სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჰით ბათუმი 2015“ პროექტის ფარგლებში „ქუჩის პიანინომ“ სტარტი აიღო
„ჰით ბათუმი 2015“ პროექტის ფარგლებში „ქუჩის პიანინომ“ სტარტი აიღო

პრო­ექ­ტი "ქუ­ჩის პი­ა­ნი­ნო" ბა­თუმ­ში და­ი­წყო. 10 მო­ხა­ტუ­ლი პი­ა­ნი­ნო, რო­მე­ლიც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში - ძველ ბულ­ვარ­ში 10 ლო­კა­ცი­ა­ზე გან­თავ­სდა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ქა­ლა­ქის სტუმ­რებს უკვე ელის. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, მოყ­ვა­რულ­სა თუ პრო­ფე­სი­ო­ნალს 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დღის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა მი­ვი­დეს, და­უკ­რას, მო­უს­მი­ნონ, ისი­ა­მოვ­ნოს, გა­მო­ამ­ჟღავ­ნოს სა­კუ­თა­რი ნიჭი, გა­და­ი­ღოს სა­მახ­სოვ­რო ფოტო ან ვი­დეო, ატ­ვირ­თოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და გახ­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი.

"საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხუთი ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი, რომ­ლებ­მაც ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ფე­რა­დი სა­ღე­ბა­ვე­ბით სხვა­დას­ხვა ორ­ნა­მენ­ტე­ბით მო­ხა­ტეს. სთრით-არტი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ამ­ჯე­რად, მო­ხატ­ვის ობი­ექ­ტი ქუ­ჩის ნაც­ვლად, ინ­სტრუ­მენ­ტია. გარ­და იმი­სა, რომ ეს­თე­ტი­კუ­რად ლა­მა­ზი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, პრო­ექტს სპე­ცი­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვაც გა­აჩ­ნია, მო­ი­ზი­დოს ტუ­რის­ტე­ბი და გა­არ­თოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უცხო­ეთ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია და ხში­რად იმარ­თე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქებ­ში, " - აღ­ნიშ­ნავს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბეკო ლეჟა­ვა.

თა­მუ­ნა წახ­ნა­გია, მა­რი­ამ ქე­ბუ­რია, გი­ორ­გი გა­გო­ში­ძე, მი­ში­კო სუ­ლა­კა­უ­რი და საბა ჩი­ლინ­დრიშ­ვი­ლი - ეს ის ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა და მათი სტუმ­რე­ბის "ფე­რად სა­ღა­მო­ებ­ზე" იზ­რუ­ნეს: "ყვე­ლა­ფერს იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლად ვა­კე­თებთ. სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან ფე­რა­დი, მხი­ა­რუ­ლი და ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი. ვფიქ­რობ, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბა ელით ბა­თუ­მე­ლებ­სა და ქა­ლა­ქის სტუმ­რებს," მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­კუ­თა­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა თუ უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბა. ერთი სი­ტყვით, და­უ­კა­რით,ისი­ა­მოვ­ნეთ და გა­არ­თეთ სხვაც!

"ჰით ბა­თუ­მი" 6 ივ­ლისს და­ი­წყო და 15 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტი 11 კვი­რის­გან შედ­გე­ბა და თო­თო­ე­უ­ლი კვი­რა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არტს მო­ი­ცავს. მრავლფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა გათ­ვლი­ლია ყვე­ლა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­სვე­ნებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­გეგ­მონ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის დღე­ე­ბი.

"ჰით ბა­თუ­მის" ფარ­გლებ­ში, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 200-ზე მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმს 20-მდექ­ვეყ­ნი­დან 259 უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი სტუმ­რობს. ღო­ნის­ძე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია 50 ორ­გა­ნი­ზა­ცია და 2000-მდე მო­ნა­წი­ლე.

"ჰით ბა­თუ­მი 2015" წარ­მო­ად­გენს ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექტს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 2 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში. 6 ივ­ლი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, ყო­ველ კვი­რას, ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ივენ­თე­ბი, რომ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­აც მოხ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ქოლ­გის ქვეშ, სა­ხელ­წო­დე­ბით "ჰით ბა­თუ­მი".

პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო, ასე­ვე მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მისი სსი­პი "კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი. პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზა­ნია ერ­თის მხრივ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის პრო­მო­უ­შე­ნი გარე და შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

„ჰით ბათუმი 2015“ პროექტის ფარგლებში „ქუჩის პიანინომ“ სტარტი აიღო

„ჰით ბათუმი 2015“ პროექტის ფარგლებში „ქუჩის პიანინომ“ სტარტი აიღო

პროექტი „ქუჩის პიანინო“ ბათუმში დაიწყო. 10 მოხატული პიანინო, რომელიც ზღვისპირა ქალაქის ცენტრში - ძველ ბულვარში 10 ლოკაციაზე განთავსდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს უკვე ელის. ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს 2 თვის განმავლობაში დღის ნებისმიერ დროს შესაძლებლობა ეძლევა მივიდეს, დაუკრას, მოუსმინონ, ისიამოვნოს, გამოამჟღავნოს საკუთარი ნიჭი, გადაიღოს სამახსოვრო ფოტო ან ვიდეო, ატვირთოს სოციალურ ქსელში და გახდეს პოპულარული.

„საკმაოდ საინტერესო პროექტია. მასში მონაწილეობდა ხუთი ახალგაზრდა მხატვარი, რომლებმაც ინსტრუმენტები ფერადი საღებავებით სხვადასხვა ორნამენტებით მოხატეს. სთრით-არტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა ხელოვნებაში. ამჯერად, მოხატვის ობიექტი ქუჩის ნაცვლად, ინსტრუმენტია. გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად ლამაზი და მიმზიდველია, პროექტს სპეციალური დატვირთვაც გააჩნია, მოიზიდოს ტურისტები და გაართოს საზოგადოება. ანალოგიური სახის ღონისძიებები უცხოეთში საკმაოდ პოპულარულია და ხშირად იმართება, განსაკუთრებით კი, საკურორტო ქალაქებში, “ - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბეკო ლეჟავა.

თამუნა წახნაგია, მარიამ ქებურია, გიორგი გაგოშიძე, მიშიკო სულაკაური და საბა ჩილინდრიშვილი - ეს ის ახალგაზრდა მხატვარები არიან, რომლებმაც ბათუმელებისა და მათი სტუმრების „ფერად საღამოებზე“ იზრუნეს: „ყველაფერს იმპროვიზირებულად ვაკეთებთ. საბოლოოდ, ძალიან ფერადი, მხიარული და ლამაზი გამოვიდა ინსტრუმენტები. ვფიქრობ, სასიამოვნო სანახაობა ელით ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს,“ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ნიჭის გამოვლენა თუ უბრალოდ გართობა ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება. ერთი სიტყვით, დაუკარით,ისიამოვნეთ და გაართეთ სხვაც!

„ჰით ბათუმი“ 6 ივლისს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტი 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი