მე რომ პრემიერი ვიყო: რას შეცვლიდა საქართველოს რიგითი მოქალაქე, მას რომ ძალაუფლება ჰქონოდა

მე რომ პრემიერი ვიყო: რას შეცვლიდა საქართველოს რიგითი მოქალაქე, მას რომ ძალაუფლება ჰქონოდა

Ambebi.ge განაგრძობს მოქალაეების გამოკითხვას და ამჯერად ინტერესდება, თუ რა შენიშვნები აქვთ მოქალაქეებს მთავრობის წევრების მიმართ და რას შეცვლიდა თითოეული მოქალაქე, მას რომ ძალაუფლება ჰქონოდა.

Ambebi.ge -მ შემდეგი შეკითხვით მიმართა მოსახლეობას: თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი იყოთ, უპირველეს ყოვლისა, რომელ სფეროში განახორციელებდით ცვლილებებს?

შეკითხვაზე მოქალაქეებს არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ. ისინი საუბრობენ რამდენიმე სფეროზე, რომლებში ცვლილებების განხორციელება ყველაზე პრიორიტეტულია. ასევე გამოთქვამენ საკუთარ აზრს მინისტრების მუშაობასთან დაკავშირებით.

ამ მცირემასშტაბიანი გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი ტენდენცია კი მინისტრების ცუდ მუშაობას უსვამს ხაზს. მოქალაქეების უმრავლესობა ემოციების გარეშე საკუთარ აზრს ვერ აფიქსირებს. მათი აზრით, მინისტრების უმრავლესობა დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ისინი თანამდებობებიდან უნდა გათავისუფლდნენ.

"მე რომ პრემიერი ვიყო, გაჭირვებულ ხალხს დავუდგებოდი გვერდში, რომელიც პურის ფულის გულისთვის დღე და ღამე ქუჩაში ვდგავართ და ამასაც გვიშლიან. გაჭირვებული ხალხისთვის არავინ არის. მთავრობაში ყველას მოვხსნიდი. ჩვენ მოვიყვანეთ ეს მთავრობა, მე თვითონ დავრბოდი ამ მთავრობის ხელისუფლებაში მოსაყვანად მიტინგებზე",- აღნიშნავს ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მომუშავე ქალბატონი ეკა გაბეშია.

ამავე ტერიტორიაზე მომსახურე მიშა სუხიტაშვილი კი ამბობს, რომ ხალხს სამუშაო პირობებს გაუუმჯობესებდა: "ნორმალურ გარემოს და სამუშაო პირობებს შევქმნიდი. მთავრობის წევრები თავის კარტს ისე ათამაშებენ, როგორც უნდათ."

უნდა აღინიშნოს, რომ არიან კმაყოფილი მოქალაქეებიც. გამყიდველმა ვასო ცაგურიამ ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არაფერს შეცვლიდა: "მე ყველაფერი მომწონს, არაფერს შევცვლიდი".

რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს მომდევნო რესპონდენტს. ქალბატონ ნატარა გოგიტიძე ფიქრობს, რომ ცვლილებები ბევრ სფეროში უნდა განხორციელდეს და ქვეყანაში მთლიანად სისტემაა შესაცვლელი: "მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. მთლიანად სისტემაა ქვეყანაში შესაცვლელი. პირველ რიგში, გამოსასწორებელია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებული პრობლემები. არასწორად არის განაწილებული. ასევე, უმუშევრობის პრობლემა - ბევრი დაუსაქმებელი ადამიანია. სამედიცინო სფეროშიც ბევრი რამ არის შესაცვლელი. მე, მაგალითად, არ მაქვს არანაირი დაზღვევა, არც საყოველთაო. რამდენჯერაც ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკე, მიპასუხეს, პროგრამა იქნება და ჩაჯდებიო. ორი წელია მაგ პროგრამას ველოდები. ჯანმრთელობის პრობლემა რომ შემექმნას, განწირული ვარ",- ამბობს ნატარა გოგიტიძე.

პენსიონერ რობიზონ მჭედლიშვილის აზრით, სოფლის მეურნეობის აღდგენა და პენსიების გაზრდაა პრიორიტეტული საკითხები: "პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა უნდა აღდგეს. მე სიღნაღის რაიონიდან ვარ, მოწინავე კოლმეურნეობები იყო ადრე. ხალხი მშიერია. ახლა სახლების 70% დაკეტილია. ასევე პენსიებს გავზრდიდი", აღნიშნავს რობიზონ მჭედლიშვილი.

ამ მცირე გამოკითხვის შედეგების განზოგადების პრეტენზია, რედაქციას, რა თქმა უნდა, არ აქვს, თუმცა თითოეული მოქალაქის მოსაზრება და პოზიცია ნამდვილად გასათვალისწინებელია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ| “If I was Prime Minister…” – What would an ordinary Georgian citizen change if he was in charge of his country

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია