დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ინტერნეტში ერაყის ქალაქ ტიკრიტის საავიაციო აკადემიაში მოწყობილი სიკვდილით მასობრივი დასჯის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება იტყობინება.
22 წუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან ისლამისტები ცოცხალ ადამიანებს ორმოებში და სათითაოდ ესვრიან იარაღით. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია მოკლულთა სხეულები როგორ გააქვს ექსკავატორს.
სავარაუდოდ, ვიდეო იმ პერიოდს ეხება, როდესაც ისლამისტებმა გასულ წელს ქალაქის სამხედრო ბაზა აიღეს და ტყვედ 1500 კურსანტი აიყვანეს. ტიკრიტის გათავისუფლების შემდეგ 600 ადამიანის ცხედარი იპოვეს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ცხედრების უმეტესობა "ბოევიკებმა" მდინარე ტიგროსში გადაყარეს.