პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენი ვართ ქართველები, როცა სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ აქცია ტარდება, გვინდა ბილეთების შეძენა და როცა მიწებს გვართმევენ"
"რამდენი ვართ ქართველები, როცა სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ აქცია ტარდება, გვინდა ბილეთების შეძენა და როცა მიწებს გვართმევენ"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­თე­ლუბ­ნი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ჭო­სა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თბი­ლი­სი-გო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის სი­ახ­ლო­ვეს უკა­ნო­ნოდ აღი­მარ­თა ე.წ. "სა­ზღვრის" აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სო­ფელ ორ­ჭო­სა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნავ­თობ­სა­დე­ნის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ექ­ცა.

სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის კი­დევ ერთხელ გად­მო­წე­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სთხო­ვენ:

ნიკა რუ­რუა - "ის ფაქ­ტი, რომ რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის მიერ ე.წ. "სა­ზღვრის" მო­რიგ, ამ­ჯე­რად უკვე სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექტთან ძა­ლი­ან ახ­ლოს გად­მო­წე­ვა­ზე რომ საპ­რო­ტეს­ტო გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია არც პრე­ზი­დენტს, არც პრე­მი­ერს, არც მთავ­რო­ბას, არც პარ­ლა­მენტს, არა­მედ სა­ცო­და­ვად ამო­იკ­ნავ­ლა მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ხაზს უს­ვამს რე­ა­ლო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც არა­თუ არ იცის სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა, არა­მედ ელე­მენ­ტა­რულ დო­ნე­ზეც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ერის და მისი ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე.

ეს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად შე­იძ­ლე­ბა დამ­თავ­რდეს ყვე­ლას­თვის, თუ რამე უკე­თე­სო­ბის­კენ არ შე­იც­ვა­ლა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.

P.S. ისიც არაა შემ­თხვე­ვი­თი, ჩემი აზ­რით, რომ ეს ბურ­ჯა­ნა­ძის მოს­კო­ვის ვი­ზიტს მო­ა­ყო­ლეს რუ­სებ­მა, რაც წე­სით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს ხალ­ხში და იმ აზ­რის გან­მტკი­ცე­ბას, რომ "რუ­სებ­თან ბრძო­ლას აზრი არა აქვს და ჩვენ მათ უნდა დავ­ნებ­დეთ", რის­კე­ნაც ბურ­ჯა­ნა­ძე ღიად მო­უ­წო­დებს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, სწო­რედ პი­რი­ქი­თაა - რუ­სეთს, ძა­ლი­ან მალე, დედა აღარ ეყო­ლე­ბა, სა­დამ­დეც ჩვენ მაგ­რად, ერ­თად, და მხნე­ო­ბით სავ­სე­ნი უნდა დავ­დგეთ".

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი - "ახლა ვი­კი­თხავ და გთხოვთ, მი­პა­სუ­ხოთ - წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ რუ­სეთ­მა გა­აგ­რძე­ლა ოკუ­პა­ცია-ბორ­დე­რი­ზა­ცია და აბრა ჩა­არ­ჭო... აი, ვთქვათ იგო­ეთ­ში (ნათ­ლად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, აი, იმ ბა­ზი­ლი­კას­თან, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ხურ­დებს რომ ვეს­რო­დით)...ვკი­თხუ­ლობ - რას ვა­კე­თებთ (რა უნდა გა­ვა­კე­თოთ) ამ შემ­თხვე­ვა­ში?.. პა­სუ­ხე­ბია:

ა) ვო­მობთ

ბ) ვი­თხოვთ, რომ მან და­ი­ხი­ოს 328 მეტ­რით უკან

გ) არა­ფერ­საც არ ვა­კე­თებთ - რა აზრი აქვს

დ) არ ვიცი

ე) ნუ დაგვზაფ­რე რა"

"ამ­თა­ვით­ვე ვამ­ბობ, თუ ფორ­მა­ტი შე­იც­ვლე­ბა და აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის დი­ა­ლოგს ჩა­ა­ნაც­ვლებს ვთქვათ ვიცე-პრე­მი­ერ-ვიცე-პრე­მი­ე­რის დი­ა­ლო­გი, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია გა­ორ­მაგ­დე­ბა... ხოლო თუ დრო­ე­ბით!!! შე­წყდე­ბა, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­ნახ­ლე­ბულ-გაძ­ლი­ე­რე­ბულ ფორ­მატ­ში ღიად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­ტოს­თვის ღიად უა­რის თქმის სა­კითხს...

ალი­ან­სის დე­დაც არ ვა­ტი­რე, თუ სა­ზღვრებს არ გად­მო­წე­ვე­ნო, მე­ტყვის ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი... მე კი ვუ­პა­სუ­ხებ - პირ­ველ აბ­ზაც­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სი­ტყვა - დრო­ე­ბით!

ასე რომ, ფორ­მა­ტის შეც­ვლა კი არაა მთა­ვა­რი... არა­მედ, ყვი­რი­ლი ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე და შე­ტე­ვა... და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შე­ტე­ვა..."

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - "ბ-ნი კა­ლა­ძე გვიხ­სნის, რომ მილ­სა­დე­ნის 1600 მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი ყვე­ბა მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა.

ვი­ცით, ვი­ცო­დით წლე­ბით ადრე - როცა ვამ­ბობ­დით, ჩვენს გა­სუ­ლე­ლე­ბას ცდი­ლობ­დით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თავს ისუ­ლე­ლებ­დით.

პრობ­ლე­მა ის კი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ფაქ­ტი რომ ვერ აღ­კვე­თა.

პრობ­ლე­მა ის არის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს თემა სა­ერ­თოდ არ აწუ­ხებს, ხოლო როცა სხვა შე­ა­წუ­ხებს, თა­ვი­დან იშო­რებს.

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ აწუ­ხებს ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია - აქაც თა­ვის ჭკუ­ით გვა­სუ­ლე­ლე­ბენ, ხან სა­გა­რეო ფაქ­ტო­რებს, ხან ეროვ­ნულ ბანკს აბ­რა­ლე­ბენ - სი­ნამ­დვი­ლე­ში თავს ისუ­ლე­ლე­ბენ.

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ აწუ­ხებს შემ­ცი­რე­ბუ­ლი ექ­სპორ­ტი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი ტუ­რიზ­მი, გა­მე­სა­მე­დე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა.

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ აწუ­ხებს გაზ­რდი­ლი კრი­მი­ნა­ლი - გა­ყალ­ბე­ბულ სტა­ტის­ტი­კას გვა­ტე­ნი­ან.

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ აწუ­ხებს მორ­ყე­უ­ლი სა­ჯა­რო სერ­ვი­სი.

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ აწუ­ხებს დან­გრე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა".

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - "რამ­დე­ნი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი მა­შინ როცა

1. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია ტარ­დე­ბა ☑

2. გვინ­და ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ☑

3. გვარ­თმე­ვენ მი­წებს ☑

მაგ­რად ტე­ხავს, რბი­ლად რომ ვთქვა!"

"რუ­სებ­მა სა­ზღვა­რი გად­მოგ­ვი­წი­ეს! ხალ­ხი პირ­და­პირ ეთერ­ში ამ­ბობს პა­ნი­კა­ში ვართ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არა­ვინ მო­სუ­ლა მო­სა­კი­თხა­დო! დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ და პატ­რო­ნი არ ჰყავთ! ომი ცუ­დია, მაგ­რამ ქვეყ­ნის­თვის მებ­რძო­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რე­ბა ბევ­რად ჯო­ბია ჩას­ვრი­ლე­ბის ყუ­რე­ბას!"

ოთო კა­ხი­ძე - "და კი­დევ რომ გად­მო­ი­წი­ონ? სომ­ხეთ­ზე ხო არ გა­და­ვა­ტა­როთ მილ­სა­დე­ნი?

ვის ხელ­შია ქვე­ყა­ნა!!!"

თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი - "450 მეტ­რით რომ გად­მო­წი­ონ და და­სავ­ლეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა მი­ი­სა­კუთ­რონ, მერე რა მოხ­დე­ბა?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რამდენი ვართ ქართველები, როცა სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ აქცია ტარდება, გვინდა ბილეთების შეძენა და როცა მიწებს გვართმევენ"

"რამდენი ვართ ქართველები, როცა სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ აქცია ტარდება, გვინდა ბილეთების შეძენა და როცა მიწებს გვართმევენ"

რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს უკანონოდ აღიმართა ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ცნობილი სახეები ხელისუფლებას საპასუხო ქმედებების განხორციელებას სთხოვენ:

ნიკა რურუა - "ის ფაქტი, რომ რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. "საზღვრის" მორიგ, ამჯერად უკვე სტრატეგიულ ობიექტთან ძალიან ახლოს გადმოწევაზე რომ საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებია არც პრეზიდენტს, არც პრემიერს, არც მთავრობას, არც პარლამენტს, არამედ საცოდავად ამოიკნავლა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხაზს უსვამს რეალობას, რომ საქართველოს ჰყავს არაადექვატური ხელისუფლება, რომელმაც არათუ არ იცის სახელმწიფოს მართვა, არამედ ელემენტარულ დონეზეც ვერ აცნობიერებს საკუთარ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას ერის და მისი ისტორიის წინაშე.

ეს ძალიან ტრაგიკულად შეიძლება დამთავრდეს ყველასთვის, თუ რამე უკეთესობისკენ არ შეიცვალა რაც შეიძლება მალე.

P.S. ისიც არაა შემთხვევითი, ჩემი აზრით, რომ ეს ბურჯანაძის მოსკოვის ვიზიტს მოაყოლეს რუსებმა, რაც წესით ფსიქოლოგიური დემორალიზაციის გამოწვევას ემსახურება ჩვენს ხალხში და იმ აზრის განმტკიცებას, რომ "რუსებთან ბრძოლას აზრი არა აქვს და ჩვენ მათ უნდა დავნებდეთ", რისკენაც ბურჯანაძე ღიად მოუწოდებს.

სინამდვილეში, სწორედ პირიქითაა - რუსეთს, ძალიან მალე, დედა აღარ ეყოლება, სადამდეც ჩვენ მაგრად, ერთად, და მხნეობით სავსენი უნდა დავდგეთ".

ირაკლი ტაბლიაშვილი - "ახლა ვიკითხავ და გთხოვთ, მიპასუხოთ - წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა გააგრძელა ოკუპაცია-ბორდერიზაცია და აბრა ჩაარჭო... აი, ვთქვათ იგოეთში (ნათლად რომ წარმოიდგინოთ, აი, იმ ბაზილიკასთან, კომუნისტების დროს ხურდებს რომ ვესროდით)...ვკითხულობ - რას ვაკეთებთ (რა უნდა გავაკეთოთ) ამ შემთხვევაში?.. პასუხებია:

ა) ვომობთ

ბ) ვითხოვთ, რომ მან დაიხიოს 328 მეტრით უკან

გ) არაფერსაც არ ვაკეთებთ - რა აზრი აქვს

დ) არ ვიცი

ე) ნუ დაგვზაფრე რა"

"ამთავითვე ვამბობ, თუ ფორმატი შეიცვლება და აბაშიძე-კარასინის დიალოგს ჩაანაცვლებს ვთქვათ ვიცე-პრემიერ-ვიცე-პრემიერის დიალოგი, მცოცავი ოკუპაცია გაორმაგდება... ხოლო თუ დროებით!!! შეწყდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განახლებულ-გაძლიერებულ ფორმატში ღიად განიხილავენ საქართველოს მიერ ნატოსთვის ღიად უარის თქმის საკითხს...

ალიანსის დედაც არ ვატირე, თუ საზღვრებს არ გადმოწევენო, მეტყვის ახლომხედველი... მე კი ვუპასუხებ - პირველ აბზაცში უმნიშვნელოვანესია სიტყვა - დროებით!

ასე რომ, ფორმატის შეცვლა კი არაა მთავარი... არამედ, ყვირილი ხმის ჩახლეჩამდე და შეტევა... დაუსრულებელი შეტევა..."

თამარა ჩერგოლეიშვილი - "ბ-ნი კალაძე გვიხსნის, რომ მილსადენის 1600 მეტრიანი მონაკვეთი ყვება მავთულხლართებს მიღმა.

ვიცით, ვიცოდით წლებით ადრე - როცა ვამბობდით, ჩვენს გასულელებას ცდილობდით, სინამდვილეში კი თავს ისულელებდით.

პრობლემა ის კი არის ხელისუფლებამ ეს ფაქტი რომ ვერ აღკვეთა.

პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას ეს თემა საერთოდ არ აწუხებს, ხოლო როცა სხვა შეაწუხებს, თავიდან იშორებს.

ზუსტად ისე, როგორც არ აწუხებს ლარის დევალვაცია - აქაც თავის ჭკუით გვასულელებენ, ხან საგარეო ფაქტორებს, ხან ეროვნულ ბანკს აბრალებენ - სინამდვილეში თავს ისულელებენ.

ზუსტად ისე, როგორც არ აწუხებს შემცირებული ექსპორტი, შემცირებული იმპორტი, შემცირებული ტურიზმი, გამესამედებული ეკონომიკური ზრდა.

ზუსტად ისე, როგორც არ აწუხებს გაზრდილი კრიმინალი - გაყალბებულ სტატისტიკას გვატენიან.

ზუსტად ისე, როგორც არ აწუხებს მორყეული საჯარო სერვისი.

ზუსტად ისე, როგორც არ აწუხებს დანგრეული ინფრასტრუქტურა".

ნანუკა ჟორჟოლიანი - "რამდენი ვართ ქართველები მაშინ როცა

1. სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ აქცია ტარდება ☑

2. გვინდა ბილეთების შეძენა ☑

3. გვართმევენ მიწებს ☑

მაგრად ტეხავს, რბილად რომ ვთქვა!"

"რუსებმა საზღვარი გადმოგვიწიეს! ხალხი პირდაპირ ეთერში ამბობს პანიკაში ვართ და ხელისუფლებიდან არავინ მოსულა მოსაკითხადო! დახმარებას ითხოვენ და პატრონი არ ჰყავთ! ომი ცუდია, მაგრამ ქვეყნისთვის მებრძოლი ხელისუფლების ყურება ბევრად ჯობია ჩასვრილების ყურებას!"

ოთო კახიძე - "და კიდევ რომ გადმოიწიონ? სომხეთზე ხო არ გადავატაროთ მილსადენი?

ვის ხელშია ქვეყანა!!!"

თაზო კუპრეიშვილი - "450 მეტრით რომ გადმოწიონ და დასავლეთთან დამაკავშირებელი გზა მიისაკუთრონ, მერე რა მოხდება?"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია