27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"
"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის წევ­რის კობა ხარ­ში­ლა­ძის მიერ სა­სა­მარ­თლო­ზე გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ, რა­საც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ყო­ფი­ლი გუნ­დის წევ­რი:

- თუ ეს ნა­ბოდ­ვა­რი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა და­ი­ჯე­რეს, ეს ამ ინ­სტი­ტუ­ტის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა იქ­ნე­ბა!

ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, ზურა მოკ­ლუ­ლია. ტუჩ­თან ჰქონ­და ნაჭ­დე­ვი, რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ იყოს მი­ღე­ბუ­ლი, თა­ვის ქა­ლა­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჰე­მა­ტო­მა... ხარ­ში­ლა­ძეს კი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 8 მი­ლი­ო­ნი აქვს შეჭ­მუ­ლი, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აპა­ტია იმის­თვის, რომ ახლა ეს სიბ­ინ­ძუ­რე ეთ­ქვა. დიახ, ხარ­ში­ლა­ძემ ჟვა­ნია 8 მი­ლი­ო­ნად გა­ყი­და. ეს საქ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლის თავ­ზე და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით კი­დია და მას წერ­ტილს და­უს­ვამს.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის პრო­კუ­რო­რი რე­ვაზ ნა­დოი მი­იჩ­ნევს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ე­რის დაც­ვის წევ­რე­ბის ბოლო ჩვე­ნე­ბებს ღი­რე­ბუ­ლე­ბა არა აქვს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ხარ­ში­ლა­ძე თა­ვად ეჭ­ვობ­და, რომ ზურა ჟვა­ნია მოკ­ლუ­ლი იყო" - ვის აწუ­ხებ­და ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რის მზარ­დი რე­ი­ტინ­გი

მა­მუ­კა არე­ში­ძე, ექ­სპერ­ტი: "ხარ­ში­ლა­ძის­­ მო­ნა­თხრობ­ში მთა­ვა­რი ის არის, რომ მან აღი­ა­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის საქ­მის­ მა­სა­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბა. თუმ­ცა, ჯერ არ უთ­ქვამს, ვინ და­ა­ვა­ლა. ამ აღი­ა­რე­ბას კი ვე­რა­ვი­თა­რი სხვა "უხერ­ხუ­ლი თუ დე­ლი­კა­ტუ­რი" თემა ვერ გა­და­ფა­რავს. აღა­რა­ვის აინ­ტერ­ესებს, რა ვი­თა­რე­ბა­ში ნახა მან პრე­მი­ე­რის ცხე­და­რი. მთა­ვა­რია, გა­ვი­გოთ, რო­გორ ან რით გარ­და­იც­ვა­ლა ჟვა­ნია. ამ ჩვე­ნე­ბით ხარ­ში­ლა­ძემ აღი­ა­რა, რომ წინა ჩვე­ნე­ბებ­ში იტყუ­ე­ბო­და. თუმ­ცა ვერც ამ ბოლო ჩვე­ნე­ბით გა­ე­ცა ბევრ კი­თხვას პა­სუ­ხი, პი­რი­ქით, პრე­მი­ე­რის სიკ­ვდი­ლის გარ­ემო­ე­ბა­ნი კი­დევ უფრო ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი გახ­და. მარ­თა­ლია, მან ამ­ჯე­რად იუ­სუ­პო­ვის გვა­მის ბი­ნი­დან გა­ტა­ნა აღი­ა­რა და ამით თით­ქოს მისი ბი­ნა­ში შე­მო­ტა­ნის ამ­ბა­ვი "გა­ა­მა­რთლა", რა­საც თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს,­ მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ადას­ტუ­რებს იმას, რომ ჟვა­ნია და იუ­სუ­პო­ვი მოკ­ლუ­ლე­ბი არ არი­ან. სხვა­თა შო­რის,

ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა მო­მი­თხრო, რომ ღა­მით­ მკვლე­ლო­ბის სცე­ნა თა­ვად ნახა.

მისი თქმით, წყნე­თის გზა­ზე მო­დი­ო­და ეს­კორ­ტი, გა­ჩერ­და ერთ მო­სახ­ვევ­ში, უკა­ნა მან­ქა­ნი­დან, სა­ვა­რა­უდოდ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მან­ქა­ნა­ში (რო­გორც ის ამ­ბობს) ვი­ღაც გა­და­ვი­და, რა­საც გას­რო­ლის ხმა მოჰ­ყვა. ეს თვითმხილ­ვე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ვა­კავ­ში­რე და მან ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ის, რომ დაც­ვის წევ­რებ­მა­ იუ­სუ­პო­ვის ცხე­და­რი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბით გა­ი­ტა­ნეს, მერე მიხ­ვდნენ, რომ სი­სუ­ლე­ლე ჩა­ი­დი­ნეს და უკან შე­მო­ი­ტა­ნეს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მი­ნი­მუმ,­ მათ ის მა­ინც უნდა თქვან, თუ ვისი და­ვა­ლე­ბით ჩა­ი­დი­ნეს ეს და­ნა­შა­უ­ლი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

0

არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს, ისედაც ვის ეპარებოდა ეჭვი ამში 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"

"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"

საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის კობა ხარშილაძის მიერ სასამართლოზე გაკეთებულმა განცხადებამ, რასაც ზურაბ ჟვანიას­ ოჯახის წევრები და მეგობრებიც გამოეხმაურნენ.

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი:

- თუ ეს ნაბოდვარი ნაფიცმა მსაჯულებმა დაიჯერეს, ეს ამ ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა იქნება!

ეჭვი არ მეპარება, ზურა მოკლულია. ტუჩთან ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც არ შეიძლება, სიკვდილის შემდეგ იყოს მიღებული, თავის ქალაზე აღენიშნებოდა ჰემატომა... ხარშილაძეს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი აქვს შეჭმული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია იმისთვის, რომ ახლა ეს სიბ­ინძურე ეთქვა. დიახ, ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა. ეს საქმე სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და მას წერტილს დაუსვამს.

ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრების ბოლო ჩვენებებს ღირებულება არა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ| "ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა ჟვანია მოკლული იყო" - ვის აწუხებდა ქვეყნის პრემიერის მზარდი რეიტინგი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "ხარშილა­ძის­­ მონათხრობში მთავარი ის არის, რომ მან აღიარა პრემიერ-მინისტრის საქმის­ მასალების გაყალბება. თუმცა, ჯერ არ უთქვამს, ვინ დაავალა. ამ აღიარებას კი ვერავითარი სხვა "უხერხული თუ დელიკატური" თემა ვერ გადაფარავს. აღარა­ვის აინტერ­ესებს, რა ვითარებაში ნახა მან პრემიერის ცხედარი. მთავარია, გავიგოთ, როგორ ან რით გარდაიცვალა ჟვანია. ამ ჩვენებით ხარშილაძემ აღიარა, რომ წინა ჩვენებებში იტყუებოდა. თუმცა ვერც ამ ბოლო ჩვენებით გაეცა ბევრ კითხვას პასუხი, პირიქით, პრემიერის სიკვდილის გარ­ემოებანი კიდევ უფრო ბურუსით მოცული გახდა. მართალია, მან ამჯერად იუსუპო­ვის გვამის ბინიდან გატანა აღიარა და ამით თითქოს მისი ბინაში შემოტანის ამბავი "გაამა­რთლა", რასაც თვითმხილველი ჰყავს,­ მაგრამ ეს სულაც არ ადასტურებს იმას, რომ ჟვანია და იუსუპოვი მოკლულები არ არიან. სხვათა შორის,

ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომითხრო, რომ ღამით­ მკვლელობის სცენა თავად ნახა.

მისი თქმით, წყნეთის გზაზე მოდიოდა ესკორტი, გაჩერდა ერთ მოსახვევში, უკანა მანქანიდან, სავარა­უდოდ, ზურაბ ჟვანიას მანქანაში (როგორც ის ამბობს) ვიღაც გადავიდა, რასაც გასროლის ხმა მოჰყვა. ეს თვითმხილველი პროკურატურას დავაკავშირე და მან ჩვენება მისცა. ის, რომ დაცვის წევრებმა­ იუსუპოვის ცხედარი პირადი მოსაზრებით გაიტანეს, მერე მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს და უკან შემოიტანეს, არასერიოზულია. მინიმუმ,­ მათ ის მაინც უნდა თქვან, თუ ვისი დავალებით ჩაიდინეს ეს დანაშაული.

განაგრძეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"