საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა ლორთქიფანიძე: "მესამე ქმარი მყავს, მაგრამ არც ერთ დედამთილთან არ მქონია უთანხმოება"
ქეთა ლორთქიფანიძე: "მესამე ქმარი მყავს, მაგრამ არც ერთ დედამთილთან არ მქონია უთანხმოება"

"ჩემ მიერ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებს რომ ვკი­თხუ­ლობ ან ვუს­მენ, ვნერ­ვი­უ­ლობ ხოლ­მე, არ მინ­და, ვინ­მეს ზედ­მე­ტი რჩე­ვე­ბი მო­ვახ­ვიო თავს ან გან­ვსა­ჯო, მით უმე­ტეს, რომ არ მიყ­ვარს გან­სჯა. ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, ბევ­რი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში, ვარ ამა­ყი იმით, რომ მყავს ხუთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც მა­ბედ­ნი­ე­რე­ბენ და უფ­ლის წყა­ლო­ბით პრობ­ლე­მებს არ მიქ­მნი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ მე ვარ იღ­ბლი­ა­ნი და ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი..." - აღ­ნიშ­ნა ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას. მას ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად ვარ ტრა­დი­ცი­უ­ლი, მაგ­რამ ვი­ნარ­ჩუ­ნებ იმ ტრა­დი­ცი­ებს, რაც ბე­ბია-ბა­ბუ­ის­გან დაგ­ვრჩა და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა შე­მო­ი­ნა­ხეს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ცე შვი­ლებს და არ და­ი­კარ­გოს. იმის გამო, რომ შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა, რიტ­მი, წე­სე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ნელ-ნელა ტრა­დი­ცი­ე­ბი და­ვი­წყე­ბას ეცე­მა, მაგ­რამ მგო­ნი დიდი ძა­ლის­ხმე­ვა არაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ვად­გი­ნოთ.

- წი­ნაპ­რე­ბის მიერ შე­მო­ნა­ხუ­ლი ტრა­დი­ცია ახ­სე­ნეთ, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლია ასე­თი?

- მა­გა­ლი­თად, ტრა­დი­ცი­აა ის, რომ ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს ვზე­ი­მობთ ერ­თად, ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი წელი თუ აღ­დგო­მა. დღემ­დე ჩემი ბე­ბია-ბა­ბუ­ის სახ­ლში ყო­ველ ახალ წელს, ჩემი მშობ­ლე­ბი, მე, ჩემი მე­უღ­ლი­თა და შვი­ლე­ბით, ჩემი ძმა, ასე­ვე მე­უღ­ლით და შვი­ლით, მა­მი­და თა­ვი­სი შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით დღემ­დე ერ­თად ვხვდე­ბით ამ დღე­სას­წა­ულს და ეს მომ­წონს ძა­ლი­ან, რად­გან როცა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით ვართ სავ­სე, ყვე­ლა­ნი ვართ ერ­თად. აღ­დგო­მა­საც ასე­ვე ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკრბი­ბე­ბით და ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ. ჩემი ქმრის ოჯახს თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს, არ შე­იძ­ლე­ბა მას შენი და­ა­ჯა­ხო, ამი­ტომ ასე­თი მე­თო­დი შე­ვი­მუ­შა­ვე, ერთ აღ­დგო­მას მივ­დი­ვარ ჩემი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­ში, მო­მა­ვა­ლი წლის აღ­დგო­მას კი - ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ებ­ში ვიკ­რი­ბე­ბით. ვთვლი, რომ ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს. მე­ტიც, პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და ის სი­ტუ­ა­ცია, როცა ოჯახ­ში სამი თა­ო­ბა ერ­თად ცხოვ­რობ­და, მგო­ნია, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის აღ­ზრდის­თვის.

სამ­წუ­ხა­როდ, მე ასე ვერ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ურ­თი­ერ­თო­ბას უფ­როს თა­ო­ბას­თან.

- თუმ­ცა, ოჯახ­ში სა­დაც რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა ცხოვ­რობს, ხში­რია ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი...

- კი ბა­ტო­ნო, არის ეს ფაქ­ტო­რიც და ჩემ ირ­გვლივ ბევ­რი ამ პრობ­ლე­მით ცხოვ­რობს, მაგ­რამ მე არას­დროს შემ­ხე­ბია ეს... იცით, რომ მე ახლა მე­სა­მე მე­უღ­ლე მყავს, მაგ­რამ არც ახლა და არც წინა ოჯახ­ში არ მქო­ნია ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი და რა­ი­მე სა­ხის უთან­ხმო­ე­ბა. ზო­გა­დად რთუ­ლია, ისა­უბ­რო ამა­ზე, რად­გან ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვს სა­კი­თხი­სად­მი, თუმ­ცა, დღეს დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი ჩემ­თან რომ არ ცხოვ­რობს, ეს ჩემ­თვის პრობ­ლე­მაა. დღე­ვან­დე­ლი დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მერე სახ­ლში რომ მი­დი­ხარ და არა­ვინ გხვდე­ბა, ძა­ლი­ან ძნე­ლია. მინ­და, სახ­ლში ვი­ღაც დამ­ხვდეს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყოს ცხე­ლი სა­დი­ლი. მე თვი­თო­ნაც ვიზ­რუ­ნო იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ ჩემ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცე­ბი უნდა დათ­მოს ოჯახ­ში ახალ­მა შე­სულ­მა, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ გოგო უნდა აღი­ზარ­დოს ისე, რომ მზად იყოს, შე­ვი­დეს ახალ ოჯახ­ში და იმ ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­ი­ხა­დოს თა­ვი­სად, შე­ერ­წყას იმ ოჯა­ხის წე­სებ­სა და ადათს და არ იყოს ამო­ვარ­დნი­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ოჯახს ქმნის, ალ­ბათ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უდნა ჰქო­დეს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ოჯა­ხე­ბი ძი­რი­თა­დად ასე არ ცხოვ­რო­ბენ. ყვე­ლას თა­ვი­სი კუ­თხე უნდა და ესეც მეს­მის. გარ­და ამი­სა, არის ფარ­თის პრობ­ლე­მაც, როცა სახ­ლში ყვე­ლას თა­ვი­სი კუ­თხე აქვს, ერ­თად ცხოვ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მუ­რი ხდე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ქეთა ლორთქიფანიძე: "მესამე ქმარი მყავს, მაგრამ არც ერთ დედამთილთან არ მქონია უთანხმოება"

ქეთა ლორთქიფანიძე: "მესამე ქმარი მყავს, მაგრამ არც ერთ დედამთილთან არ მქონია უთანხმოება"

"ჩემ მიერ მიცემულ ინტერვიუებს რომ ვკითხულობ ან ვუსმენ, ვნერვიულობ ხოლმე, არ მინდა, ვინმეს ზედმეტი რჩევები მოვახვიო თავს ან განვსაჯო, მით უმეტეს, რომ არ მიყვარს განსჯა. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ბევრი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, ვარ ამაყი იმით, რომ მყავს ხუთი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებიც მაბედნიერებენ და უფლის წყალობით პრობლემებს არ მიქმნიან. ეს ყველაფერი კი მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე ვარ იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი..." - აღნიშნა ქეთა ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბრისას. მას ოჯახურ ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

- რთული სათქმელია, რამდენად ვარ ტრადიციული, მაგრამ ვინარჩუნებ იმ ტრადიციებს, რაც ბებია-ბაბუისგან დაგვრჩა და ჩემმა მშობლებმა შემოინახეს. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გადავცე შვილებს და არ დაიკარგოს. იმის გამო, რომ შეიცვალა ცხოვრება, რიტმი, წესები, ურთიერთობები, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ტრადიციები დავიწყებას ეცემა, მაგრამ მგონი დიდი ძალისხმევა არაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღვადგინოთ.

- წინაპრების მიერ შემონახული ტრადიცია ახსენეთ, კონკრეტულად რომელია ასეთი?

- მაგალითად, ტრადიციაა ის, რომ ყველა დღესასწაულს ვზეიმობთ ერთად, ეს იქნება ახალი წელი თუ აღდგომა. დღემდე ჩემი ბებია-ბაბუის სახლში ყოველ ახალ წელს, ჩემი მშობლები, მე, ჩემი მეუღლითა და შვილებით, ჩემი ძმა, ასევე მეუღლით და შვილით, მამიდა თავისი შვილებით და შვილიშვილებით დღემდე ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს და ეს მომწონს ძალიან, რადგან როცა ბედნიერები ვართ, დადებითი ემოციებით ვართ სავსე, ყველანი ვართ ერთად. აღდგომასაც ასევე ყველანი ერთად ვიკრბიბებით და ერთად აღვნიშნავთ. ჩემი ქმრის ოჯახს თავისი ტრადიციები აქვს, არ შეიძლება მას შენი დააჯახო, ამიტომ ასეთი მეთოდი შევიმუშავე, ერთ აღდგომას მივდივარ ჩემი მეუღლის ნათესავებში, მომავალი წლის აღდგომას კი - ლორთქიფანიძეებში ვიკრიბებით. ვთვლი, რომ ნათესაური კავშირი შენარჩუნებული უნდა იყოს. მეტიც, პირადად მე ძალიან მომწონდა ის სიტუაცია, როცა ოჯახში სამი თაობა ერთად ცხოვრობდა, მგონია, რომ ეს აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის.

სამწუხაროდ, მე ასე ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ურთიერთობას უფროს თაობასთან.

- თუმცა, ოჯახში სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს, ხშირია ინტერესთა კონფლიქტი...

- კი ბატონო, არის ეს ფაქტორიც და ჩემ ირგვლივ ბევრი ამ პრობლემით ცხოვრობს, მაგრამ მე არასდროს შემხებია ეს... იცით, რომ მე ახლა მესამე მეუღლე მყავს, მაგრამ არც ახლა და არც წინა ოჯახში არ მქონია ჩემი მეუღლის მშობლებთან კონფლიქტი და რაიმე სახის უთანხმოება. ზოგადად რთულია, ისაუბრო ამაზე, რადგან ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს საკითხისადმი, თუმცა, დღეს დედამთილ-მამამთილი ჩემთან რომ არ ცხოვრობს, ეს ჩემთვის პრობლემაა. დღევანდელი დატვირთული რეჟიმის მერე სახლში რომ მიდიხარ და არავინ გხვდება, ძალიან ძნელია. მინდა, სახლში ვიღაც დამხვდეს, სამზარეულოში იყოს ცხელი სადილი. მე თვითონაც ვიზრუნო იმ ადამიანებზე, რომლებიც ზრუნავენ ჩემზე. ადამიანები ვართ და საერთო ენის გამონახვა შეიძლება, რაღაცები უნდა დათმოს ოჯახში ახალმა შესულმა, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ გოგო უნდა აღიზარდოს ისე, რომ მზად იყოს, შევიდეს ახალ ოჯახში და იმ ოჯახის ტრადიციები გაიხადოს თავისად, შეერწყას იმ ოჯახის წესებსა და ადათს და არ იყოს ამოვარდნილი. როდესაც ადამიანი ოჯახს ქმნის, ალბათ გათვითცნობიერებული უდნა ჰქოდეს ეს მდგომარეობა, მაგრამ დღევანდელი ოჯახები ძირითადად ასე არ ცხოვრობენ. ყველას თავისი კუთხე უნდა და ესეც მესმის. გარდა ამისა, არის ფართის პრობლემაც, როცა სახლში ყველას თავისი კუთხე აქვს, ერთად ცხოვრება ნაკლებად პრობლემური ხდება.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება