღეში იქნება.

კომენტარი, პროკურატურის დატოვების შემდეგ, ლიკა კიკიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ითხოვს დაზარალებულის სტატუსს, რათა მიიღოს ინფორმაცია საქმის წარმოების დეტალებზე.

"დაზარალებულად ცნობის შემდეგ შემეძლება ყველა ინფორმაციის გაცნობა. დღეს უფრო დეტალურად წავიკითხე, უახლოეს პერიოდში ველოდები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას დიდი ინტერესით, მაინტერესებს რა დასკვნას დადებს სახელმწიფო. ყველა ადამიანს მივმართავ, ვინც ეს საქმე პოლიტიკური გახადა, გულში ჩაიხედოს და ისე თქვას, რომ მე მოსყიდული ვარ. 21 წლის გოგო ვარ, რომელიც ზედმეტად ძლიერია და ვიბრძვი უსამართლობის წინააღმდეგ. მორალურად ძალიან განადგურებული ვარ და არ ვიცი ამას როდემდე შევძლებ. ძალიან მინდა, რომ მალე გაირკვეს ყველაფერი, დრო აღარ ითმენს, თითოეული ერთი საათი, ჩემი სიკვდილის დამატებითი ერთი საათია. მოვითხოვ მომცენ ვიდეოკამერა. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, აპოლიტიკური ვარ", - განაცხადა ლიკა კიკიანმა ქალაქის პროკურატურის დატოვების შემდეგ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ