ცოტა ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ერთისთვის მინდოდა შემეგინებინა, - განაცხადა ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრობისას.
ლევან ღვინჯილიას აღშფოთება მისი სტატუსის კომენტარებმა გამოიწვია, სადაც, მისი თქმით, ადამიანები თემასთან აბსოლუტურად შეუსაბამო და აბსურდულ მოსაზრებებს წერდნენ. მან წინადადებით მიმართა ვებ-პორტალ "ამბები.გე"-ს მესვეურებს, საკუთარ მასალებზე კომენტარების მსურველთა იდენტიფიცირება მოახდინონ.
ენათმეცნიერმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იყიდება. სტატუსი ქართულმა ვებ პორტალებმა გაავრცელეს, მათ შორის "ამბები.გე"-მ.