ახალი მოდელი, რომელიც მზის ციკლებს ყველაზე ზუსტად პროგნოზირებს, იუწყება, რომ მზის აქტივობა 60 პროცენტით დაეცემა 2030-დან 2040 წლის ჩათვლით, რაც ნიშნავს, რომ 15 წელიწადში დედამიწაზე შესაძლოა მინი-გამყინვარების პერიოდი დაიწყოს. მზის ასეთი დაბალი აქტივობა ბოლოს, 1645-1715 წლებში შეინიშნებოდა.
გასულ კვირას უელსში ნაციონალური ასტროლოგების შეხვედრაზე მათემატიკის პროფესორმა ვალენტინა ჟარკოვამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს, წარმოადგინა ახალი მოდელი, რომელიც მზის სიმხურვალის ცვალებადობას პროგნოზირებს. ჟარკოვას თქმით, მას შეუძლია მოვლენები 97 პროცენტიანი სიზუსტით იწინასწარმეტყველოს.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ მაგნიტური ტალღების კომპონენტები, რომლებიც წყვილად ჩნდებიან მზის ზედაპირის ორ განსხვავებულ ფენაში. ორივე მათგანის სიხშირე დაახლოებით თერთმეტი წელია. ამ მონაცემების დღემდე არსებულ შედეგებთან შედარების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ პროგნოზი 97 პროცენტით ზუსტია”, - განაცხადა კონფერენციაზე ჟარკოვამ.
ბოლო მინი-გამყინვარების პერიოდის დროს ინგლისში მდინარე ტემზა მთლიანად გაიყინა.
მომზადებულია sciencealert.com-ს მიხედვით.