ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პროკურატურას მიმართავს. როგორც ბიზნესმენმა "იმედის კვირაში" განაცხადა, სტიქიის შემდეგ მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებით უკმაყოფილო ადეიშვილის დროინდელმა პროკურებმა მის წინააღმდეგ პროვოკაცია წამოიწყეს.
"6 ივლისს თბილისის პროკურატრამ ჩამოიღო თაროდან ადეიშვილის დროინდელი დამტვერილი ცრუ ბრალდება ჩემს წინააღმდეგ, შეიტანა სასამართლოში და აგრძელებს ჩემს, ჩემი ოჯახისა და ექიმ-ექსპერტების დევნას. ეს ის პროკუროებია, რომლებმაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაგვიჭირა მე და ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი ასევე ექიმ ექსპერტები, მაწამეს, გამოკეტეს უდანაშაულო ადამიანები ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 11 თებერვალს სასამართლომ გამამართლა, ეს პროკურორები არ დასჯილან, უფრო მეტიც, ინარჩუნებენ თანამდებობებს. მოგეხსენებათ, რომ სვანეთის ქუჩის სტიქიით დაზარალებულთა კრებაზე დავაფუძნე დაზარალებულთა კომიტეტი, რომლის ინიციატორი და თავმჯდომარე ვარ მე. კომიტეტი არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება მთავრობასა და დაზარალებულებს შორის. ჩვენი წინადადებები სრულად გაითვალისწინა ქალაქის მთავრობამ და მივიღეთ ძალიან კარგი წესი უძრავი ქონების კომპენსაციის შესახებ. ახლა გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც ითვალისწინებს დაუზღვეველი ავტომობილების მეპატრონეთა და გარდაცვლილთა ოჯახების დახმარებას. ასევე კომიტეტი სვამს კითხვებს, რათა მთავრობა უფრო მომზადებული შეხვდეს, თუ კიდევ მოხდება ანალოგიური სტიქიური უბედურება. სწორედ ეს ჩემი აქტიურობა დაუდეს საფუძვლად ადეიშვილის მონა პროკურორებმა ბინძურ პროვოკაციას, იციან რა ჩემი ემოციური ხასიათი, ეგონათ რომ მე დავიწყებდი მთავრობის ლანძღვა-გინებას. სასამართლოშო 2014 წლის 11 თებერვალს დადგა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარე იყო მთავარი პროკურატურა. რომელსაც განაჩემი არ გაუსაჩივრებია. მე მივმართავ მთავარ პროკურორს თხოვნით, ჩაერის ამ საქმეში და დროულად აღკვეთოს ეს ბინძური პროვოკაცია", - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ელიზბარაშვილი ხვალ მთავარ პროკურორს მიმართავს.
რამდენიმე დღის წინ ელიზბარაშვილმა პროკურორის მისამართით მიმართვა "ფეისბუქის" პირად გვერდზეც გამოაქვეყნა.
"ბატონო პროკურორო,
თქვენ გაინტერესებთ 2003 წელს მივეცი თუ არა ქრთამი ყალბი სამედიცინო დასკვნისთვის ექიმ ხარებავას? და რატომ გიჩნდებათ ეს კითხვა ახლა, 12 წლის მერე, 2015 წლის ივლისში? 2013 წლის თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ხომ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი ადეიშვილის პროკურატურის შეთითხნილი ცრუ ბრალდება იყო და სასამართლომ სრულად გამამართლა.
თქვენთვის დაუჯერებელია, რომ ადამიანმა უანგაროდ აკეთოს სიკეთე?
იცით რამხელა სულიერი სიამოვნება და ბედნიერებაა როცა შეგიძლია დაეხმარო ავადმყოფს, დაუცველს, თუნდაც მიტოვებულ ძაღლს ან სასიკვდილოდ განწირულ დათვის ბელს ? შეგიძლია და აკეთო ეს მადლიანი საქმე, აჩუქო მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა. გისმენთ ახლა თქვენ და მინდა გითხრათ რომ თქვენი, თესლი, სიკეთის თესლი, რომელიც ღმერთმა დაბადებისას ჩაგიდოთ სულში, ჯერ არ არის გაღვივებული, თორემ თქვენთვის ჩემი ქველმოქმედება 2003 წელს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ავადმყოფებისთვის, რომლებსაც არც გათბობა ქონდათ, არც შუქი, არც ცხელი წყალი, არც საკმარისი კვება, არც საწოლი, არც ჰიგიენური პირობები, არც მინები სარკმელში, გაუგებარი არ იქნებოდა", - წერდა ელიზბარაშვილი.