საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა
თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა ფრან­გულ მხა­რეს­თან მე­ო­რე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ძა­ლა­ში დღე­ი­დან შე­ვი­და და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 1-ელი იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა.

რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ფრან­გულ მხა­რეს­თან მსგავ­სი სა­ხის ხელშკე­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და. "მე­ო­რე ეტა­პი უკვე და­ვას­რუ­ლეთ. დღეს ხელი მო­ვა­წე­რეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ფრან­გებ­მა სა­ო­ცა­რი ხა­რის­ხის პარტნი­ო­რო­ბა, მო­წა­დი­ნე­ბა, ნდო­ბა გვაჩ­ვე­ნეს. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­რე­შე არ მი­ი­ღე­ბა, რად­გან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იყო ისე­თი ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ უკვე შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ არა­ნა­ირ ემ­ბარ­გო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში აღარ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ რამ­დე­ნი­მე მი­ზანს, მათ შო­რის, თე­მის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია მო­ვახ­დი­ნეთ და ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ძირ­კვე­ლი მი­ვი­ღეთ იმის­თვის, რომ ნე­ბის­მი­ერ ჩვენს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტის­თვის ვე­ლა­პა­რა­კოთ. კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ ორი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რო­გორც ში­ნა­არ­სით, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ფრან­გულ კომ­პა­ნი­ებს პარტნი­ო­რო­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და: "დიდი მად­ლო­ბა ფრან­გულ მხა­რეს, ფრან­გულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ამ კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ებს იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი ეს პრო­ცე­სი პარტნი­ო­რო­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წარ­მა­ტე­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით წა­რი­მარ­თა. ეს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ყვე­ლა გვერ­დსა და დე­ბუ­ლე­ბა­ში ჩანს".

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის სა­კი­თხებ­სა და მის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთა­ვარ­სარ­დალ­თან და პარ­ლა­მენ­ტში, ნდო­ბის ჯგუ­ფის ფორ­მატ­ში გეგ­მავს შეხ­ვედ­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში დღეიდან შევიდა და მისი განხორციელება 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფრანგულ მხარესთან მსგავსი სახის ხელშკერულებების გაფორმება პოლიტიკური ნების გარეშე ვერ მოხდებოდა. "მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ფრანგებმა საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა გვაჩვენეს. ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, პოლიტიკური ნების გარეშე არ მიიღება, რადგან, საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ისეთი ცალსახა პოზიცია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის, თემის დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ფუნდამენტური საძირკველი მივიღეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის ველაპარაკოთ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით", - განაცხადა მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგულ კომპანიებს პარტნიორობის მაღალი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა: "დიდი მადლობა ფრანგულ მხარეს, ფრანგულ სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით წარიმართა. ეს ამ ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დებულებაში ჩანს".

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების დეტალების საკითხებსა და მის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მთავარსარდალთან და პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში გეგმავს შეხვედრებს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე