საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა თითქმის 20-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლი მიშელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შეთანხმებას მხარეებმა ერთსულოვნად მიაღწიეს.
"ევროსამიტმა ერთსულოვნად მიაღწია შეთანხმებას. ყველაფერი მზად არის საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის სერიოზულ რეფორმებთან და ფინანსურ დახმარებასთან ერთად", - დაწერა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე".
"როგორც ჩანს, გარიგება შედგა", - ასე გამოეხმაურა მიღწეულ შეთანხმებას კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელი "ტვიტერზე".
"ბიბისის" ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.