მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწევამ შესაძლოა, შიზოფრენია ან ფსიქოზი გამოიწვიოს
მოწევამ შესაძლოა, შიზოფრენია ან ფსიქოზი გამოიწვიოს

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას შე­უძ­ლია ფსი­ქი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ისე­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა ში­ზოფ­რე­ნია ან ფსი­ქო­ზი. მკვლე­ვა­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს ამ და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 300 000 ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ის­ტო­რია, რომ­ლებ­ზეც დაკ­ვირ­ვე­ბა 1980 წლი­დან 2014 წლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ში­ზოფ­რე­ნი­ით და ფსი­ქო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მწე­ვე­ლე­ბის რი­ცხვი სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ში­ზოფ­რე­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ არამ­წე­ვე­ლებს. 

გა­მოკ­ვლე­ვებ­მა მეც­ნი­ე­რებს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და­ესკვნათ, რომ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა პრო­ვო­ცი­რე­ბას უწევს ფსი­ქი­ურ აშ­ლი­ლო­ბებს და არა პი­რი­ქით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ის ნერ­ვებს აწყნა­რებს, მცდა­რია. მეც­ნი­ე­რე­ბი ამას ხსნი­ან იმით, რომ ნი­კო­ტი­ნი ჰორ­მონ დო­ფა­მი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უშ­ლის ხელს, ამას კი თა­ვის მხრივ ფსი­ქი­კის მოქ­მე­დე­ბის დარ­ღვე­ვა მოყ­ვე­ბა.

"ჩვენ­მა კვლე­ვებ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ მო­წე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­ღოთ ფსი­ქი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ვა­რა­უ­დო რისკ ფაქ­ტო­რად," - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა ჯე­იმს მა­კა­ბიმ. "ჰორ­მონ დო­ფა­მი­ნის ზედ­მე­ტი დო­ზით გა­მო­ყო­ფა პირ­და­პირ იწ­ვევს ში­ზოფ­რე­ნი­ის ნიშ­ნებს", - დას­ძი­ნა პრო­ფე­სორ­მა რო­ბინ მი­უ­რე­იმ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thelancet.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მოწევამ შესაძლოა, შიზოფრენია ან ფსიქოზი გამოიწვიოს

მოწევამ შესაძლოა, შიზოფრენია ან ფსიქოზი გამოიწვიოს

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სიგარეტის მოწევას შეუძლია ფსიქიური აშლილობა გამოიწვიოს, ისეთები, როგორიცაა შიზოფრენია ან ფსიქოზი. მკვლევარებმა შეისწავლეს ამ დაავადებით დაავადებული 300 000 ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია, რომლებზეც დაკვირვება 1980 წლიდან 2014 წლამდე მიმდინარეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიით და ფსიქოზით დაავადებული მწეველების რიცხვი სამჯერ აღემატებოდა შიზოფრენიით დაავადებულ არამწეველებს. 

გამოკვლევებმა მეცნიერებს მისცა საშუალება დაესკვნათ, რომ სიგარეტის მოწევა პროვოცირებას უწევს ფსიქიურ აშლილობებს და არა პირიქით. გავრცელებული მოსაზრება, რომ ის ნერვებს აწყნარებს, მცდარია. მეცნიერები ამას ხსნიან იმით, რომ ნიკოტინი ჰორმონ დოფამინის გამომუშავებას უშლის ხელს, ამას კი თავის მხრივ ფსიქიკის მოქმედების დარღვევა მოყვება.

”ჩვენმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მოწევა აუცილებლად უნდა მივიღოთ ფსიქიური დაავადებების წარმოშობის სავარაუდო რისკ ფაქტორად,” - განაცხადა ექიმმა ჯეიმს მაკაბიმ. ”ჰორმონ დოფამინის ზედმეტი დოზით გამოყოფა პირდაპირ იწვევს შიზოფრენიის ნიშნებს”, - დასძინა პროფესორმა რობინ მიურეიმ.

მომზადებულია thelancet.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს