პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13-დან 13-მდე: რას ეუბნება პრემიერი მოსახლეობას სტიქიიდან 1 თვის შემდეგ
13-დან 13-მდე: რას ეუბნება პრემიერი მოსახლეობას სტიქიიდან 1 თვის შემდეგ

ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვე­ა­მა­ყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში", თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა "13 ივ­ნი­სის" გახ­სნი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 13 ივ­ნისს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გა­იხ­სე­ნა და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს კი­დევ ერთხელ მი­უ­სამ­ძიმ­რა.

"დღეს ერთი თვე გა­ვი­და 13 ივ­ნი­სი­დან. ერთი თვე გა­ვი­და იმ ტრა­გი­კუ­ლი დღი­დან, რო­მელ­მაც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი შეძ­რა. სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ზა­რა­ლი შე­იძ­ლე­ბა ანა­ზღა­ურ­დეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი აა­ნა­ზღა­უ­რებს ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლეს და იმ ტკი­ვილს, რაც მათი და­კარ­გვით მოგ­ვად­გა ყვე­ლას, პირ­ველ რიგ­ში მათ ოჯა­ხებს. კი­დევ ერთხელ მინ­და დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და პა­ტი­ვი მი­ვა­გო მათ ხსოვ­ნას. უმ­ძი­მე­სი დღე იყო 13 ივ­ნი­სი. დიდ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­მე­ლიც თავს დაგ­ვა­ტყდა, ჩვე­ნი დიდი ძალა დაგ­ვა­ნა­ხა, ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის, ჩვე­ნი სო­ლა­და­რო­ბის და კონ­სო­ლი­და­ცი­ის ძალა. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ რო­გორ ვერ­თი­ან­დე­ბით მძი­მე წუ­თებ­ში. ჩვენ მომსწრე­ნი გავ­ხდით უამ­რა­ვი იტო­რი­ი­სა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი იყო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ასე­უ­ლო­ბით გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შევა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ჩა­მოთ­ვლა, თი­თო­ე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა, ზო­გის სა­ხე­ლიც კი არ ვი­ცით, მაგ­რამ ვი­ცით მისი ის­ტო­რია, სო­ლი­და­რო­ბის და უდი­დე­სი თა­ნად­გო­მის ის­ტო­რია. მე­გობ­რე­ბო, იმ მძი­მე წუ­თებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სო­ლი­და­ცია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვიცი, ბევრ მათ­განს არც კი უნდა მად­ლო­ბის მოს­მე­ნა, რად­გან თვლის, რომ თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, მე მა­ინც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც იმ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ, სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას და ხალ­ხს, ჩვენს დე­და­ქა­ლაქს ეხ­მა­რე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

რე­დაქ­ცია: და­აწ­კა­პუ­ნეთ ფო­ტო­ზე და ნა­ხეთ თე­მა­ზე ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტი­ე­ბი

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს და და­ღუ­პუ­ლი მაშ­ვე­ლის ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო.

"პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერთხელ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს. რომ არა ამ ბი­ჭე­ბის თავ­გან­წირ­ვა, მსხვერ­პლი კი­დევ უფრო მეტი იქ­ნე­ბო­და. მთელ­მა ქვე­ყა­ნამ და­ი­ნა­ხა, რომ მათ რი­გებ­ში გმი­რე­ბი მსა­ხუ­რო­ბენ. მათ ათე­უ­ლო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე გა­და­არ­ჩი­ნეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რის­კის ფა­სად, მათ არც უფიქ­რი­ათ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­ვე­ღუ­პა ერთი მაშ­ვე­ლი, ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლი. მე ქედს ვიხ­რი მისი ხსოვ­ნის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­მი­ნის­ტრო­ებს, მი­ნის­ტრებ­სა და სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს.

"მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ იმ მძი­მე წუ­თებ­ში სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, მე­რი­ის უწყე­ბე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს აკე­თებ­დნენ და გა­მო­ავ­ლი­ნეს მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მის ხელ­მძღვა­ნელს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს, სა­გან­გე­ბო ღოს­ნი­ძი­ე­ბა­თა ცენ­ტრის, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს; თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, მი­ნისტრს, ქალ­ბა­ტონ თი­ნას, სა­ინ­ჟინ­რო მხარ­დამ­ჭე­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ტა­ლი­ო­ნის ჯა­რის­კა­ცებს; ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრს, ბა­ტონ კა­ხას, გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნისტრს, ბა­ტონ გიგ­ლას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს, ბა­ტონ ოთარს, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს და­ვით სერ­გე­ენ­კოს, სპორ­ტის მი­ნისტრს, ბა­ტონ ტა­რი­ელს, ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს, გი­ორ­გი კვი­რი­კა­შილს, თბი­ლი­სის მერს და­ვით ნარ­მა­ნი­ას, თბი­ლი­სის მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ტრა­გე­დი­ის დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის სო­ლი­და­რო­ბა.

"ეს მუხ­ტი გა­დამ­დე­ბი და სა­მა­გა­ლი­თო აღ­მოჩ­ნდა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის. ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვე­ა­მა­ყე­ბა. მინ­და, ასე­ვე, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ უცხო­ელ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გვერ­დით ედგნენ ჩვენს ქარ­თველ მო­ხა­ლი­სე­ებს და მათ­თან ერ­თად შრო­მობ­დნენ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებს, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ფო­ტოგ­რა­ფებს, ვინც ამ მძი­მე წუ­თებ­ში ჩვენს გვერ­დით იდ­გნენ. მად­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ჩვენს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­ის დღი­დან გვერ­დით გვედგნენ და გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მე­გობ­რე­ბო, დღეს აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს ის დღე­ე­ბი, ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს მძი­მე წუ­თებ­ში ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მა­გა­ლი­თო კონ­სო­ლი­და­ცია. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ და გა­ვა­კე­თებთ, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ცხოვ­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი აღ­ვუდ­გი­ნოთ, შე­ვუქ­მნათ და თან­და­თან და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს. ამა­საც ჩვე­ნი სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით და სო­ლი­და­რო­ბით მი­ვაღ­წევთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ფოტო: რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

13-დან 13-მდე: რას ეუბნება პრემიერი მოსახლეობას სტიქიიდან 1 თვის შემდეგ

13-დან 13-მდე: რას ეუბნება პრემიერი მოსახლეობას სტიქიიდან 1 თვის შემდეგ

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში", თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა "13 ივნისის" გახსნისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"დღეს ერთი თვე გავიდა 13 ივნისიდან. ერთი თვე გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, რომელმაც ყველა ჩვენგანი შეძრა. სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, პირველ რიგში მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას. უმძიმესი დღე იყო 13 ივნისი. დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩვენი დიდი ძალა დაგვანახა, ჩვენი ერთიანობის, ჩვენი სოლადარობის და კონსოლიდაციის ძალა. ჩვენ დავინახეთ როგორ ვერთიანდებით მძიმე წუთებში. ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი იტორიისა, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია. მეგობრებო, იმ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრ მათგანს არც კი უნდა მადლობის მოსმენა, რადგან თვლის, რომ თავის მოვალეობას ასრულებდა, მე მაინც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ, სამსახურებრივ მოვალეობას და ხალხს, ჩვენს დედაქალაქს ეხმარებოდა", - აღნიშნა პრემიერმა.

რედაქცია: დააწკაპუნეთ ფოტოზე და ნახეთ თემაზე ანალიტიკური სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამაშველო სამსახურს. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, მათ არც უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, მინისტრებსა და სხვადასხვა უწყებებს.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა. დღეს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, საგანგებო ღოსნიძიებათა ცენტრის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს; თავდაცვის სამინისტროს, მინისტრს, ქალბატონ თინას, საინჟინრო მხარდამჭერი ბატალიონის და საავტომობილო ბატალიონის ჯარისკაცებს; ენერგეტიკის მინისტრს, ბატონ კახას, გარემოს დაცვის მინისტრს, ბატონ გიგლას, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარს, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, სპორტის მინისტრს, ბატონ ტარიელს, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშილს, თბილისის მერს დავით ნარმანიას, თბილისის მერიის სამსახურებს, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ტრაგედიის დღეებში განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების სოლიდარობა.

"ეს მუხტი გადამდები და სამაგალითო აღმოჩნდა თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც გვერდით ედგნენ ჩვენს ქართველ მოხალისეებს და მათთან ერთად შრომობდნენ.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს და ფოტოგრაფებს, ვინც ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით იდგნენ. მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც სტიქიის დღიდან გვერდით გვედგნენ და გვეხმარებოდნენ. მეგობრებო, დღეს აქ წარმოდგენილია 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის დღეები, ჩვენ უნდა გვახსოვდეს მძიმე წუთებში ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების სამაგალითო კონსოლიდაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს ცხოვრების ღირსეული პირობები აღვუდგინოთ, შევუქმნათ და თანდათან დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამასაც ჩვენი საერთო ძალისხმევით და სოლიდარობით მივაღწევთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფოტო: რამაზ ჩხიკვაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია