როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება

ნაკლები თვითშეფასება და საკუთარ თავის რწმენის დაკარგვა ადამიანებს ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში, კონტაქტების დამყარებაში, საკუთარი თავის რეალიზებაში და პრობლემების მოგვარებაში. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი, პირველ რიგში, თვითშეფასება უნდა აიმაღლოთ.

.

ნაბიჯი პირველი

იმისათვის რომ თვითშეფასება აიმაღლოთ, პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე ფასეული და როგორი ცხოვრებით გინდათ იცხოვროთ. შეაფასეთ თქვენი გეგმები და განიხილეთ ისინი დღესვე.

ნაბიჯი მეორე

იმისათვის, რომ საკუთარი თვის რწმენა არ დაკარგოთ, დაივიწყეთ და აპატიეთ თქვენს თავს წარსული შეცდომები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარსულისგან სულ უნდა გათავისუფლდეთ, მაგრამ ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენზე იბატონოს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელისშემშლელია თქვენი წარმატებისთვის. გაათავისუფლეთ რაც შეიძლება მეტი ადგილი სასიამოვნო მოგონებებისთვის.

ნაბიჯი მესამე

წარუმატებლობის მიზეზი საკუთრ თავში ეძიეთ და არა - სხვებში. მუდმივად სხვების დადანაშაულება, სხვებზე დამოკიდებულს გხდით. წარმატებული ადამიანი კი თავად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას და ყოველთვის პოულობს გამოსავალს ნებისმიერი პრობლემიდან.

ნაბიჯი მეოთხე

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მოვლენა შეიძლება სხვადასხვანაირად შეაფასოთ. თუ სირთულეებს მართლაც სხვადასხვა პოზიციიდან შეხედავთ, აუცილებლად ისწავლით მათზე მშვიდად რეაგირებას და ადამიანებისადმი მოთმინებას, რითაც კიდევ უფრო გაზრდით საკუთარ თვითშეფასებას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს