პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ახალი მოწმე ლიკა კიკიანის საქმეში და რა აუდიოჩანაწერს ფლობს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე
ვინ არის ახალი მოწმე ლიკა კიკიანის საქმეში და რა აუდიოჩანაწერს ფლობს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე

კუს ტბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­დგე­ნას გეგ­მავს, რო­მე­ლიც მისი თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს. მა­სა­ლა­ში, რო­მელ­საც ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე ფლობს, ერთ-ერთი მოწ­მე ყვე­ბა, რო­გორ გა­უს­წორ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კლუბ "ვი­ტა­მი­ნის" მე­ნე­ჯერს.

მოწ­მე შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­შიც ფი­გუ­რი­რებს და სწო­რედ მას ასა­ხე­ლებ­და ლიკა კი­კი­ა­ნი თვითმხილ­ველ­თა შო­რის, რო­მელ­მაც, კი­კი­ა­ნის თქმით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზე­წო­ლის გამო ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. მა­მა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ამ მას გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე ზე­წო­ლის ქვეშ ცრუ ჩვე­ნე­ბა და­ა­წე­რი­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­ჭე­რით და­ე­მუქ­რა. მა­მა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამ მუ­ქა­რის გამო მოწ­მეს გა­მო­ჩე­ნა არ სურს.

"ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ად­გი­ლი ცე­მის ფაქტს. მე მაქვს გარ­კვე­უ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას ამ ეტაპ­ზე მე არ მი­ვიჩ­ნევ სა­ჭი­როდ. ის პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დებს, რომ ლიკა კი­კი­ანს იმ დღეს ნამ­დვი­ლად სცემ­დნენ და მო­ათ­რევ­დნენ ცე­მით. ამას ის უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრო, ვერ გა­უძ­ლო, მი­ვი­და და ჩა­ე­რია ინ­ცი­დენ­ტში. რის შემ­დე­გაც მისი და­კა­ვე­ბაც მოხ­და. ჩა­ე­რივ­ნენ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და ეს ადა­მი­ა­ნი იმის გამო, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან, სწო­რედ ამის სა­ნაც­ვლოდ მოხ­და ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა", - გა­ნა­ცხა­და მა­მა­ლა­ძემ "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში.

მოწ­მე, ვის­ზეც მა­მა­ლა­ძე სა­უბ­რობს, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ლიკა კი­კი­ან­მაც ახ­სე­ნა. კი­კი­ა­ნის თქმით, რო­დე­საც მას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, ორი ახალ­გაზ­რდა ბიჭი და­ეხ­მა­რა. კი­კი­ა­ნის თქმით, სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ისი­ნიც სცე­მეს.

მოწ­მე სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ ვი­დე­მა­სა­ლა­შიც ფი­გუ­რი­რებს, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

მა­მა­ლა­ძე აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­და­ცე­მას აპი­რებს.

ვინ არის ახალი მოწმე ლიკა კიკიანის საქმეში და რა აუდიოჩანაწერს ფლობს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე

ვინ არის ახალი მოწმე ლიკა კიკიანის საქმეში და რა აუდიოჩანაწერს ფლობს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე

კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე პროკურატურაში ახალი მტკიცებულების წარდგენას გეგმავს, რომელიც მისი თქმით, პოლიციელების ბრალეულობას ამტკიცებს. მასალაში, რომელსაც ირაკლი მამალაძე ფლობს, ერთ-ერთი მოწმე ყვება, როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები კლუბ ”ვიტამინის” მენეჯერს.

მოწმე შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებშიც ფიგურირებს და სწორედ მას ასახელებდა ლიკა კიკიანი თვითმხილველთა შორის, რომელმაც, კიკიანის თქმით, მოგვიანებით ზეწოლის გამო ჩვენება შეცვალა. მამალაძე აცხადებს, რომ პოლიციამ მას განყოფილებაში მიყვანისთანავე ზეწოლის ქვეშ ცრუ ჩვენება დააწერინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა. მამალაძის ინფორმაციით, სწორედ ამ მუქარის გამო მოწმეს გამოჩენა არ სურს.

”ნამდვილად ჰქონდა ადგილი ცემის ფაქტს. მე მაქვს გარკვეული აუდიოჩანაწერები ამასთან დაკავშირებით. ამის გასაჯაროვებას ამ ეტაპზე მე არ მივიჩნევ საჭიროდ. ის პირად საუბრებში აცხადებს, რომ ლიკა კიკიანს იმ დღეს ნამდვილად სცემდნენ და მოათრევდნენ ცემით. ამას ის უშუალოდ შეესწრო, ვერ გაუძლო, მივიდა და ჩაერია ინციდენტში. რის შემდეგაც მისი დაკავებაც მოხდა. ჩაერივნენ მაღალჩინოსნები და ეს ადამიანი იმის გამო, რომ გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობიდან, სწორედ ამის სანაცვლოდ მოხდა ჩვენების შეცვლა", - განაცხადა მამალაძემ "კურიერთან" საუბარში.

მოწმე, ვისზეც მამალაძე საუბრობს, ვიდეოჩანაწერში ლიკა კიკიანმაც ახსენა. კიკიანის თქმით, როდესაც მას პოლიციელები უსწორდებოდნენ, ორი ახალგაზრდა ბიჭი დაეხმარა. კიკიანის თქმით, სამართალდაცველებმა ისინიც სცემეს.

მოწმე სავარაუდოდ, იმ ვიდემასალაშიც ფიგურირებს, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გაავრცელა.

მამალაძე აუდიოჩანაწერის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ