საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს - ვახტანგ გომელაური
შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს - ვახტანგ გომელაური

შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი გო­რის რა­ი­ონ­ში ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბის დად­გმის ფაქტს სამ­წუ­ხა­როს უწო­დებს და აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას გმობს. რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბი სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში დგას და რაც გო­რის რა­ი­ონ­ში გა­ა­კე­თეს ეს არ არის პირ­ვე­ლი და უცხო.

"ეს, რა თქმა უნდა, სამ­წუ­ხა­როა, პრო­ტესტს გა­მოვ­თქვამთ და ვგმობთ ამას", - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა. კი­თხვა­ზე, უნდა მოხ­დეს თუ არა კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის ფორ­მა­ტის გაგ­რძე­ლე­ბა, თუ უნდა შე­იც­ვა­ლოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ეს ფორ­მა­ტი, შს მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ზე ვე­რა­ფერს იტყვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაქო-სუფ­სის მილ­სა­დენს, გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მილ­სა­დენს 7 წე­ლია არა­ვინ შე­ხე­ბია. შს მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ მილ­სა­დენს პრობ­ლე­მა არც ამ­ჟა­მად შე­ექ­მნე­ბა. "არ არის მანდ პრობ­ლე­მა, ძა­ლი­ან ახ­ლოს გა­დის. აქამ­დე შვი­დი წელი გა­ვი­და და არა­ვინ შე­ხე­ბია ამ მილ­სა­დენს და არც ახლა მგო­ნია და­ზი­ან­დეს, რად­გან მი­წა­შია ძა­ლი­ან ღრმად. თუ ეს მოხ­დე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ კი­ლო­მეტრნა­ხე­ვა­რის მოქ­ცე­ვა და აქეთ მხა­რეს გად­მო­წე­ვა, რა თქმა უნდა, ეს თან­ხე­ბი დაჯ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გო­მე­ლა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა. "რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა და ეს ვისი შე­დე­გია და რა­ტომ ხდე­ბა, ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვის თავს მო­კი­თხოს უკე­თე­სი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს - ვახტანგ გომელაური

შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს - ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას გმობს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სხვადასხვა სოფლებში დგას და რაც გორის რაიონში გააკეთეს ეს არ არის პირველი და უცხო.

"ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას", - განაცხადა გომელაურმა. კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაგრძელება, თუ უნდა შეიცვალოს მოლაპარაკებების ეს ფორმატი, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, გომელაურმა განაცხადა, რომ მილსადენს 7 წელია არავინ შეხებია. შს მინისტრი იმედოვნებს, რომ მილსადენს პრობლემა არც ამჟამად შეექმნება. "არ არის მანდ პრობლემა, ძალიან ახლოს გადის. აქამდე შვიდი წელი გავიდა და არავინ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია დაზიანდეს, რადგან მიწაშია ძალიან ღრმად. თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება იმ კილომეტრნახევარის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოწევა, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაჯდება", - აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეაგირება ხდება. "რეაგირება ხდება და ეს ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს უკეთესი იქნება", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."