დეპუტატი გოგლა ჟვანია კობა ხაშილაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას საცოდავი ადმიანების გამონათქვამებზე განცხადების გაკეთება არ სურს.
"ყოფილი პრეზიდენტების განცხადებები გაიხსენეთ და მიხვდებით, ის ვისი ენით საუბრობს. ამა თუ იმ ადამიანებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, სიმართლე დადგინდება. როდესაც საქმე დასრულდება, ყველაფერი ყველასთვის ნათელი გახდება", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის თქმით, ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა.