გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე ცნობილ საოპერო მომღერალს, ზურაბ სოტკილავას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მან დაგეგმილი კონცერტების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო…
როგორც წერდნენ, სოტკილავამ ავადმყოფობაზე მას შემდეგ მიიტანა ეჭვი, რაც საგრძნობლად დაიკლო წონაში და გულისა და მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. მან ონკოლოგიურ ცენტრს მიაკითხა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარეს, სადაც ანალიზებმა თავდაპირველად არაფერი აჩვენა, რის შემდეგაც მომღერალი გერმანიაში გაემგზავრა. იქ კი გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. სოტკილავას გერმანიაში მისი ძველი მეგობარი, მწერალი ალექსანდრე პოტემნიკი დაეხმარა. საოპერო მომღერალს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა, შემდეგ კი ქიმიოთერაპიის კურსი დაენიშნა.
ვითარებაში გასარკვევად ზურაბ სოტკილავას მოსკოვში დავუკავშირდით, ტელეფონს მისმა მეუღლემ უპასუხა და საგანგებო განცხადების გავრცელებაც გვთხოვა...