პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად სუფთაა თბილისის ზღვა, ლისისა და კუს ტბა და არსებობს თუ არა დაავადებების გავრცელების საფრთხე
რამდენად სუფთაა თბილისის ზღვა, ლისისა და კუს ტბა და არსებობს თუ არა დაავადებების გავრცელების საფრთხე

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, ვინც ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას ვერ ახერ­ხებს, სი­ცხეს თავს აუ­ზებ­სა და ტბებ­ზე აფა­რებს. ზა­ფხულ­ში დამ­სვე­ნე­ბელს არ უჩი­ვის თბი­ლი­სის ზღვა, ლი­სი­სა და კუს ტბა, თუმ­ცა რამ­დე­ნად სუფ­თაა სა­ბა­ნა­ოდ და და­სას­ვე­ნებ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ეკო­ლო­გებ­სა და გა­რე­მოს სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტებს ესა­უბ­რა.

ეკო­ლოგ ნინო ჩხო­ბა­ძის თქმით, თბი­ლი­სის ზღვას რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა აქვს.

"პირ­ვე­ლი არის ის, რომ აქ გა­მო­იკ­ვე­თა და­ჭა­ო­ბე­ბა, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ზღვა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია იმ ად­გი­ლას, სა­დაც არის მწყალმცე­ნა­რე­ე­ბი. და­ჭა­ო­ბე­ბას­თან ბრძო­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ დროს წყალს ჟანგბა­დი აკ­ლდე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის ჟანგბა­დით გა­ჯე­რე­ბა.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა არის ის, რომ თბი­ლი­სის ზღვის გარ­შე­მო სა­ქო­ნელს აძო­ვე­ბენ, რაც მით უმე­ტეს არ შე­იძ­ლე­ბა, როცა თბი­ლი­სის ზღვის ნა­წი­ლი სას­მე­ლი წყლის რე­ზერ­ვია. მე­სა­მე პრობ­ლე­მა სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის გა­ჟონ­ვაა. ამას გარ­და, არ შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სის ზღვის კა­ტე­რე­ბი­სა და ნა­ვე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ნავ­თო­ბი არის მოხ­მა­რე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ნინო ჩხო­ბა­ძე.

ეკო­ლო­გის თქმით, სა­ბა­ნაო წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბით მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მი­ღე­ბუ­ლი არ არის, რაც კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას ქმნის. მი­სი­ვე თქმით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ახალ კა­ნონს ამ­ზა­დებს, რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და სა­ბა­ნაო წყლის დი­რექ­ტი­ვებს მო­ი­ცავს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ლი­სის ტბას, იქაც იყო სა­ძოვ­რის პრობ­ლე­მა და დღეს ნაკ­ლე­ბად აქვს იმი­ტომ, რომ გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­და, მაგ­რამ სა­ქო­ნელს მა­ინც აძო­ვე­ბენ, რაც ტბას ისევ აბინ­ძუ­რებს. ლის­ზე და­ჭა­ო­ბე­ბაც არის და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა კუს ტბა­ზე, თუმ­ცა იქ სა­ქო­ნე­ლი არ დაჰ­ყავთ, მაგ­რამ წყლის ნაკ­ლე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ჭა­ო­ბე­ბის ნიშ­ნე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. კუს ტბას უფრო სხვა პრობ­ლე­მა აქვს, მთე­ლი ტე­რი­ტო­რია და­მე­წყრი­ლია და სა­ჭი­როა დრო­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხალ­ხი სი­ცხის­გან იხ­რჩვე­ბა, ბა­ნა­ო­ბას ვერ ავუკ­რძა­ლავთ, მაგ­რამ არის მე­ო­რე მო­მენ­ტი - სინ­ჯე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა აი­ღონ და ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ყო­ველ­გვა­რი და­ა­ვა­დე­ბის საფრ­თხე. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, როცა ლის­ზე ბა­ნა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო და მერე ისევ და­უშ­ვეს", - ამ­ბობს ნინო ჩხო­ბა­ძე.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი სტან­დარ­ტებს და არის თუ არა შავ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო

თბი­ლი­სის ზღვის, ლი­სი­სა და კუს ტბის პრობ­ლე­მად სა­ქონ­ლის ძო­ვა­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბას ასა­ხე­ლებს გა­რე­მოს სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლიც.

მისი თქმით, სა­ბა­ნაო წყლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ხში­რად უნდა ტარ­დე­ბო­დეს მე­ო­რე მხრივ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზი ზე­და­პი­რუ­ლია, რაც სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს არ იძ­ლე­ვა.

"ჩვენ გვახ­სოვს, რომ შარ­შან ლი­სის ტბა­ზე და­ი­ღუ­პა ადა­მი­ა­ნი და ასე­თი ფაქ­ტე­ბი რომ არ გან­მე­ორ­დეს, სა­ჭი­როა უფრო აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი. ახ­ლა­ხან გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. იმე­დია ეს კვლე­ბი სან­დოა, თუმ­ცა ქი­მი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მე მა­ინც დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვი­სურ­ვებ­დი", - ამ­ბობს ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია კუ­მი­სი­სა და გლ­და­ნის ტბა­ზეც.

"კუ­მი­სის ტბა სა­ერ­თოდ არ მოწ­მდე­ბა და მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ში­ნე­ლია. ეს ტბა თუ სა­ხი­ფა­თოა, მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა გა­აფრ­თხი­ლონ, მაგ­რამ იქ ასე­თი ნიშ­ნე­ბიც კი არ დგას. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა გლ­და­ნის ტბა­ზეც, სა­დაც შარ­შან თევ­ზის კვდო­მა და­ფიქ­სირ­და. სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო რომ არ დამ­ძიმ­დეს, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა", - ამ­ბობს ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ზღვის, ლი­სი­სა და კუს ტბის წყლე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის თვე­ში თბი­ლი­სის ზღვის, ლი­სი­სა და კუს ტბის წყლე­ბის ხა­რის­ხის და­სად­გე­ნად სინ­ჯე­ბი აი­ღეს.

"აღე­ბულ სინ­ჯებ­ში გა­ნი­სა­ზღვრა 32 კომ­პო­ნენ­ტი, გარ­და და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­მომ­წვე­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა კვლე­ვა არ შე­დის სა­ა­გენ­ტოს კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. ჩა­ტა­რე­ბულ­მა ანა­ლი­ზებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ თბი­ლი­სის ზღვის, ლი­სი­სა და კუს ტბებ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია.

და­ფიქ­სირ­და მხო­ლოდ ამო­ნი­უ­მის აზო­ტის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო მო­მა­ტე­ბა ლი­სი­სა და კუს ტბებ­ში. ლი­სის ტბა­ზე, ასე­ვე, მო­მა­ტე­ბუ­ლია სულ­ფა­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი, რაც ამ ტბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა მის ფო­ნურ შემ­ცვე­ლო­ბად ჩა­ით­ვა­ლოს", - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

რამდენად სუფთაა თბილისის ზღვა, ლისისა და კუს ტბა და არსებობს თუ არა დაავადებების გავრცელების საფრთხე

რამდენად სუფთაა თბილისის ზღვა, ლისისა და კუს ტბა და არსებობს თუ არა დაავადებების გავრცელების საფრთხე

ზაფხულის ცხელ დღეებში, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, სიცხეს თავს აუზებსა და ტბებზე აფარებს. ზაფხულში დამსვენებელს არ უჩივის თბილისის ზღვა, ლისისა და კუს ტბა, თუმცა რამდენად სუფთაა საბანაოდ და დასასვენებლად აღნიშნული ადგილები, ამის გასარკვევად AMBEBI.GE ეკოლოგებსა და გარემოს საკითხების ექსპერტებს ესაუბრა.

ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით, თბილისის ზღვას რამდენიმე პრობლემა აქვს.

"პირველი არის ის, რომ აქ გამოიკვეთა დაჭაობება, რაც ხშირ შემთხვევაში იმის მაჩვენებელია, რომ ზღვა დაბინძურებულია იმ ადგილას, სადაც არის მწყალმცენარეები. დაჭაობებასთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს წყალს ჟანგბადი აკლდება და აუცილებელია წყლის ჟანგბადით გაჯერება.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ თბილისის ზღვის გარშემო საქონელს აძოვებენ, რაც მით უმეტეს არ შეიძლება, როცა თბილისის ზღვის ნაწილი სასმელი წყლის რეზერვია. მესამე პრობლემა საკანალიზაციო სისტემის გაჟონვაა. ამას გარდა, არ შეიძლება თბილისის ზღვის კატერებისა და ნავებისთვის გამოყენება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ნავთობი არის მოხმარებული", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ეკოლოგის თქმით, საბანაო წყალთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები მიღებული არ არის, რაც კიდევ ერთ პრობლემას ქმნის. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო ახალ კანონს ამზადებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის სავალდებულო და საბანაო წყლის დირექტივებს მოიცავს.

"რაც შეეხება ლისის ტბას, იქაც იყო საძოვრის პრობლემა და დღეს ნაკლებად აქვს იმიტომ, რომ გარკვეული ღონისძიება გატარდა, მაგრამ საქონელს მაინც აძოვებენ, რაც ტბას ისევ აბინძურებს. ლისზე დაჭაობებაც არის და იგივე სიტუაციაა კუს ტბაზე, თუმცა იქ საქონელი არ დაჰყავთ, მაგრამ წყლის ნაკლებობიდან გამომდინარე, დაჭაობების ნიშნები შეინიშნება. კუს ტბას უფრო სხვა პრობლემა აქვს, მთელი ტერიტორია დამეწყრილია და საჭიროა დროული ზომების მიღება.

იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი სიცხისგან იხრჩვება, ბანაობას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ არის მეორე მომენტი - სინჯები ყოველდღიურად უნდა აიღონ და ანალიზი ჩაატარონ, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი დაავადების საფრთხე. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ლისზე ბანაობა აკრძალული იყო და მერე ისევ დაუშვეს", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

რედაქციის რჩევით| რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის პრობლემად საქონლის ძოვასა და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობას ასახელებს გარემოს საკითხების ექსპერტი ლაშა ჩხარტიშვილიც.

მისი თქმით, საბანაო წყლების მონიტორინგი ხშირად უნდა ტარდებოდეს მეორე მხრივ, ჩატარებული ქიმიური ანალიზი ზედაპირულია, რაც საუკეთესო შედეგს არ იძლევა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან ლისის ტბაზე დაიღუპა ადამიანი და ასეთი ფაქტები რომ არ განმეორდეს, საჭიროა უფრო აქტიური მონიტორინგი. ახლახან გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვლევები ჩაატარეს. იმედია ეს კვლები სანდოა, თუმცა ქიმიურ დაბინძურებასთან მიმართებაში მე მაინც დეტალური კვლევების ჩატარებას ვისურვებდი", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

მისივე თქმით, სერიოზული პრობლემებია კუმისისა და გლდანის ტბაზეც.

"კუმისის ტბა საერთოდ არ მოწმდება და მდგომარეობა საშინელია. ეს ტბა თუ სახიფათოა, მოსახლეობა უნდა გააფრთხილონ, მაგრამ იქ ასეთი ნიშნებიც კი არ დგას. იგივე სიტუაციაა გლდანის ტბაზეც, სადაც შარშან თევზის კვდომა დაფიქსირდა. სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ დამძიმდეს, საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

რაც შეეხება თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის მონიტორინგს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სააგენტოს დაბინძურებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაისისა და ივნისის თვეში თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს.

"აღებულ სინჯებში განისაზღვრა 32 კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, რომელთა კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში. ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბებში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია.

დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება ლისისა და კუს ტბებში. ლისის ტბაზე, ასევე, მომატებულია სულფატების კონცენტრაციები, რაც ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია