პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი
რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი

ხში­რად ადა­მი­ა­ნებს პა­რაკ­ლი­სი და პა­ნაშ­ვი­დი უნებ­ლი­ედ ერ­თმა­ნეთ­ში ეშ­ლე­ბათ. პა­რაკ­ლი­სის და პა­ნაშ­ვი­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, თუ რო­დის უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ ისი­ნი და რას ნიშ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, AMBEBI.GE-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- სი­ტყვა პა­რაკ­ლი­სი ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და გაძ­ლი­ე­რე­ბულ ლოც­ვას ნიშ­ნავს. პა­რაკ­ლი­ტე ნიშ­ნავს ნუ­გე­ში­ნის­მცე­მელს ანუ ადა­მი­ა­ნი უფალს ამა თუ იმ სა­კი­თხზე ხან­გრძლი­ვად ევედ­რე­ბა. არ­სე­ბობს ასე­ვე და­უჯ­დო­მე­ლიც, რო­მე­ლიც ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში შე­იქ­მნა და ხან­გრძლივ ლოც­ვას ნიშ­ნავ­და. ადა­მი­ა­ნი არ ჯდე­ბო­და და ისე ლო­ცუ­ლობ­და, მაგ­რამ პა­რაკ­ლი­სი წირ­ვის შემ­დეგ შე­და­რე­ბით უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი ლოც­ვის ფორ­მაა.

არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლო­ბის, მგზავ­რო­ბის, სწავ­ლის და­წყე­ბის წინ სათ­ქმე­ლი პა­რაკ­ლი­სე­ბი და ა.შ. არის პა­რაკ­ლი­სე­ბის წიგ­ნი და ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი, როცა ამა თუ იმ სა­კი­თხში შემ­წე­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა, პა­რაკ­ლისს წა­ი­კი­თხავს.

- რო­დის უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ პა­რაკ­ლი­სი?

- ადა­მი­ა­ნე­ბი წირ­ვის შემ­დეგ მო­ძღვარს პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­დას სთხო­ვენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არას­წო­რი ფორ­მაა იმი­ტომ, რომ წირ­ვა-ლოც­ვა პა­რაკ­ლის­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლია. როცა ადა­მი­ა­ნი წირ­ვა-ლოც­ვას და­ეს­წრო, მან უფრო დიდი ლოც­ვა-ვედ­რე­ბა აღას­რუ­ლა და არ იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი, წირ­ვის შემ­დეგ კი­დევ გა­და­ვი­ხა­დოთ პა­რაკ­ლი­სი.

წირ­ვა­ზე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც ცო­ცხლებს, ისე მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­საც. თუ შენ წირ­ვა­ზე იდე­ქი და კვე­თა­ზე მო­ძღვარ­მა მო­გიხ­სე­ნია, ბუ­ნებ­რი­ვია, და­მა­ტე­ბით პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და უხერ­ხუ­ლია. როცა წირ­ვა არ ტარ­დე­ბა, პა­რაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა მა­შინ ჩა­ტარ­დეს, ანუ წირ­ვის მა­გივ­რად.

ასე­ვე უნდა ვი­ცო­დეთ, რომ პა­რაკ­ლი­სებ­ში არის მღვდლი­სა და დი­აკ­ვნის პა­რაკ­ლი­სი და ქრის­ტი­ან­მა მისი კი­თხვი­სას ის უნდა გა­მო­ტო­ვოს. სა­ხა­რე­ბის წა­კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ კვე­რექ­სე­ბის წა­კი­თხვა არა. პა­რაკ­ლის­ში, სა­დაც მღვდე­ლი და დი­აკ­ვა­ნი წე­რია, მრევ­ლმა ის ად­გი­ლე­ბი არ უნდა ამო­ი­კი­თხოს.

- ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­საც შე­უძ­ლია პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და?

- რა თქმა უნდა, პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ოღონდ შემ­ცი­რე­ბუ­ლი ფორ­მით, სა­დაც მღვდლი­სა და დი­აკ­ვნის ად­გი­ლებს არ კი­თხუ­ლობს. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ეშ­ლე­ბათ, რომ რა­ღაც სა­კი­თხზე კონ­კრე­ტულ ხატ­თან ლო­ცუ­ლო­ბენ. მა­გა­ლი­თად ბა­რა­ქის ლოც­ვა­ზე ევედ­რე­ბი­ან ღვთის­მშობ­ლის ხატს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­რა­ქის ხატს ეძა­ხი­ან, რაც არას­წო­რია. როცა ადა­მი­ანს ნარ­კო­მა­ნი­ი­სა და ლო­თო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა უნდა, ამ დროს შე­უს­მელ ბარ­ძიმს ევედ­რე­ბა, რაც არას­წო­რი ტრა­დი­ცი­აა, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან შე­მო­ვი­და და ჩვენ­ში მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით დამ­კვიდ­რდა.

უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი ერ­თია და მისი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ხა­ტე­ბი მრა­ვა­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა ერთი და იგი­ვე ღვთის­მშო­ბე­ლია. შენ თუ გწამს, რომ შე­უს­მელ ბარ­ძიმ­თან ილო­ცებ და გა­ნი­კურ­ნე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სხვა­დას­ხა სა­კი­თხებ­ში და­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა თუ ადა­მი­ანს სწამს, რომ ამა თუ იმ ლოც­ვის წა­კი­თხვის მერე გა­ნი­კურ­ნე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ეს უფრო წარ­მარ­თო­ბას­თან დაგ­ვაბ­რუ­ნებს, როცა მრა­ვალღმერ­თი­ა­ნო­ბა იყო. თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ა­ნებ­მა ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქოს გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ე­ბად დაყ­ვეს, თით­ქოს ღმერ­თს აღარ ვეხ­ვე­წე­ბით და ამა­ვე დროს გარ­კვე­ულ წმინ­დანს ვე­ვედ­რე­ბით.

ჩვე­ნი ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მა­ტე­რი­ა­ლი­ზე­ბაა, ანუ ადა­მი­ა­ნი კარ­გად ლო­ცუ­ლობს მა­შინ, ხში­რად და­დის ეკ­ლე­სი­ა­ში როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა ვი­ლო­ცოთ, მაგ­რამ ნო­მერ პირ­ვე­ლი თხოვ­ნა და ვედ­რე­ბა ის არის, რომ ჩვენ მად­ლი­ე­რი ვი­ყოთ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ბა­ში და უფ­ლის­გან სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­და ვი­თხო­ვოთ. და­ნარ­ჩე­ნი კი რო­გორც ქრის­ტე ამ­ბობს, მოგ­ვე­ცე­მა რად­გან თუ ჯერ მა­ტე­რი­ა­ლურს ვი­თხოვთ, წარ­მარ­თებს ვემ­სგავ­სე­ბით.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა პა­რაკ­ლის­სა და პა­ნაშ­ვიდს შო­რის?

- პა­ნაშ­ვი­დი სი­ტყვა-სი­ტყვით ნიშ­ნავს - მთე­ლი ღამე ვლო­ცუ­ლობ­დი. თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში პა­ნაშ­ვიდს მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის იხ­დი­ან, თუმ­ცა ადრე ცო­ცხალ­თათ­ვი­საც არ­სე­ბობ­და პა­ნაშ­ვი­დი. მა­გა­ლი­თად ადრე იყო ხან­გრძლი­ვი პა­ნაშ­ვი­დი იმ ადა­მი­ან­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. სა­ნამ მო­ძღვა­რი მათ აზი­ა­რებ­და, ხანრგძლივ პა­ნაშ­ვიდს უკი­თხავ­და, რომ ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში გან­წმენ­დი­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მას ზი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა დაბ­რუ­ნე­ბო­და.

დღე­ვან­დელ პრაქ­ტი­კა­ში პა­რაკ­ლი­სი და და­უჯ­დო­მე­ლი არის ჯან­მრთე­ლო­ბის და წარ­მა­ტე­ბის­თვის ცო­ცხალ­თათ­ვის, ხოლო პა­ნაშ­ვი­დი მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვი­საა. სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის დროს პა­ნაშ­ვიდს არ ვიხ­დით, თუმ­ცა თუ ვინ­მეს მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ დღეს უნდა, არც ეს არის პრობ­ლე­მა.

- რას ნიშ­ნავს და­უჯ­დო­მე­ლი ლოც­ვა?

- სი­ტყვა აკა­თის­ტო და­უჯ­დო­მელს ნიშ­ნავს. ეს არის და­უჯ­დომ­ლად ხან­გრძლი­ვი ლოც­ვის წა­კი­თხვა. და­უჯ­დო­მე­ლი უფრო შემ­ცი­რე­ბუ­ლია და მას­ში მღვდლის და მგა­ლობ­ლის სა­კი­თხა­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად არის. სა­სურ­ვე­ლია ადა­მი­ა­ნებ­მა და­უჯ­დო­მე­ლი იკი­თხონ, ვიდ­რე პა­რაკ­ლი­სე­ბი, მაგ­რამ რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით პა­რაკ­ლი­სე­ბის კი­თხვაც შე­უძ­ლი­ათ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი

რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი

ხშირად ადამიანებს პარაკლისი და პანაშვიდი უნებლიედ ერთმანეთში ეშლებათ. პარაკლისის და პანაშვიდის მნიშვნელობაზე, თუ როდის უნდა გადავიხადოთ ისინი და რას ნიშნავს თითოეული მათგანი, AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- სიტყვა პარაკლისი ბერძნული წარმოშობისაა და გაძლიერებულ ლოცვას ნიშნავს. პარაკლიტე ნიშნავს ნუგეშინისმცემელს ანუ ადამიანი უფალს ამა თუ იმ საკითხზე ხანგრძლივად ევედრება. არსებობს ასევე დაუჯდომელიც, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში შეიქმნა და ხანგრძლივ ლოცვას ნიშნავდა. ადამიანი არ ჯდებოდა და ისე ლოცულობდა, მაგრამ პარაკლისი წირვის შემდეგ შედარებით უფრო აღმატებული ლოცვის ფორმაა.

არსებობს ჯანმრთელობის, მგზავრობის, სწავლის დაწყების წინ სათქმელი პარაკლისები და ა.შ. არის პარაკლისების წიგნი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, როცა ამა თუ იმ საკითხში შემწეობა დასჭირდება, პარაკლისს წაიკითხავს.

- როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი?

- ადამიანები წირვის შემდეგ მოძღვარს პარაკლისის გადახდას სთხოვენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არასწორი ფორმაა იმიტომ, რომ წირვა-ლოცვა პარაკლისზე აღმატებულია. როცა ადამიანი წირვა-ლოცვას დაესწრო, მან უფრო დიდი ლოცვა-ვედრება აღასრულა და არ იქნება ლამაზი, წირვის შემდეგ კიდევ გადავიხადოთ პარაკლისი.

წირვაზე მოიხსენიებენ როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებსაც. თუ შენ წირვაზე იდექი და კვეთაზე მოძღვარმა მოგიხსენია, ბუნებრივია, დამატებით პარაკლისის გადახდა უხერხულია. როცა წირვა არ ტარდება, პარაკლისი შეიძლება მაშინ ჩატარდეს, ანუ წირვის მაგივრად.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პარაკლისებში არის მღვდლისა და დიაკვნის პარაკლისი და ქრისტიანმა მისი კითხვისას ის უნდა გამოტოვოს. სახარების წაკითხვა შეიძლება, მაგრამ კვერექსების წაკითხვა არა. პარაკლისში, სადაც მღვდელი და დიაკვანი წერია, მრევლმა ის ადგილები არ უნდა ამოიკითხოს.

- ეს ნიშნავს, რომ ადამიანსაც შეუძლია პარაკლისის გადახდა?

- რა თქმა უნდა, პარაკლისის გადახდა ყველა ადამიანს შეუძლია, ოღონდ შემცირებული ფორმით, სადაც მღვდლისა და დიაკვნის ადგილებს არ კითხულობს. ადამიანებს ხშირად ეშლებათ, რომ რაღაც საკითხზე კონკრეტულ ხატთან ლოცულობენ. მაგალითად ბარაქის ლოცვაზე ევედრებიან ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც საქართველოში ბარაქის ხატს ეძახიან, რაც არასწორია. როცა ადამიანს ნარკომანიისა და ლოთობისგან თავის დაღწევა უნდა, ამ დროს შეუსმელ ბარძიმს ევედრება, რაც არასწორი ტრადიციაა, რუსეთის ეკლესიიდან შემოვიდა და ჩვენში მცდარი შეხედულებით დამკვიდრდა.

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისმშობელი ერთია და მისი გამოსახულების ხატები მრავალი, მაგრამ ყველა ერთი და იგივე ღვთისმშობელია. შენ თუ გწამს, რომ შეუსმელ ბარძიმთან ილოცებ და განიკურნები, ძალიან კარგია, მაგრამ ღვთისმშობლის ხატის სხვადასხა საკითხებში დაყოფა არ შეიძლება. თუმცა თუ ადამიანს სწამს, რომ ამა თუ იმ ლოცვის წაკითხვის მერე განიკურნება, ძალიან კარგია, მაგრამ ეს უფრო წარმართობასთან დაგვაბრუნებს, როცა მრავალღმერთიანობა იყო. თანამედროვე ქრისტიანებმა ხატებთან ურთიერთობა თითქოს გარკვეულ კატეგორიებად დაყვეს, თითქოს ღმერთს აღარ ვეხვეწებით და ამავე დროს გარკვეულ წმინდანს ვევედრებით.

ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა სარწმუნოების გამატერიალიზებაა, ანუ ადამიანი კარგად ლოცულობს მაშინ, ხშირად დადის ეკლესიაში როცა მატერიალურად შეჭირვებულია. რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის უნდა ვილოცოთ, მაგრამ ნომერ პირველი თხოვნა და ვედრება ის არის, რომ ჩვენ მადლიერი ვიყოთ არსებულ მდგომარებაში და უფლისგან სულიერი განწმენდა ვითხოვოთ. დანარჩენი კი როგორც ქრისტე ამბობს, მოგვეცემა რადგან თუ ჯერ მატერიალურს ვითხოვთ, წარმართებს ვემსგავსებით.

- რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის?

- პანაშვიდი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - მთელი ღამე ვლოცულობდი. თანამედროვე რეალობაში პანაშვიდს მიცვალებულთათვის იხდიან, თუმცა ადრე ცოცხალთათვისაც არსებობდა პანაშვიდი. მაგალითად ადრე იყო ხანგრძლივი პანაშვიდი იმ ადამიანთათვის, რომლებიც ეკლესიაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდებოდნენ. სანამ მოძღვარი მათ აზიარებდა, ხანრგძლივ პანაშვიდს უკითხავდა, რომ ადამიანი ეკლესიაში განწმენდილი დაბრუნებულიყო და მას ზიარების უფლება დაბრუნებოდა.

დღევანდელ პრაქტიკაში პარაკლისი და დაუჯდომელი არის ჯანმრთელობის და წარმატებისთვის ცოცხალთათვის, ხოლო პანაშვიდი მხოლოდ მიცვალებულთათვისაა. საუფლო დღესასწაულის დროს პანაშვიდს არ ვიხდით, თუმცა თუ ვინმეს მაინცდამაინც იმ დღეს უნდა, არც ეს არის პრობლემა.

- რას ნიშნავს დაუჯდომელი ლოცვა?

- სიტყვა აკათისტო დაუჯდომელს ნიშნავს. ეს არის დაუჯდომლად ხანგრძლივი ლოცვის წაკითხვა. დაუჯდომელი უფრო შემცირებულია და მასში მღვდლის და მგალობლის საკითხავები ნაკლებად არის. სასურველია ადამიანებმა დაუჯდომელი იკითხონ, ვიდრე პარაკლისები, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით პარაკლისების კითხვაც შეუძლიათ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს!

რა ნაწილი წაუშალეს ია ფარულავას სკანდალური გადაცემიდან - ტელეწამყვანს ცნობილი სახეები უპირისპირდებიან და ქიბარ ხალვაშს მიმართავენ

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს