პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!" - უხეში, მაგრამ კრეატიული ქართული ვიდეოარტი ტელემაყურებლის წინააღმდეგ
"გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!" - უხეში, მაგრამ კრეატიული ქართული ვიდეოარტი ტელემაყურებლის წინააღმდეგ

"შენ ხარ გა­მო­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლი!" - ამ ში­ნა­არ­სის პლა­კა­ტებს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ნა­ხავთ, რაც იმ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც "გა­მო­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლო­ბას­თან" ბრძო­ლას ისა­ხავს მიზ­ნად.

Youtube-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­არ­ტის ავ­ტო­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, სა­ხე­ლად Antitv-ა. აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­არტს Youtube-ზე გან­თავ­სე­ბის დღი­დან (2015 წლის 8 ივ­ლი­სი), მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ნახ­ვა აქვს, მაგ­რამ ტექ­სტმა და ვი­დე­ომ, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის გამო, Ambebi.ge-ს რე­დაქ­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

წყა­რო: Youtube/Antitv

"შენ ხარ გა­მო­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლი!

მი­ცა­ნი? მე ვარ შენ, ან შენი რო­მე­ლი­მე გა­მო­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლი, ტვინ­გა­მო­რე­ცხი­ლი მე­გო­ბა­რი. შენ­სა­ვით თურ­ქუ­ლი საპ­ნის სუ­ნით ვყარ­ვარ; საპ­ნის, რო­მე­ლიც გა­ბინ­ძუ­რებს. შენ­სა­ვით მო­სა­წყე­ნი, უინ­ტე­რე­სო და ერ­თფე­რო­ვა­ნი ვარ. მიხ­ვდი ახა­ლა? - შენ ხარ მე, და მე მთე­ლი ქვე­ყა­ნა ვარ!

შენი ტვი­ნიც, დიდი ხა­ნია, ამ ეკ­რა­ნი­ვით გაბრტყელ­და და გლუ­ვი გახ­და. იმა­საც ვერ ხვდე­ბი, რომ რაც უფრო ფარ­თო­ეკ­რა­ნი­ან ტე­ლე­ვი­ზორ­ში იხდი მძღ*ვით ფულს, მით უფრო ვიწ­როვ­დე­ბა შენი თვალ­სა­წი­ე­რი. შენც ძვე­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი­ვით თავ­ში წა­მორ­ტყმა გჭირ­დე­ბა...

გა­მო­ფხიზ­ლდი, გა­მო­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლო!

მთელ შენს ცხოვ­რე­ბას ისე­თი­ვე ყუთ­ში ატა­რებ, რო­მელ­შიც ადრე თუ გვი­ან შენს გა­მოპ­რან­ჭულ გვამს ჩა­აწ­ვე­ნენ. და ერთ-ორ მუჭა ცრემლნა­რევ მი­წას მი­აყ­რი­ან, ან უც­რემ­ლოს... ვინ იცის...

ტე­ლე­ვი­ზო­რი პან­დო­რას ყუ­თია. პან­დო­რას ყუთი, რო­მელ­შიც იმე­დი არ დევს. უფრო სწო­რად, "იმე­დი" დევს, მაგ­რამ ორო­სა­ნი ტი­პე­ბი­თაა სავ­სე.

მა­ს­მე­დი­ა­ნო­ბაა ჩვე­ნი ახა­ლი მრწამ­სი?! მა­შინ დროა, მოსე კი­დევ ერთხელ ჩა­მო­ვი­დეს სი­ნას მთი­დან და თი­ხის ფირ­ფი­ტა­ზე ამოტვიფ­რუ­ლი ათი­ვე მცნე­ბა კი­დევ ერთხელ გა­დაგ­ვა­ლე­წოს თავ­ზე. მე­თერ­თმე­ტეც უნდა და­უ­მა­ტოს, - "არ ჭამო თურ­ქუ­ლი სა­პო­ნი".

პოზა პირ­ვე­ლი, პოზა მე­ო­რე, პოზა მე­სა­მე... გგო­ნია, ის­ვე­ნებ. რთავ ტე­ლე­ვი­ზორს. პირ­ვე­ლი სა­ხე­ში გხვდე­ბა აუ­ტა­ნე­ლი სი­ფა­თი ვი­ღაც ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის. ის ისევ ვი­ღა­ცის შო­უ­ში, ისევ როლ­შია ვი­ღა­ცის სა­ცო­ლის. კი­თხვა გიჩ­ნდე­ბა, - გა­მოც­ვლა მო­უ­წევს კი­დევ რამ­დე­ნი სა­წო­ლის...

გგო­ნია, შენ მარ­თავ პულტს? თვი­თონ გმარ­თავს პულ­ტი! კუ­ზა­ნოვ­თან აწყო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის კულ­ტი.

"ეთა­მა­შე ვარ­სკვლავს", "ეცეკ­ვე ვარ­სკვლავს", "გა­ა­ცი­ნე და მო­უ­გე ვარ­სკვლავს"... ნე­ბის­მი­ე­რი ზმნა აიღე და უბ­რა­ლოდ, მო­ურ­გე "ვარ­სკვლავს".

ეს მარ­გი­ნა­ლე­ბი და მაქ­ცი­ე­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბად ჩვენ თვი­თონ ვაქ­ცი­ეთ. მაღ­ლა ავიყ­ვა­ნეთ და ცაზე მი­მო­ვაბ­ნი­ეთ...

ვუ­ყუ­რებთ პრო­ფილ­ში და ან­ფას­ში. ყო­ველ ზედ­მეტ კი­ლოგ­რამს ვამ­ჩნევთ ღიპ­ზე, ტრა*ზე და ფე­ხებ­ზე; ფე­ხებ­ზე, რო­მელ­ზეც მათ კი­დი­ხარ შენ, ვკი­დი­ვარ მე, ყვე­ლა­ნი ვკი­დი­ვართ!

ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის რო­ბო­ტე­ბიც კი ადა­მი­ა­ნის სა­ხეს იძე­ნენ. ჩვენ კი სა­კუ­თა­რი სახე დავ­კარ­გეთ და შე­ხე­დე, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით: ჩვენ გა­მო­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ.

მე მოს­ვე­ნე­ბას არ მოგ­ცემ;

მო­კა­ლი შენ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი!"

იხი­ლეთ ვი­დეო

"გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!" - უხეში, მაგრამ კრეატიული ქართული ვიდეოარტი ტელემაყურებლის წინააღმდეგ

"გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!" - უხეში, მაგრამ კრეატიული ქართული ვიდეოარტი ტელემაყურებლის წინააღმდეგ

"შენ ხარ გამოტელევიზორებული!" - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის ქუჩებში ნახავთ, რაც იმ ინტერნეტპროექტის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც "გამოტელევიზორებულობასთან" ბრძოლას ისახავს მიზნად.

Youtube-ზე განთავსებული სამწუთიანი ვიდეოარტის ავტორი მომხმარებელი, სახელად Antitv-ა. აღნიშნულ ვიდეოარტს Youtube-ზე განთავსების დღიდან (2015 წლის 8 ივლისი), მხოლოდ რამდენიმე ათეული ნახვა აქვს, მაგრამ ტექსტმა და ვიდეომ, ინტერნეტმომხმარებლებისგან განსხვავებით, კრეატიულობის გამო, Ambebi.ge-ს რედაქციის ყურადღება მიიპყრო.

წყარო: Youtube/Antitv

"შენ ხარ გამოტელევიზორებული!

მიცანი? მე ვარ შენ, ან შენი რომელიმე გამოტელევიზორებული, ტვინგამორეცხილი მეგობარი. შენსავით თურქული საპნის სუნით ვყარვარ; საპნის, რომელიც გაბინძურებს. შენსავით მოსაწყენი, უინტერესო და ერთფეროვანი ვარ. მიხვდი ახალა? - შენ ხარ მე, და მე მთელი ქვეყანა ვარ!

შენი ტვინიც, დიდი ხანია, ამ ეკრანივით გაბრტყელდა და გლუვი გახდა. იმასაც ვერ ხვდები, რომ რაც უფრო ფართოეკრანიან ტელევიზორში იხდი მძღ*ვით ფულს, მით უფრო ვიწროვდება შენი თვალსაწიერი. შენც ძველი ტელევიზორივით თავში წამორტყმა გჭირდება...

გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!

მთელ შენს ცხოვრებას ისეთივე ყუთში ატარებ, რომელშიც ადრე თუ გვიან შენს გამოპრანჭულ გვამს ჩააწვენენ. და ერთ-ორ მუჭა ცრემლნარევ მიწას მიაყრიან, ან უცრემლოს... ვინ იცის...

ტელევიზორი პანდორას ყუთია. პანდორას ყუთი, რომელშიც იმედი არ დევს. უფრო სწორად, "იმედი" დევს, მაგრამ ოროსანი ტიპებითაა სავსე.

მასმედიანობაა ჩვენი ახალი მრწამსი?! მაშინ დროა, მოსე კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს სინას მთიდან და თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული ათივე მცნება კიდევ ერთხელ გადაგვალეწოს თავზე. მეთერთმეტეც უნდა დაუმატოს, - "არ ჭამო თურქული საპონი".

პოზა პირველი, პოზა მეორე, პოზა მესამე... გგონია, ისვენებ. რთავ ტელევიზორს. პირველი სახეში გხვდება აუტანელი სიფათი ვიღაც ქართველი ვარსკვლავის. ის ისევ ვიღაცის შოუში, ისევ როლშია ვიღაცის საცოლის. კითხვა გიჩნდება, - გამოცვლა მოუწევს კიდევ რამდენი საწოლის...

გგონია, შენ მართავ პულტს? თვითონ გმართავს პულტი! კუზანოვთან აწყობილი ვარსკვლავების კულტი.

"ეთამაშე ვარსკვლავს", "ეცეკვე ვარსკვლავს", "გააცინე და მოუგე ვარსკვლავს"... ნებისმიერი ზმნა აიღე და უბრალოდ, მოურგე "ვარსკვლავს".

ეს მარგინალები  და მაქციები ვარსკვლავებად ჩვენ თვითონ ვაქციეთ. მაღლა ავიყვანეთ და ცაზე მიმოვაბნიეთ...

ვუყურებთ პროფილში და ანფასში. ყოველ ზედმეტ კილოგრამს ვამჩნევთ ღიპზე, ტრა*ზე და ფეხებზე; ფეხებზე, რომელზეც მათ კიდიხარ შენ, ვკიდივარ მე, ყველანი ვკიდივართ!

ჩვენი საუკუნის რობოტებიც კი ადამიანის სახეს იძენენ. ჩვენ კი საკუთარი სახე დავკარგეთ და შეხედე, როგორ გამოვიყურებით: ჩვენ გამოტელევიზორებულები ვართ.

მე მოსვენებას არ მოგცემ;

მოკალი შენში ტელევიზორი!"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია