მოხუცებული წყვილი კალიფორნიიდან - ალექსანდრი და ჟანეტ ტოჩკოები ერთად 75 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, რამდენიმე დღის წინ კი წუთისოფელი ერთმანეთთან ჩახუტებულმა დატოვეს. გარდაცვალების დროს შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე საათი იყო. მათ თავიანთი სიყვარული ბოლომდე გაიტანეს. მოხუცების უკანასკნელი ჩახუტება მათმა ქალიშვილმა ემე ტოჩკო კაშმენმა გადაიღო.
სიკვდილის დროს ალექსანდრი და ჟანეტი 95 წლისები იყვნენ, ერთმანეთს 8 წლიდან იცნობდნენ, 1940 წელს კი დაქორწინდნენ. რამდენიმე კვირის წინ ალექსანდრმა გვერდი დაიზიანა და ლოგინად ჩავარდა. ჟანეტიც ავადმყოფობდა. ადგილობრივმა საავადმყოფომ გამოუყო მათ ადგილი და შეეძლოთ ერთმანეთის გვერდით წოლილიყვნენ. "დამელოდე, მეც მალე მოვალ" - ჩასჩურჩულა ჟანეტმა მეუღლეს, როდესაც ალექსანდრი გარდაიცვალა.
"მათი გულები უნისონში მუშაობდნენ რაც თავი მახსოვს. მედდამ გვითხრა, რომ ეს ყველაზე შთამბეჭდავი რამ იყო, რაც ცხოვრებაში ენახა - თუ როგორ წავიდნენ იმქვეყნად ორივენი ერთად", - განაცხადა წყვილის ქალიშვილმა ემიმ. ცოლ-ქმარს ხუთი შვილი, ათი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი დარჩათ.