რუსეთში მცხოვრებმა ოპერის მომღერალმა, ზურაბ სოტკილავამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაგეგმილი კონცერტები გადადო. მომღერალს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - კუწქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 თვის წინ გაურესდა. მან ექიმებს მუცლისა და გულმკერდის არეში მწვავე ტკივილების ჩივილით მიმართა.
რამდენიმე თვეში მომღერალმა წონაში 25 კგ დაიკლო. ონკოლოგიურმა გამოკვლევამ თავდაპირველად არაფერი გამოავლინა. სამწუხარო დიაგნოზი ზურაბ სოტკილავას გერმანულ კლინიკაში დაუსვეს. მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მას შემდე ზურაბ სოტკილავა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. მას გამოჯანმრთელებისა და შემოქმედებით საქმიანობასთან დაბრუნების იმედი აქვს.
"ექიმს მაშინვე ვუთხარი: მხოლოდ იმიტომ ვმკურნალობ, რომ ვიმღერო-მეთქი. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს", - განუცხადა ზურაბ სოტკილავამ რუსულ ინტერნეტ-გამოცემა lifenews.ru-ს.